დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

სერვისი თეგეტა მოტორსში

"თეგეტა მოტორსი" კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით. სისტემატური კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედოობას და უსაფრთხოებას.

 

მსუბუქი ავტომობილები

 

BMW, MERCEDES-BENZ,  TOYOTA, AUDI, VOLKSWAGEN , MITSUBISHI და სხვა...

  • ვულკანიზაცია;
  • სავალი ნაწილის შეკეთება;
  • ელ. სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება;
  • ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება;
  • თვლების შეყრის გასწორება;
  • დისკების გასწორება;
  • ძრავში ზეთის შეცვლა;
  • ავტომატურ კოლოფში ზეთის შეცვლა;
  • წინა მაშუქების გასწორება სტენდზე;
  • გადაცემათა კოლოფის შეკეთება;
  • საწვავი სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება;
  • სამღებრო და სათუნუქე სამუშაოები;
  • რეცხვა.

კომერციული ავტოტრანსპორტი

სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები და მიკროავტობუსები: MAN, MERCEDES-BENZ, DAF, SCANIA, VOLVO, RENAULT, FORD, IVECO, ISUZU, MITSUBISHI, YUTONG

მისაბმელების და ნახევრად მისაბმელების ხიდები, სამაცივრე აგრეგატები: BPW, SAF HOLLAND, ROR, TREILOR, GIGANT, SCHMITZ CARGOBULL, THERMO KING, CARRIER

სასოფლო-სამეურნეო, სამშენებლო და სპეც დანიშნულების ტექნიკა:

ტრაქტორები, ბულდოზერები, დამტვირთველები, ამწეები, ექსკავატორები, მობილური და სტაციონარული ბეტონის პომპები, ბეტონის მიქსერები - JCB, HYUNDAI, JOHN DEERE, KOMATSU, CATERPILLAR, CIFA, BRONTO, KOMATSU

დიზელის საწვავის სისტემების რემონტი:

BOSCH, DENSO, DELPHI, VDO DIESEL

 

“თეგეტა მოტორსი” აგრეთვე  არის ZF-ის, WABCO-ს, KNORR BREMSE-ის, BPW-ს, WEBASTO-ს, THERMO KING-ის  და სხვა პრემიუმ  ბრენდების ოფიციალური სერვის პარტნიორი საქართველოში. სერვისები აღჭურვილია შესაბამისი დიაგნოსტიკური საშუალებებით და სპეც. ინსტრუმენტებით. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს გარანტირებულ სრულფასოვან, მაღალხარისხიან  მომსახურებას, აღნიშნული ბრენდების პროდუქტების სრულ სპექტრზე. 

სატვირთო ავტომობილის და სპეც-ტექნიკის მიერ შესრულებული სამუშაოები წარმოადგენს მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროს  კომპანიებისთვის. სატვირთო ავტომობილის აგებულება გაცილებით რთულია, მის მსუბუქ ანალოგთან შედარებით. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ჩვენი სერვის ცენტრები უზრუნველყოფს ტექნიკის გამართულ, საიმედო და ხანგრძლივ მუშაობას.

  • ელ. სისტემების დიაგნოსტირება, რემონტი;
  • ძრავის რემონტი;
  • საწვავი სისტემების დიაგნოსტირება და რემონტი;
  • გადაცემათა კოლოფის და წამყვანი ხიდების რემონტი;
  • სავალი ნაწილის რემონტი;
  • მიმდინარე სერვისების ჩატარება;
  • პნევმო სისტემების (სამუხრუჭე  და დაკიდების) რემონტი - WABCO/ KNORR-BREMSE
  • თვლების შეყრის გასწორება;
  • მუხრუჭების შემოწმება სამუხრუჭე სტენდზე;
  • ვულკანიზაცია;
  • მობილური სერვისი - საველე პირობებში და ობიექტებზე მომსახურების ჩასატარებლად;
  • სამაცივრე აგრეგატების რემონტი Termo king, Carrier
  • კონდიციონერების სერვისი;
  • ავტონომიური გამათბობლების რემონტი (Eberspacher, Webasto);
  • ჰიდრავლიკური სისტემების რემონტი;
  • ავტომობილის რეცხვა;
  • მაღალი წნევის ჰიდრავლიკური მილების დამზადება.
გვიპოვნეთ რუკაზე