დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

Diesel Technic

დიზელ ტექნიკი არის ავტომობილის სათადარიგო ნაწილების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, რომელიც დაარსდა გერმანიაში 1972 წელს.კომპანია მსოფლიო მასშტაბით აწვდის საავტომობილო პროდუქტებს გარანტირებული ხარისხით, რომელიც აკმაყოფილებს სხვადასხვა ქვეყნების მოთხოვნებს.დიზელ ტექნიკის სადისტრიბუციო პარტნიორები წარმოდგენილი არიან 150-ზე მეტ ქვეყანაში.

 

დიზელ ტექნიკის ბრენდში წარმოდგენილია დაახლოებით 40,000 საავტომობილო პროდუქტი და აქსესუარი. კომპანია მუდმივად ისწრაფის სერვისებისა და ხარისხის გაუმჯობესებისკენ და სწორედ ეს აქცევს მას ერთ-ერთ წამყვან ბრენდად საავტომობილო ინდუსტრიაში. დიზელ ტექნიკის პროდუქტები წარმოდგენილია როგორც ორიგინალი სათადარიგო ნაწილების ალტერნატივა.

 

 

კომპანია ბრენდ „დიზელ ტექნიკის“ გარდა საავტომობილო სფეროში წარმოდგენილია მეორე ბრენდითაც, ეს არის „სიგელი“ (SIEGEL). აღნიშნული ბრენდი ოპერირებს შედარებით ბიუჯეტურ სეგმენტში და მომხმარებელს სთავაზობს დაახლოებით 1,000 სხვადასხვა ტიპის სათადარიგო ნაწილსა და აქსესუარს.

 

 

კომპანიას ჰყავს სპეციალისტების საერთაშორისო გუნდი, რომელიც კონსულტაციას უწევს მომხმარებლებს და ეხმარება ინსტრუქციების მიწოდებით ნებისმიერი საჭიროებისა და კითხვების შემთხვევაში.

 

თეგატა მოტორსი საქართველოში Diesel Technic- ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.  პროდუქტის შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ თეგეტა მოტორსის ფილიალებს ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: T:( +995 32 ) 226 44 44 .

 

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით