დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

კორპორაციული კლიენტები  

"თეგეტა მოტორს"-ში კორპორაციული კლიენტების მომსახურებისთვის შექმნილია ეფექტური და დახვეწილი სისტემა, რომელსაც კომპანიის ათასზე მეტი თანამშრომლის დახმარებით მართავს. კორპორაციული გაყიდვების განყოფილება, 30-ზე მეტი მაღალკვალიფიციური გაყიდვების მენეჯერით. მათი მთავარი ამოცანაა კორპორაციული კლიენტების საჭიროებების ანალიზი, დროული და ხარისხიანი შესრულება.

 

კორპორაციულ კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ პროდუქცია სპეციალური პირობებით 300-ზე მეტი ბრენდის და  150,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ფართო სპექტრიდან, ისარგებლონ მობილური ჯგუფების სერვისებით, ონლაინ რეზერვაციით, მიიღონ პერსონალური მენეჯერის მომსახურება და სხვა დამატებითი სერვისები. მათ შორის, ისარგებლონ თეგეტა მოტორსის ონლაინ პლატფორმით "ჩემი ავტომობილის ისტორია", სადაც მათ შეუძლიათ თვალყური ადევნონ და ანალიზი გაუკეთონ დანაზოგებსა და ხარჯებს. ასევე, ონლაინ მიიღონ შეხსენებითი შეტყობინებები მათი ავტომობილისათვის საჭირო სერვისების  შესახებ. 

გარდა ამისა, „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად სთავაზობს თავის კორპორაციულ კლიენტებს მრავალფეროვან ტრენინგებს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით საავტომობილო სფეროში. 

ამჟამად თეგეტა მოტორსი 35 ათასამდე კორპორაციულ ორგანიზაციას ემსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ თითოეულ კლიენტს ვთავაზობთ მაღალხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას, რაც წარმოადგენს გრძელვადიან და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გარანტიას. 

 

📞 0 322 26 44 44

[email protected]

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით