დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

ზამთრის საბურავები

 

 

საბურავები ავტომანქანის განუყოფელი ნაწილია. ავტომობილის დამუხრუჭებისას, დაძვრისას თუ მოხვევისას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა სწორედ საბურავზე მოდის. სწორად შერჩეული საბურავი კომფორტისა და უსაფრთხოების გარანტიაა.

 

როდის და რატომ უნდა აირჩიო ზამთრის საბურავები?

 

არსებობს საბურავების რამდენიმე ტიპი: ზაფხულის, ზამთრისა და ყველა სეზონის საბურავები. თითოეული მათგანი განსხვავებული კლიმატური პირობებისთვისაა შექმნილი. ზაფხულის საბურავები მორგებულია ცხელ, თბილ კლიმატს, განკუთვნილია მაღალი ტემპერატურის, სველ ან ნესტიან გზაზე სასიარულოდ. შედარებით ცივი კლიმატისთვის, როგორებიცაა: თოვლი, ყინული თუ თოვლ-ჭყაპი, ზამთრის საბურავების საჭიროება ჩნდება. ამგვარი საბურავის შერჩევა უპირველესად მნიშვნელოვანია მძღოლისა და მგზავრების  უსაფრთხო გადაადგილებისთვის. გარდა ამისა, სხვა უამრავი უპირატესობაც გააჩნია.

ზამთრის საბურავების უპირატესობები და მახასიათებლები:  

  • უკეთესი მოჭიდება თოვლიან და მოყინულ ზედაპირზე;
  • მოცურების მინიმალური ალბათობა;
  • უკეთესი სამუხრუჭე შესაძლებლობა;
  • სეზონისთვის შესაფერისი ქიმიური შემადგენლობა;

 

რამდენია ზამთრის საბურავების ვადა?

 

ზამთრის საბურავების ვადა 5 წლამდე მერყეობს. ამ პერიოდის შემდეგ, საბურავი კარგავს საჭირო ქიმიურ შემადგენლობას. გარდა ამისა, თუ ზამთრის საბურავს ზაფხულში მაღალი ტემპერატურის პირობებში გამოვიყენებთ, მისი ცვეთა იზრდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სეზონური საბურავების შეძენა. როდესაც ტემტერატურა 7 გრადუსს ჩამოცდება, აუცილებელია ზამთრის საბურავის დაყენება.

 

სად შემიძლია შევიძინო ზამთრის საბურავები ჩემთვის ხელსაყრელი პირობებით?

 

თეგეტა მოტორსი საქართველოში საბურავების ბაზრის ლიდერი კომპანიაა. ჩვენს სერვის ცენტრებსა და ონლაინ მაღაზიაში 60-მდე სხვადასხვა ბრენდის საბურავის შეძენაა შესაძლებელი. მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, მომხმარებელს საბურავების გარანტიით შეძენა შეუძლია. თეგეტას ონლაინ შოურუმში ისეთი ცნობილი ბრენდებია წარმოდგენილი, როგორებიცაა: Bridgestone, Continental, Petlas, Pirelli, Yokohama და სხვა. ბრენდებზე ხშირად ვრცელდება ფასდაკლება, რაც პროდუქტს თითოეული მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით