დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

FIAMM აკუმულატორები

ავტოტექმომსახურების მომწოდებელი უმსხვილესი კომპანია, თეგეტა მოტორსი, უმაღლესი ხარისხის აკუმულატორების ფართო სპექტრს გთავაზობთ. FIAMM იტალიური ბრენდის აკუმულატორები თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში მზადდება და სრულად შეესაბამება პირველად ქარხნულად, ავტომობილში ჩაყენებულ აკუმულატორის პარამეტრებს (OEM). რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს თეგეტა მოტორსის ფილიალებში კლიენტის ტიპის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) მიხედვით, უსასრულო ან 36 თვემდე გარანტიით  შეგიძლიათ შეიძინოთ. წარმოების ტექნოლოგიებიდან გამომდინარე მაღალი ხარისხი და ავტომობილის ეფექტური მუშაობა გარანტირებულია.

 

 

FIAMM აკუმულატორების უპირატესობები

 

FIAMM-ის აკუმულატორები სხვადასხვა კლასის ევროპული და აზიური ავტომობილებისთვის მზადდება. კომპანია სასტარტერო დანიშნულების ტყვია მჟაურ აკუმულატორებს ამზადებს, რომლებიც საავტომობილო ინდუსტრიის გარდა უამრავ სფეროში, მათ შორის ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, უსაფრთხოების სისტემებსა და მედიცინაშიც გამოიყენება. ბრენდს ახასიათებს მთელი რიგი უპირატესობები:

  • უსაფრთხოების მაღალი დონის განმაპირობებელი საფარი;

  • სამუშაო რესურსის ხანგრძლივი ვადა და სასიცოცხლო ციკლი;

  • სტაბილური მუშაობა მკაცრ კლიმატურ პირობებში;

  • მოწინავე ტექნიკური მახასიათებლები;

  • მდგრადია ღრმა განმუხტვებისადმი;

 

FIAMM ისტორია

 

FIAMM მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც 12 ქარხანა აქვს იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ელექტროქიმიის უახლესი მიღწევებისა და იტალიაში მდებარე კვლევითი ცენტრის წყალობით, აკუმულატორებს მუხტის აღდგენის შესანიშნავი პარამეტრები აქვს, რომლებიც დაბალ შიდა წინააღმდეგობას და ენერგიის მაქსიმალურ შენახვას უზრუნველყოფენ. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლისგან - იტალიური ინდუსტრიული ჯგუფი FIAMM Energy Technology S.P.A. ბაზარზე 70 წელია არსებობს. ისტორია იწყება 1942 წლიდან და დღეს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ბრენდის საფუძვლიანი პრინციპები და ღირებულებები, დღესდღეობით, FIAMM-ს მსოფლიოში ხარისხისა და საიმედოობის სინონიმად აქცევს. FIAMM-ის აკუმულატორების დამზადების ტექნოლოგია უნიკალურია და ანალოგი არ ჰყავს შესრულების თვალსაზრისით. ბრენდის პარტნიორებს შორის უმსხვილესი კომპანიები არიან, რომლებიც სრულად ენდობიან საერთაშორისო კვლევებით დადასტურებულ ხარისხის სტანდარტებს. თეგეტა მოტორსის ფილიალებში, პროფესიონალი ტექნიკოსების რეკომენდაციით, თქვენი ავტომობილის შესაბამის FIAMM აკუმულატორს, სწრაფად და მარტივად, შეიძენთ.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით