ფრანჩაიზინგი
თეგეტა მოტორსმა ბაქოში ფილიალი გახსნა!
ბაქოში თეგეტა მოტორსის ფილიალი გაიხსნა. კომპანია ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით, სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ პარტნიორ კომპანიასთან ერთად 2 000 000-მდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სერვის ცენტრი განთავსებულია 5000 კვ.მ-ზე და იგი ემსახურება მსუბუქ ავტომობილებს. ადგილობრივმა კადრებმა გაიარეს სრული პროფესიული მომზადება თეგეტას აკადემიის ფარგლებში და უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციურ სერვისს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებით და ტექნიკით. აქვე წარმოდგენილია: საბურავების, ზეთების, ფილტრების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ნაწილების, ასევე აკუმულატორების, სერვისის დანადგარების, ინსტრუმენტების და საავტომობილო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი. თეგეტა მოტორსის აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მიიღოს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი კომფორტული გარემოში.
თეგეტა მოტორსი პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარი წარმომადგენლობა უცხო ქვეყანაში გახსნა. თეგეტა მოტორსი უკვე 24 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, კომპანია გამოირჩევა ავტო სერვისის უნიკალური კონცეფციით. იგი Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს. თეგეტა მოტორსი წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი, 300-მდე ბრენდის უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.
თეგეტა მოტორსმა ბაქოში მეორე ფილიალი გახსნა
„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა „ბაბექის“ ქუჩაზე. აღნიშნული ფილიალი წარმოდგენილია პროდუქციის სრული ასორტიმენტით და სერვისით, რომელიც ძირითადად მოემსახურება საცალო მომხმარებელს.
„AZTECH & TEGETA MOTORS“ ადგილობრივ მომხმარებელს სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით. აქვე წარმოდგენილია: საბურავების, ზეთების, ფილტრების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ნაწილების, ასევე აკუმულატორების, სერვისის დანადგარების, ინსტრუმენტების და საავტომობილო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი. აღნიშნულ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 24 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა ავტო სერვისის უნიკალური კონცეფციით. „თეგეტა მოტორსი“ გახლავთ „Groupauto International“-ის ოფიციალური წევრი და იგი წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი, 300-მდე ბრენდის უმსხვილეს იმპორტიორს, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.