დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

ზეთები

 

 

საავტომობილო ზეთი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტი, რომელიც საჭიროა ნებისმიერი ავტომობილისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ ავტომობილის გადაადგილებისას, მისი ნაწილები ერთმანეთს დიდი სიხშირითა და სიმძლავრით ეხება. იმისათვის, რომ ეს ხახუნი შემცირდეს, გახდეს უფრო ოპტიმიზირებული და ნაკლებად საზიანო, იყენებენ ზუსტად საავტომობილო ზეთს.

 

ზეთი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე აუცილებელ მოთხოვნას:

  • ძრავის დეტალები დაიცვას კოროზიისგან
  • დაიცვას დეტალები, შექმნას მათ ზედაპირზე დამცავი გარსი, რაც ხელს შეუშლის ავტომობილის ნაწილებს ხახუნისას გაცვეთასა და გადახურებას
  • შეეძლოს ნამწვის ზედაპირიდან ჩამორეცხვა
  • შეინარჩუნოს თავისი თვისებები მაღალი ტემპერატურის პირობებშიც

 

ძრავის ზეთი

ძრავის ზეთის სამი სხვადასხვა ნაირსახეობა არსებობს: მინერალური, ნახევრად სინთეტიკური და სინთეტიკური. სინთეტიკური ზეთის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სხვა სახეობის ზეთის შემდეგ, მხოლოდ ძრავის გამორეცხვის შემთხვევაში.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ავტომობილების წარმოება ახლად დაწყებული იყო, ძრავს გაუფილტრავი ზეთი მიეწოდებოდა, რის გამოც საშუალო გარბენი რამდენიმე კილომეტრს აღწევდა. უდიდესი ცვლილება იყო ის გადაწყვეტილება, რომ ჰაერი, ზეთი და საწვავი გაეფილტრათ.

 

გადაცემათა კოლოფის ზეთი

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გადაცემათა კოლოფში ზეთი დროულად შეიცვალოს, რადგან ამან სამომავლოდ ბევრი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. ზეთის შეცვლიდან მომდევნო შეცვლამდე პერიოდი დამოკიდებულია გადაცემათა კოლოფის სისტემასა და ავტომობილის მართვის სტილზე. ეს შუალედი ავტომატური გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში მიახლოებით 50-დან 80 000 კილომეტრამდე მერყეობს.

 

 


ზეთები, ძრავის ზეთები, გადაცემათა კოლოფის ზეთები

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით