საწვავის ფილტრის შეცვლა
მანქანის საწვავის ფილტრის შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა. საწვავის ფილტრის დროული შეცვლა ძრავის ცილინდრ-დგუშის ჯგუფზე და ინექციის სისტემაზე დამაბინძურებლების უარყოფით ზემოქმედებას თავიდან აგარიდებთ. დაბინძურებული და გაუფილტრავი საწვავი ბიდნავს ინჟექტორებს და ძრავის მთლიან მუშაობას აფერხებს, ამიტომ პროფესიონალი ტექნიკოსების მიერ საწვავის ფილტრის შეცვლა აუცილებელი ხდება. ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, საწვავის ფილტრის შეცვლის მაღალხარისხიან სერვისს, თეგეტა მოტორსი, ქართველ მომხმარებლებს, მრავალი წელია, სთავაზობს.
რატომ არის საჭირო საწვავის ფილტრის შეცვლა?
საწვავის ფილტრი საწვავის ტუმბოსა და თქვენი ავტომობილის საწვავის ინჟექტორებს შორის მდებარეობს. ეს ხელს უწყობს ბენზინში არსებული ნებისმიერი მინარევის გაფილტვრას, რაც საწვავის ტუმბოსგან ძრავს ეგზავნება. საწვავის ფილტრის ფუნქციაა, დამაბინძურებლისთვის ბარიერის შექმნით დაიცვას საწვავის ინჟექტორები, რაც ძრავის გამართულ მუშაობას და თქვენი ავტომობილის შეუფერხებელ ფუნქციონირებას განაპირობებს.
ავტომფლობელებისთვის საწვავის ფილტრის მდგომარეობის შეფასება ვიზუალურად ხშირად რთულდება, ამიტომ უნდა დააკვირდეთ იმ სიმპტომებს, რომლებიც მის დაბინძურებაზე მიუთითებენ. საწვავის ფილტრის შეცვლა მარტივი სამუშაოა პროფესიონალი ტექნიკოსისთვის, რომელიც პრობლემების გამომწვევ მიზეზს ზუსტად ადგენს.
-
უზრუნველყოფს საწვავის ეფექტურ მოხმარებას
დროთა განმავლობაში საწვავის ფილტრი ვეღარ უმკლავდება დამაბინძურებლებს, რომლებიც საწვავის სისტემაში აღწევენ, რაც გავლენას ახდენს საწვავის მოხმარებაზე, მართვის კომფორტზე და ძრავის გამართულ მუშაობაზე. მანქანის საწვავის ფილტრის შეცვლა საწვავის ეკონომიურ მოხმარებას უწყობს ხელს და ძრავის საიმედოობას უზრუნველყოფს.
-
უზრუნველყოფს მანქანის გამართულ ფუნქციონირებას
როდესაც საწვავის ფილტრის ბლოკირება ხდება, საწვავის ნაკადის მიწოდება ძრავში შეზღუდულია, რაც ამცირებს ავტომობილის სიმძლავრეს და ძრავის რეაგირების სიჩქარეს ამაჩქარებლის პედალზე. თუ ავტომობილი არ პასუხობს გაზის პედლის დაჭერას, აჩქარება არასტაბილურია და ეს შეიძლება დაბინძურებული საწვავის ფილტრზე მიუთითებდეს. თუ საწვავის ჭუჭყიანი ფილტრი ძრავში შემავალ საწვავის რაოდენობას შეამცირებს, ძრავი არასტაბილური გახდება და ის შეიძლება გაჩერდეს. თუ ეს ინტენსიურად ხდება თქვენი ავტომობილის საწვავის ფილტრის შეცვლა აუცილებელია.
როდის არის საჭირო საწვავის ფილტრის შეცვლა?
ცილინდრებში შესვლამდე საწვავის გასაწმენდად თითქმის ყველა შიდა წვის ძრავა აღჭურვილია ფილტრით, რომელიც ფორების დიამეტრზე უცხო ნაწილაკებს იჭერს. საწვავის დამაბინძურებლებს მიეკუთვნება ქვიშა, საღებავის და სხვადასხვა ზომის ჟანგის ნაწილები ან შემთხვევითი ნამსხვრევები. ნებისმიერი საწვავი სადისტრიბუციო ქსელში გაგზავნამდე ქარხანაში საფუძვლიანად იფილტრება. დაბინძურების წყარო ყველაზე ხშირად ის ავზები და კონტეინერებია, რომლებიც არაერთხელ იტუმბება. როდესაც კონტეინერი საწვავით ივსება, ნალექი ძირიდან ამოდის და საწვავს აბინძურებს, მათ შორის ბენზინგასამართ სადგურზე ავზის ტრანსპორტირების დროსაც. ამგვარად, დაბინძურებული საწვავი მანქანის ავზში ხვდება.
გამოცდილი მძღოლები საწვავის ფილტრის დაბინძურების პირველივე ნიშნებზე ამახვილებენ ყურადღებას და მომავალი გართულებების აღმოსაფხვრელად საწვავის ფილტრს დროულად, მწარმოებლის მითითებების მიხედვით ცვლიან. დაბინძურებული საწვავის ფილტრის შეცვლა დამოკიდებულია მანქანის წლოვანებაზე, თუმცა აღნიშნული მომსახურების მიღება პროფესიონალი ტექნიკოსების მიერ, ყოველი 8000 კილომეტრის გავლის შემდეგ არის რეკომენდირებული. დაბალი ხარისხის საწვავის გამოყენება საწვავის ფილტრის შეცვლის უფრო ხშირ აუცილებლობას წარმოშობს.
დაჯავშნე სერვისი თეგეტა მოტორსში
მთელი საქართველოს მასშტაბით, თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში, მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ავტოტექმომსახურების მიღება შეუძლიათ. პროფესიონალი ტექნიკოსების გუნდი თქვენი ავტომობილის ფუნქციონირების ხარვეზების ზუსტ მიზეზებს ადგენს და მათ დროულ აღმოფხვრაზე მუშაობს. მანქანის საწვავის ფილტრის შეცვლა ერთ-ერთია იმ მომსახურებებიდან, რომლის დაჯავშნაც, თქვენს საჭიროებებზე მორგებული პირობებით, უკვე ონლაინ შეგიძლიათ.