დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

(ძველი)საგარანტიო პირობები ძველი 

გარანტია მომსახურებასა და პროდუქციაზე

 

გარანტია ვრცელდება მხოლოდ თეგეტა-მოტორსის სერვის ცენტრში დამონტაჟებულ სათადარიგო ნაწილებზე, გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ჩეკის) წარმოდგენის შემთხვევაში.

 

საგარანტიო პერიოდი იხილეთ განაცხადის ველშითვე“. გარანტია დეტალებზე ვრცელდება განაცხადზე აღნიშნული თვეების მიხედვით ან შესაბამისი გარბენის შეზღუდვით, რომელიც პირველი შესრულდება, მაგ.

 

მსუბუქი ავტომობილების ავტოსათადარიგო ნაწილების გარანტია:

· 1 თვე ან 2000 კმ,

· 2 თვე ან 4000 კმ,

· 3 თვე ან 6000 კმ,

· 6 თვე ან 10000 კმ,

· 12 თვე ან 40000 კმ, (აღნიშნული გარანტია ვრცელდება ძრავის ღვედის სარემონტო კომპლექტის სრულად, ყველა გორგოლაჭთან და წყლის ტუმბოსთან შეცვლის შემთხვევაში, წყლის ტუმბოს დაზიანებით გამოწვეული ღვედის დაზიანება საგარანტიოდ არ ანაზღაურდება)

· 24 თვე ან 40000 კმ.

 

გარანტია არ ითვალისწინებს დეტალის შეკეთებას ან შეცვლას თუ დარღვეულია ავტომობილის ნორმალური ექსპლუატაციის პირობები, მათ შორის:

· ავტომობილის დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობის შემთხვევაში;

· არასწორი ექსპლუატაციით მიღებულ დაზიანებებზე;

· მექანიკური დაზიანების შემთხვევაში;

· ავტომობილის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებებით (მოდიფიკაცია/გადაკეთება, თვითნებული ჩარევა) გამოწვეულ დაზიანებებზე;

· სტიქიური მოვლენებისა ან/და ავარიის შედეგად მიღებულ დაზიანებებზე;

· ექსტრემალურ პირობებში ექსპლუატაცით, გადატვირთვით მიღებულ დაზიანებებზე;

· დაუდევრობით მიღებული დაზიანება;

· სხვა ავტომობილის ნაწილების/მასალების გამოყენების შემთხვევაში;

· უხარისხო ან შეუსაბამო საწვავის გამოყენებით;

· სერვისის რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში;

· ამორტიზატორი საგარანტიოდ იცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღენიშნება არაჰერმეტულობა (ზეთის მკვეთრი ჩამონადენი და არა დაორთქვლა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღმოჩნდება ქარხნული წუნი დაყენებისთანავე და გამოავლენს დეფექტს ზეთის ჩამონადენს ან ექსპლუატაციაში დაფიქსირდება ხმა.

 

მსუბუქი ავტომობილების ძრავის კაპიტალური რემონტის შემდგომი საგარანტიო პირობები:

· საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 12 თვის ვადით ან 20000 კმ, რომელიც  უფრო ადრე შესრულდება.

· საგარანტიო პირობა ვრცელდება მხოლოდ იმ სათადარიგო ნაწილზე და შესრულებულ სამუშაოზე რომელიც იყო შეძენილი ... თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში.

· ძრავის რემონტის შემდგომი პირველი ზეთის შეცვლა უნდა განხორციელდეს 1500-2000 კმ გარბენის ფარგლებში.

· ძრავში ზეთი შეცვლის ინტერვალი უნდა იყოს დაცული და არ უნდა აღემატებოდეს 8000-10000კმ სინთეთიკური კლასის ზეთებისათვის.

· ყოველი ზეთის შეცვლის დროს უნდა მოხდეს საწვავის ფილტრის შეცვლა ( საჭიროების შემთხვევაში ჰაერის ფილტრიც);

· ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლა უნდა მოხდეს ... თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში(ნებისმიერ ფილიალში) აღნიშნული კომპანიის მიერ რეკომენდირებული ზეთით და ფილტრებით.

 

გარანტია არ გავრცელდება და შეწყდება:

· თუ რემონტის მსვლელობაში არ იყო გათვალისწინებული ... თეგეტა                მოტორსის სერვისის რეკომენდაციები და ისინი დაფიქსირდა განაცხადზე შესაბამისად მიღება ჩაბარების აქტზეც.

· ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

· თუ ძრავზე ნებისმიერი სახის რემონტი შესრულდება სხვა სერვისში.

· სითხეების დონეების დაკლების შემთხვევაში(ანტიფრიზი, ძრავის ზეთი), მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე. იგულისხმება მწარმოებლის მიერ დადგენილი ნორმების თანახმად სითხეების დასაშვებ ნორმაზე მეტად კლება.

· ძრავის სამუშაო ტემპერატურის დარღვევის შემთხვევაში.

· ჩაძირვით ან სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.

· მექანიკურად მიყენებულ დაზიანებაზე, როგორიცაა ავტო საგზაო შემთხვევა და ..

 

გარანტია რიგ დეტალებზე გაიცემა მხოლოდ მასთან ერთად თანმდევი კომპონენტების შეცვლის შემთხვევაში:

· ჰაერის სენსორი - იცვლება ჰაერის ფილტრი;

· ანთების კოჭა - იცვლება ანთების სანთელი;

· ამორტიზატორი - იცვლება ერთ ხიდზე წყვილად, ამორტიზატორის შემზღუდველი (კაკუნის შემთხვევაში პირველ რიგში ამორტიზატორის საყრდენი);

· ტურბოკომპრესორი - იცვლება ჰაერის ფილტრი, ძრავის ზეთი, ჰაერმშრობის ფილტრი (არსებობის შემთხვევაში), გამოსარეცხია ინტერქულერი;

· საჭის ჰიდროგამაძლიერებელი ტუმბო - იცვლება ჰიდრავლიკური ზეთის რეზერვუარი (არ ირეცხება);

· გადაბმულობის კომპლექტი - იცვლება გადაბმულობის დისკი, გადაბმულობის ქურო და გადაბმულობის საკისარი (საჭიროების შემთხვევაში მქნევარა);

· კონდენციონერის კომპრესორი - იცვლება შემამჭიდროებელი რგოლები, ფილტრი (ჰაერმშრობი), ჰაერმშრობის რესივერი;

· წყლის ტუმბო - იცვლება გაგრილების სითხე (ანტიფრიზი);

· მორგვი და მორგვის საკისარი - მორგვის ჩობლები (არსებობის შემთხვევაში), ყუმბარა (იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული აქვს ჩობალზე მუშაობის არე), შემამჭიდროვებელი (არსებობის შემთხვევაში);

· საწვავის ტუმბო - იცვლება საწვავის ფილტრი, (საჭიროების შემთხვევაში ირეცხება საწვავის ავზი);

· მუხრუჭის მთავარი ავზი - იცვლება სამუხრუჭე სითხე;

· ჰაერის კომპრესორი (სატვირთოების შემთხვევაში) - იცვლება ჰაერის ფილტრი, ჰაერმშრობის ფილტრი, ძრავის ზეთი.

საგარანტიო პერიოდში დეტალის შეცვლის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი რჩება უცვლელი და ანგარიშდება საწყისი სარეალიზაციო დოკუმენტის მიხედვით. ქარხნული დეფექტის გამო დაზიანებული ნაწილის/აგრეგატის მთლიანად შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რემონტი შეუძლებელია (აღდგენით, რეგულირებით, ზედაპირის მოხეხვით და ..) ან/და სათადარიგო ნაწილების შეცვლით. საგარანტიო რემონტის შედეგად შეცვლილი ნაწილები წარმოადგენსთეგეტა მოტორსისსაკუთრებას.

 

სატვირთო ავტომობილების ავტოსათადარიგო ნაწილების გარანტია:

 

საგარანტიო პერიოდი იხილეთ განაცხადის ველშითვე“. გარანტია დეტალებზე ვრცელდება განაცხადზე აღნიშნული თვეების მიხედვით ან შესაბამისი გარბენის შეზღუდვით, რომელიც პირველი შესრულდება, მაგ.

· 1 თვე ან 5000 კმ,

· 3 თვე ან 10000 კმ,

· 6 თვე ან 20000 კმ.

 

გარანტია არ ითვალისწინებს დეტალის შეკეთებას ან შეცვლას თუ დარღვეულია ავტომობილის ნორმალური ექსპლუატაციის პირობები, მათ შორის:

· ავტომობილის დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობის შემთხვევაში;

· არასწორი ექსპლუატაციით მიღებულ დაზიანებებზე;

· ავტომობილის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებებით (მოდიფიკაცია/გადაკეთება, თვითნებული ჩარევა) გამოწვეულ დაზიანებებზე;

· სტიქიური მოვლენებისა ან/და ავარიის შედეგად მიღებულ დაზიანებებზე;

· ექსტრემალურ პირობებში ექსპლუატაცით, გადატვირთვით მიღებულ დაზიანებებზე;

· დაუდევრობით მიღებული დაზიანება;

· სხვა ავტომობილის ნაწილების/მასალების გამოყენების შემთხვევაში;

· უხარისხო ან შეუსაბამო საწვავის გამოყენებით;

· სერვისის რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში;

· ამორტიზატორი საგარანტიოდ იცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღენიშნება არაჰერმეტულობა (ზეთის მკვეთრი ჩამონადენი და არა დაორთქვლა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღმოჩნდება ქარხნული წუნი დაყენებისთანავე და გამოავლენს დეფექტს ზეთის ჩამონადენს ან ექსპლუატაციაში დაფიქსირდება ხმა.

 

სატვირთო ავტომობილების ძრავის კაპიტალური რემონტის შემდგომი საგარანტიო პირობები:

· საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 6 თვის ვადით ან 20000კმ (თვითმცლელის შემთხვევაში) 40000კმ (უნაგირა ტენტიანი საწევარას შემთხვევაში), რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

· საგარანტიო პირობა ვრცელდება ყველა იმ სათადარიგო ნაწილზე და შესრულებულ სამუშაოზე, რომელიც იყო შეძენილი მხოლოდ ... თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში.

· ძრავის რემონტის შემდგომ, პირველი ზეთის შეცვლა უნდა განხორციელდეს 1500-2000 კმ გარბენის ფარგლებში.

· ძრავის ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლა უნდა მოხდეს შპსთეგეტა მოტორსისსერვის ცენტრში, აღნიშნული კომპანიის მიერ რეკომენდირებული ზეთითა და ფილტრებით, ასევე დაცული უნდა იქნას კომპანიის მიერ გაცემული რეკომენდაციები ზეთის შეცვლის ინტერვალთან დაკავშირებით.

· ყოველი ზეთის შეცვლის დროს უნდა გაკეთდეს კომპიუტერული დიაგნოსტიკა და საწვავის ფილტრის შეცვლა, საჭიროების შემთხვევაში ჰაერის ფილტრის შეცვლაც;

 

გარანტია არ გავრცელდება ან/და შეწყდება:

· მფლობელის მიერ მოტანილ ახალ სათადარიგო ნაწილებზე ან მეორადი სათადარიგო ნაწილებზე და მის რესურსზე ან მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე;

· თუ რემონტის მსვლელობაში არ იყო გათვალისწინებული ... თეგეტა მოტორსის სერვისის რეკომენდაციები და ისინი დაფიქსირდა განაცხადზე შესაბამისად მიღება ჩაბარების აქტზეც;

· ძრავზე ნებისმიერი სახის რემონტი შესრულდება სხვა სერვისში;

· სითხეების დონეების დაკლების შემთხვევაში და მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე;

· ძრავის სამუშაო ტემპერატურის დარღვევის შემთხვევაში;

· გარე მექანიკური დაზიანების შემთხვევაში;

· ავარიით ან/და სტიქიური მოვლენებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში;

 

გარანტია რიგ დეტალებზე გაიცემა მხოლოდ მასთან ერთად თანმდევი კომპონენტების შეცვლის შემთხვევაში:

· ჰაერის სენსორი - იცვლება ჰაერის ფილტრი;

· ანთების კოჭა - იცვლება ანთების სანთელი;

· ამორტიზატორი - იცვლება ერთ ხიდზე წყვილად, ამორტიზატორის შემზღუდველი (კაკუნის შემთხვევაში პირველ რიგში ამორტიზატორის საყრდენი);

· ტურბოკომპრესორი - იცვლება ჰაერის ფილტრი, ძრავის ზეთი, ჰაერმშრობის ფილტრი (არსებობის შემთხვევაში), გამოსარეცხია ინტერქულერი;

· საჭის ჰიდროგამაძლიერებელი ტუმბო - იცვლება ჰიდრავლიკური ზეთის რეზერვუარი (არ ირეცხება);

· გადაბმულობის კომპლექტი - იცვლება გადაბმულობის დისკი, გადაბმულობის ქურო და გადაბმულობის საკისარი (საჭიროების შემთხვევაში მქნევარა);

· კონდენციონერის კომპრესორი - იცვლება შემამჭიდროებელი რგოლები, ფილტრი (ჰაერმშრობი), ჰაერმშრობის რესივერი;

· წყლის ტუმბო - იცვლება გაგრილების სითხე (ანტიფრიზი);

· მორგვი და მორგვის საკისარი - მორგვის ჩობლები (არსებობის შემთხვევაში), ყუმბარა (იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული აქვს ჩობალზე მუშაობის არე), შემამჭიდროვებელი (არსებობის შემთხვევაში);

· საწვავის ტუმბო - იცვლება საწვავის ფილტრი, (საჭიროების შემთხვევაში ირეცხება საწვავის ავზი);

· მუხრუჭის მთავარი ავზი - იცვლება სამუხრუჭე სითხე;

საგარანტიო პერიოდში დეტალის შეცვლის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი რჩება უცვლელი და ანგარიშდება საწყისი სარეალიზაციო დოკუმენტის მიხედვით. ქარხნული დეფექტის გამო დაზიანებული ნაწილის/აგრეგატის მთლიანად შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რემონტი შეუძლებელია (აღდგენით, რეგულირებით, ზედაპირის მოხეხვით და ..) ან/და სათადარიგო ნაწილების შეცვლით. საგარანტიო რემონტის შედეგად შეცვლილი ნაწილები წარმოადგენსთეგეტა მოტორსისსაკუთრებას.

 

სპეც-ტექნიკის ძრავის საგარანტიო პირობები:

· საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 6 თვის ვადით ან 1000 მოტო/საათი, რომელიც ადრე შესრულდება.

· საგარანტიო პირობა ვრცელდება ყველა იმ კომპონენტზე და შესრულებულ სამუშაოზე რომელიც იყო შეძენილი ... თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში.

· ძრავის გაშვების შემდგომი პირველი ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლა უნდა განხორციელდეს 50 მოტო/საათის შემდეგ.

· ძრავში ზეთი შეცვლის ინტერვალი უნდა იყოს შეცვლიდან შეცვლამდე 250 მოტო/საათი (მაქსიმუმ 3 თვე).

· ყოველი ზეთის შეცვლის დროს უნდა მოხდეს საწვავის ფილტრის და ჰაერის ფილტრის შეცვლა.

· ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა უნდა მოხდეს თეგეტა მოტორსის ხელოსნების მიერ, თეგეტა მოტორსის მოწოდებული ზეთით და ფილტრებით (საგარანტიო პერიოდის განმავლობაში).

 

გარანტია არ გავრცელდება და შეწყდება:

· 7.1 თუ მონტაჟის მსვლელობაში არ იყო გათვალისწინებული ... თეგეტა მოტორსის სერვისის რეკომენდაციები და ისინი დაფიქსირდა განაცხადზე შესაბამისად მიღება ჩაბარების აქტზეც.

· ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

· თუ სახეზეა რემონტის მცდელობა შპსთეგეტა მოტორსი“-ის სერვისთან შეუთანხმებლად.

· სითხეების დონეების დაკლების შემთხვევაში (ანტიფრიზი, ძრავის ზეთი) და მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე.

· ძრავის სამუშაო ტემპერატურის დარღვევის შემთხვევაში.

· მექანიკური დაზიანების შემთხვევაში.

· ძრავის დაცვის სისტემის გაუმართავი მუშაობით.

· ჩაძირვით ან სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.

· ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ძრავის შემადგენელი სისტემის რომელიმე ნაწილით.

· მწარმოებლის მიერ მოთხოვნილი სტანდარტის (EN590) მარკის საწვავის გარდა, სხვა საწვავის გამოყენების შემთხვევაში, ასევე საწვავ სისტემაში უცხო ნაწილაკების (ლითონის, წყლის და სხვა) მოხვედრისას.

საგარანტიო პერიოდში დეტალის შეცვლის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი რჩება უცვლელი და ანგარიშდება საწყისი სარეალიზაციო დოკუმენტის მიხედვით. ქარხნული დეფექტის გამო დაზიანებული ნაწილის/აგრეგატის მთლიანად შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რემონტი შეუძლებელია (აღდგენით, რეგულირებით, ზედაპირის მოხეხვით და ..) ან/და სათადარიგო ნაწილების შეცვლით. საგარანტიო რემონტის შედეგად შეცვლილი ნაწილები წარმოადგენსთეგეტა მოტორსისსაკუთრებას.

 

საცხებ-საპოხი მასალების საგარანტიო პირობები:

საცხებ-საპოხ მასალებზე ვრცელდება გარანტია, მის ხარისხსა და კონკრეტულ ავტომობილში მწარმოებლის მიერ დადგენილი დაშვების ზეთის შერჩევაზე. ზეთის, ჰაერისა და საწვავის ფილტრებზე გარანტია არ ვრცელდება. ყველა შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად.

 

სწრაფად ცვეთადი ნაწილები:

სწრაფად ცვეთად ნაწილებს მიეკუთვნება ჩამოთვლილი ელემენტები:

· ზეთის, ჰაერის და საწვავის ფილტრები;

· ელექტრო მცველები და ნათურები;

· გადაბმულობის ფრიქციონული სადებები;

· საქარე მინის საწმენდის რეზინის ჯაგრისები;

· სამუშაო სითხეები და საპოხები;

· ძრავის გაგრილების სითხე

 

საბურავების საგარანტიო პირობები:

საბურავებზე ვრცელდება გარანტია, რომელიც გულისხმობს ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში ახლით შეცვლას ნარჩენი ღირებულების გათვალისწინებით.

კონკრეტული დაზიანებები განიხილება ინდივიდუალურად.

 

გარანტია არ გავრცელდება და შეწყდება:

  • საბურავის მექანიკური დაზიანების შემთხვევაში;

  • გადატვირთვის და დაბალი/მაღალი შიდა წნევის პირობებში ექსპლუატაციის შემთხვევაში;

  • საბურავის თვითნებურად აღდგენა/შეკეთების მცდელობის შემთხვევაში;

  • გაუმართავი სავალი ნაწილის შემთხვევაში(აღნიშნული კავშირში უნდა იყოს საბურავის ექსპლუატაციასთან);

  • არასწორი თვლების შეყრა „რაზვალი“;

  • საბურავის დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობის შემთხვევაში და ა.შ.

