PIRELLI -ის საბურავები
ავტომობილის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, საბურავების შეძენა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ავტომობილის მოძრაობისას მთელი დატვირთვა სწორედ საბურავებზე მოდის. საავტმობილო ბაზრის უმსხვილესი კომპანია, თეგეტა მოტორსი, მომხმარებლებს მსოფლიოში აპროპირებული მაღალხარიხიანი საბურავებით ამარაგებს, მათ შორის PIRELLI-ს საბურავები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. PIRELLI-ს საბურავების შეძენა, თეგეტა მოტორსის ფილიალებში, უსასრულო გარანტიით, შეგიძლიათ, რომელიც პირობების გამოთვლას პროდუქტის პროტექტორის ცვეთის მიხედვით ითვალისწინებს.
PIRELLI -ის საბურავების უპირატესობები
PIRELLI-ს საბურავები საავტომობილო ბაზრის ინოვაციური პროდუქტია, რომლის შემუშავებისას ძირითადი აქცენტები უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და კომფორტული გამოყენების შესაძლებლობაზე გაკეთდა. ბრენდის უპირატესობებია:
- უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლი
- მოხერხებული მართვა გზის ნებისმიერ ზედაპირზე;
- სამომხმარებლო მობილურობა;
- სტაბილურობა;
- გამძლეობა;
PIRELLI -ის საბურავების გამოყენება გზის ნებისმიერ ზედაპირზე უსაფრთხოა. პროდუქცია შექმნილია ნებისმიერ სეზონზე კომფორტული მართვისთვის. PIRELLI სამომხმარებლო სეგმენტში ექსკლუზიური პოზიციონირებით გამოირჩევა. კომპანია მაღალი ღირებულების პროდუქტებზეა ორიენტირებული, რაც 2020 წლის ბოლოს ჯგუფის შემოსავლების დაახლოებით 70%-ს შეადგენდა. პრესტიჟული საბურავების წარმოების მიმართულებით ბრენდი ლიდერ პოზიციაზეა მთელ მსოფლიოში.
PIRELLI -ის ისტორია
PIRELLI მილანში 1872 წელს დაარსდა და დღეს წარმოადგენს გლობალურ ბრენდს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიით და ინოვაციური პროდუქტებით არის ცნობილი. კომპანია ფლობს 19 საწარმოო ქარხანას 12 ქვეყანაში, ჰყავს 30500 თანამშრომელი და გასული წლის მაჩვენებლებით მისი წლიური ბრუნვა 4.3 მილიარდ ევროს შეადგენს. PIRELLI მთლიანად ორიენტირებულია სამომხმარებლო ბაზარზე და აწარმოებს პროდუქტს ავტომობილების, მოტოციკლებისა და ველოსიპედებისთვის.
PIRELLI ადგილობრივ ბაზარზეც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია. თეგეტა მოტორსის ფილიალებში, PIRELLI-ის საბურავები, საერთაშორისო ბრენდის ფართო ასორტიმენტიდან, შეგიძლიათ შეარჩიოთ.