დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

სავაჭრო წარმომადგენლები

"თეგეტა მოტორს"-ში სავაჭრო წარმომადგენლების (დილერები) მომსახურებისთვის შექმნილია ეფექტური და დახვეწილი სადისტრიბუციო სისტემა, რომელსაც კომპანია 40-ზე მეტი დისტრიბუტორის დახმარებით მართავს. მათი მთავარი ამოცანაა სავაჭრო წარმომადგენლების (დილერები) საჭიროებების ანალიზი და მათი დროული და ხარისხიანი შესრულება. კომპანია სავაჭრო წარმომადგენლებს (დილერები) ავტო პროდუქტებისა და დანადგარების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკის მიმართულებით.

 

„თეგეტა მოტორსი“ GROUPAUTO INTERNATIONAL-ის ოფიციალური წევრია და საქართველოში 300-ზე მეტ მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Hankook, Varta, Exide, Optima, Shell, Motul, Mobil, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, BPW, Thermo King, Febi, Federal Mogul და ა.შ.

 

წარმომადგენლებს (დილერი) აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ მაღალ ხარისხიანი პროდუქცია 50,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის სპექტრიდან, ისარგებლონ პროდუქციის სწრაფი მიწოდების სერვისით, მიიღონ პერსონალური გაყიდვების მენეჯერის მომსახურება და სხვა დამატებითი სერვისები. „თეგეტა მოტორსი“ მუდამ სთავაზობს თავის სავაჭრო წარმომადგნელებს (დილერი) მრავალფეროვან ტრენინგებს მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად საავტომობილო სფეროში.

 

ამჟამად თეგეტა მოტორსი 2 ათასზე მეტ სავაჭრო წარმომადგენელს (დილერი) ემსახურება საქართველოს ყველა ქალაქში. ჩვენ თითოეულ სავაჭრო წარმომადგენელს (დილერი) ვთავაზობთ მაღალხარისხიან პროდუქციას და მომსახურების მაღალ სტანდარტს, რაც განაპირობებს გრძელვადიანი და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის წინაპირობას. 

გვიპოვნეთ რუკაზე