საგარანტიო პერიოდში დეტალის შეცვლის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი რჩება უცვლელი და ანგარიშდება საწყისი სარეალიზაციო დოკუმენტის მიხედვით.

 

დანადგარების საგარანტიო პირობები:

  • გარანტია ეძლევა მყიდველს, ინსტრუმენტის ქარხუნული წუნის შემთხვევაში;

  • გარანტია ეძლევა მყიდველს, ინსტრუმენტის სწორ პირობებში ექსპლუატაციის შემთხვევაში;

 

გარანტია არ ვრცელდება;

  • ინსტრუმენტის არასწორი დანიშნულებით გამოყენების შემთხევაში;

  • ინსტრუმენტზე არაშესაფერისი აქსესუარების ან სხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული დამატებითი აღჭურვილობის (ბურღები,პიკები, დისკები და ა.შ) გამოყენების შემთხვევაში;

  • გადაჭარბებული დატვირთვის(რამაც გამოიწვია ღუზის, სტარტერის და ა.შ. მწყობრიდან  გამოსვლა) ან არასაკმარისი ვენტილაციით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში;

  • მექანიკური დაზიანების (ბზარები, ნაკაწრები, ჩამონატეხები და სხვა) შემთხვევაში;

  • ლითონის ნაწილებზე ჟანგისა და სავენტილაციო ცხაურში უცხო სხეულის მოხვედრის შედეგად მიღებულ დაზიანებებზე;

  • თუ მომხმარებელმა თავისი ინიციატივით გაარემონტა, შეცვალა საქონლის შიდა კონფიგურაცია ან ელექტროსქემა;

  • დეტალებზე რომლებიც განიცდიან ბუნებრივ ცვეთას (ნახშირის მუსები, კბილა ღვედები, რეზინის შემამჭიდროებლები, ჩობალები, დამცავი გარსაცმი, მიმმართველი გორგოლაჭები, მილისები და ა.შ)

  • შეცვლად აქსესუარებზე (ვაზნები, ცანგები და ა.შ), მუშა აღჭურვილობაზე(ბურღები, ხერხუნები, დისკები და ა.შ);

  • ნახშირის მუსების სრული ცვეთის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს როტორის(სტატორის) მწყობრიდან გამოსვლა;

  • ინსტრუმენტებს რომლებსაც გადაშლილი აქვს ქარხნული ნომერი;

  • ინსტრუმენტის ტექნიკური მომსახურებაზე მაგ; გაწმენდა, გარეცხვა, შეზეთვა და ა.შ;

  • არასწორი ტრანსპორტირების და შენახვის შედეგად გამოწვეულლ დაზიანებებსა და გაუმართაობებზე;

  • საგარანტიო ვადის განმავლობაში თვითნებური შეკეთებისა და შეპოხვის მცდელობის  შემთხვევაში;

  • დამატებით აღჭურვილობაზე; ნახშირები, რეზინების რგოლები, ღვედები, საპოხი საშუალებები, აკუმულატორის ბლოკები და დამტენი მოწყობილობები;

 

მონტაჟის მაქსიმალური დასაშვები ვადა:

· თბილისიშეძენიდან 5 დღე, აღმოსავლეთ საქართველოშეძენიდან 1 კვირა.

· დასავლეთ საქართველოშეძენიდან 2 კვირა;

 

საგარანტიო შემთხვევაზე რეაგირების მაქსიმალური ვადები :

· თბილისიგამოძახებიდან 3 სამუშაო დღე.

· აღმოსავლეთ საქართველოგამოძახებიდან 1 კვირა.

· დასავლეთ საქართველოგამოძახებიდან 2 კვირა.

· ნაწილების შეკვეთის შემთხვევაში დაემატება 21 კალენდარული დღე.

რემონტი საგარანტიო პერიოდში ხორციელდება უფასოდ. სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხელსაწტოს სარემონტოდ ჩაბარების დღიდან. საგარანტიო პერიოდში დეტალის შეცვლის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი რჩება უცვლელი და ანგარიშდება საწყისი სარეალიზაციო დოკუმენტის მიხედვით. ქარხნული დეფექტის გამო დაზიანებული ნაწილის/აგრეგატის მთლიანად შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რემონტი შეუძლებელია (აღდგენით, რეგულირებით და ..) ან/და სათადარიგო ნაწილების შეცვლით. საგარანტიო რემონტის შედეგად შეცვლილი ნაწილები წარმოადგენსთეგეტა მოტორსისსაკუთრებას.

 

აკუმულატორის გარანტია:

აკუმულატორზე საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 6-დან 34-თვის ვადით, ბრენდისა და ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლის შესაბამისად.

გარანტია არ ვრცელდება თუკი:

  • აკუმულატორი არ არის დამაგრებული საშტატო ბუდეში;

  • სახეზეა რემონტის მცდელობა;

  • გააჩნია მექანიკური დაზიანება;

  • საგრანსპორტო საშუალების ელექტრომოწყობილობა გაუმართავია;

  • აკუმულატორში მოხვედრილია სხვა ნივთიერებები;

  • საგარანტიო დოკუმენტში არ არის გამყიდველის შტამპი, ხელმოწერა;

  • საგარანტიო დოკუმენტში არ არის მყიდველის ხელმოწერა;

  • სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული აკუმულატორი, არ იქნა წარმოდგენილი დასათვალიერებლად;

  • არ არდაცული რეგულარული საგარანტიო შემოწმების პერიოდები;

  • წარმოდგენილი აკუმულატორის შტრიხკოდი არ შეესაბამება საგარანტიო დოკუმენტის ნომერს;

  • აკუმულატორის უწყვეტი მუშაობის დრო აღემატება 5 წამს;

  • აკუმულატორი გადატვირთულია;

  • აკუმულატორზე დატანილი შრიხკოდი, ეტიკეტი და სერიული ნომერი დაზიანებულია, შეუძლებელია ინფორმაციის გარჩევა;

 

აკუმულატორის ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში გამყიდველი იტოვებს უფლებას:

  • აკუმულატორის 2 დღე-ღამით დატოვებაზე;

  • აკუმულატორის მუშა მდგომარეობამდე მიყვანაზე, საჭიროების შემთხვევაში შეკეთებაზე;

  • სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი სხვა მწარმოებლის იგივე კლასის აკუმულატორით ჩანაცვლებაზე;

საგარანტიო პერიოდში დეტალის შეცვლის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი რჩება უცვლელი და ანგარიშდება საწყისი სარეალიზაციო დოკუმენტის მიხედვით. საგარანტიო რემონტის შედეგად შეცვლილი ნაწილები წარმოადგენსთეგეტა მოტორსისსაკუთრებას.

 

დიზელის სერვის ცენტრში საწვავის სისტემის რემონტის შემდგომი საგარანტიო პირობები:

· საგარანტიო პირობა ვრცელდება ყველა იმ სათადარიგო ნაწილზე და შესრულებულ სამუშაოზე, რომელიც შეძენილი იყო შპსთეგეტა მოტორსისსერვის ცენტრში (გარდა იმ სათადარიგო ნაწილებისა და შესრულებული სამუშაოებისა რომელიც არ ითვლება დასრულებულად, მაგალითად როდესაც არ მონტაჟდება მფრქვევანა ან საწვავის ტუმბო ავტომობილზე თეგეტა მოტორსის მექანიკოსის მიერ).

· საწვავი სისტემის სათადარიგო ნაწილებზე და აგრეგატებზე რომელიც იყო აღდგენილი თეგეტა მოტორსის სერვისში, მაგრამ არ იყო დამონტაჟებული ავტომობილზე თეგეტა მოტორსის მექანიკოსის მიერ, ეძლევა საგარანტიო პერიოდი პირობითად ერთი თვის ან 250ძრ.სთ ან 5000კმ და განიხილება ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად რაც არ ნიშნავს იმას რომ ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდება რეკლამაცია.

· პრემიუმ კლასის სათადარიგო ნაწილებით (BOSCH, DENSO, DELPHI, VDO SIEMENS) სრული რემონტის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 6 თვის ვადით ან 20 000 კმ ან 500ძრ.სთ (სპეც ტექნიკის შემთხვევაში) , რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

ალტერნატიული მწარმოებლების მიერ მოწოდებული სათადარიგო ნაწილებით შესრულებულ სამუშაოზე და არასრულ რემონტის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ერთი თვის ვადით, 5 000 კმ ან 250ძრ.სთ (სპეც ტექნიკისთვის), რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

· საწვავის სისტემის რემონტის შემდგომი საწვავის ფილტრის შეცვლა და ძრავის სერვისი უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 250ძრ.სთ,5000 კმ-ის გავლის ან 6თვის შემდეგ (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

· საწვავის ფილტრის(ების) შეცვლა უნდა მოხდეს თეგეტა მოტორსის სერვისში თეგეტა მოტორსში შეძენილი ფილტრებით.

· საგარანტიო პერიოდში გარემონტებულ აგრეგატზე ან ავტომობილზე პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში ავტომობილი ან აგრეგატი უნდა მოტანილ იქნას თეგეტა მოტორსის დიზელის სერვისცენტრში ტექნიკის ან აგრეგატის მფლობელის მიერ. თეგეტა მოტორსი არ ანაზღაურებს მფლობელის მიერ გაწეულ ტრანსპორტირების დანახარჯებს . თუ ტექნიკის ტრანსპორტირება ვერ ხერხდება მფლობელის მიერ და თეგეტა მოტორსის სარემონტო ბრიგადამ უნდა გაარემონტოს აგრეგატი ადგილზე მისვლით, მაშინ აღნიშნულ მივლინებას ანაზღაურებს ტექნიკის ან აგრეგატის მფლობელი.

 

გარანტია არ გავრცელდება და შეწყდება:

· თუ რემონტის მსვლელობაში არ იყო გათვალისწინებული ... თეგეტა მოტორსის სერვისის რეკომენდაციები (მაგ: არ გაირეცხა საწვავის ავზი, არ შეიცვალა საწვავის ფილტრი, ძრავს აღენიშნებოდა სხვა დაზიანება, რამაც შეიძლება დააზიანოს საწვავი სისტემა და ა.შ.) და ისინი დაფიქსირდა განაცხადზე შესაბამისად მიღება ჩაბარების აქტზეც.

· ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

· ძრავზე ნებისმიერი სახის რემონტი შესრულდება სხვა სერვისში.

· სითხეების დონეების დაკლების შემთხვევაში და მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე.

· ძრავის სამუშაო ტემპერატურის დარღვევის შემთხვევაში.

· გარე მექანიკური დაზიანების შემთხვევაში.

· საწვავის ავზში დაფიქსირებული ჭუჭყის, წყლის ან სხვა მინარევის დაფიქსირების შემთხვევაში გარდა მწარმოებლის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი საწვავისა (EN590).

· ჩაძირვით ან სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.

· ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ძრავის შემადგენელი სისტემის რომელიმე ნაწილით.

 

საგარანტიო პერიოდში დეტალის შეცვლის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი რჩება უცვლელი და ანგარიშდება საწყისი სარეალიზაციო დოკუმენტის მიხედვით. ქარხნული დეფექტის გამო დაზიანებული ნაწილის/აგრეგატის მთლიანად შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რემონტი შეუძლებელია (აღდგენით, რეგულირებით და ..) ან/და სათადარიგო ნაწილების შეცვლით. საგარანტიო რემონტის შედეგად შეცვლილი ნაწილები წარმოადგენსთეგეტა მოტორსისსაკუთრებას.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით