დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

საგარანტიო პირობები

გარანტია მომსახურებასა და პროდუქციაზე

 

გარანტია ვრცელდება მხოლოდ თეგეტა-მოტორსის სერვის ცენტრში დამონტაჟებულ სათადარიგო ნაწილებზე, გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ჩეკის) წარმოდგენის შემთხვევაში.

 

 

სათადარიგო ნაწილების საგარანტიო პირობები:

 

 

შპს „თეგეტა მოტორსი“ იძლევა გარანტიას განსაზღვრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში და ვალდებულებას იღებს საგარანტიო ვადაში ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე მომხმარებლის მხრიდან, აღმოფხვრას პრობლემა.

 

კომპანია უზრუნველყოფს საგარანტიო პერიოდში დაზიანებული ნაწილის  რემონტს (აღდგენას) ან შეცვლას (შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში), ასევე მათ მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკავშრებულ უფასო მომსახურებას, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში „ სწრაფ ცვეთადი ნაწილები“.

 

 

საგარანტიო პერიოდი იხილეთ განაცხადის ველში „თვე“. გარანტია დეტალებზე ვრცელდება განაცხადზე აღნიშნული თვეების მიხედვით ან შესაბამისი გარბენის შეზღუდვით, რომელიც პირველი შესრულდება, მაგ.

 

 

მსუბუქი ავტომობილების ავტოსათადარიგო ნაწილების შემთხვევაში:

1 თვე ან 2000 კმ,

2 თვე ან 4000 კმ,

3 თვე ან 6000 კმ,

6 თვე ან 10000 კმ,

12 თვე ან 40000 კმ, (აღნიშნული გარანტია ვრცელდება ძრავის ღვედის სარემონტო კომპლექტის სრულად, ყველა გორგოლაჭთან და წყლის ტუმბოსთან შეცვლის შემთხვევაში, წყლის ტუმბოს დაზიანებით გამოწვეული ღვედის დაზიანება საგარანტიოდ  არ ანაზღაურდება)

24 თვე ან 40000 კმ.

 

სატვირთო ავტომობილების ავტოსათადარიგო ნაწილების შემთხვევაში:

1 თვე ან 5000 კმ,

3 თვე ან 10000 კმ,

6 თვე ან 20000 კმ.

 

გარანტია არ ითვალისწინებს დეტალის შეკეთებას ან შეცვლას თუ დარღვეულია ავტომობილის ნორმალური ექსპლუატაციის პირობები, მათ შორის: 

  • ავტომობილის დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობის შემთხვევაში;

  • არასწორი ექსპლუატაციით მიღებულ დაზიანებებზე;

  • ავტომობილის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებებით (მოდიფიკაცია/გადაკეთება, თვითნებული ჩარევა) გამოწვეულ დაზიანებებზე;

  • სტიქიური მოვლენებისა ან/და ავარიის შედეგად მიღებულ დაზიანებებზე;

  • ექსტრემალურ პირობებში ექსპლუატაცით, გადატვირთვით მიღებულ დაზიანებებზე;

  • დაუდევრობით მიღებული დაზიანება;

  • სხვა ავტომობილის ნაწილების/მასალების გამოყენების შემთხვევაში;

  • უხარისხო ან შეუსაბამო საწვავის გამოყენებით;

  • სერვისის რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში;

  • სწრაფცვეთად დეტალებზე;

  • ამორტიზატორი საგარანტიოდ იცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღენიშნება არაჰერმეტულობა (ზეთის მკვეთრი ჩამონადენი და არა დაორთქვლა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღმოჩნდება ქარხნული წუნი დაყენებისთანავე და გამოავლენს დეფექტს  ზეთის ჩამონადენს ან ექსპლუატაციაში დაფიქსირდება ხმა.

 

 

  ქარხნული დეფექტის გამო დაზიანებული ნაწილის/აგრეგატის მთლიანად შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რემონტი შეუძლებელია (აღდგენით, რეგულირებით, ზედაპირის მოხეხვით და ა.შ.) ან/და სათადარიგო ნაწილების შეცვლით.

 

 

 

გარანტია რიგ დეტალებზე გაიცემა მხოლოდ მასთან ერთად თანმდევი კომპონენტების შეცვლის შემთხვევაში:

 

  • ჰაერის სენსორი - იცვლება ჰაერის ფილტრი;

  • ანთების კოჭა - იცვლება ანთების სანთელი;

  • ამორტიზატორი - იცვლება ერთ ხიდზე წყვილად, ამორტიზატორის შემზღუდველი (კაკუნის შემთხვევაში პირველ რიგში ამორტიზატორის საყრდენი);

  • ტურბოკომპრესორი - იცვლება ჰაერის ფილტრი, ძრავის ზეთი, ჰაერმშრობის ფილტრი (არსებობის შემთხვევაში), გამოსარეცხია ინტერქულერი;

  • საჭის ჰიდროგამაძლიერებელი ტუმბო - იცვლება ჰიდრავლიკური ზეთის რეზერვუარი (არ ირეცხება);

  • გადაბმულობის კომპლექტი - იცვლება გადაბმულობის დისკი, გადაბმულობის ქურო და გადაბმულობის საკისარი (საჭიროების შემთხვევაში მქნევარა);

  • კონდენციონერის კომპრესორი - იცვლება შემამჭიდროებელი რგოლები, ფილტრი (ჰაერმშრობი), ჰაერმშრობის რესივერი;   

  • წყლის ტუმბო - იცვლება გაგრილების სითხე (ანტიფრიზი);

  • მორგვი და მორგვის საკისარი - მორგვის ჩობლები (არსებობის შემთხვევაში), ყუმბარა (იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული აქვს ჩობალზე მუშაობის არე), შემამჭიდროვებელი (არსებობის შემთხვევაში);

  • საწვავის ტუმბო - იცვლება საწვავის ფილტრი, (საჭიროების შემთხვევაში ირეცხება საწვავის ავზი);

  • მუხრუჭის მთავარი ავზი - იცვლება სამუხრუჭე სითხე;

  • ჰაერის კომპრესორი (სატვირთოების შემთხვევაში) - იცვლება ჰაერის ფილტრი, ჰაერმშრობის ფილტრი, ძრავის ზეთი.

 

 

 

 

ძრავის კაპიტალური რემონტის საგარანტიო პირობები

 

 

 

მსუბუქი ავტომობილების ძრავის კაპიტალური რემონტის შემდგომი საგარანტიო პირობები:

 

  • 1. საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 12 თვის ვადით ან 20000 კმ, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

  • 2. საგარანტიო პირობა ვრცელდება მხოლოდ იმ სათადარიგო ნაწილზე და შესრულებულ სამუშაოზე რომელიც იყო შეძენილი შ.პ.ს. თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში.

  • 3. ძრავის რემონტის შემდგომი პირველი ზეთის შეცვლა უნდა განხორციელდეს 1500-2000 კმ გარბენის ფარგლებში.

  • 4. ძრავში ზეთი შეცვლის ინტერვალი უნდა იყოს დაცული და არ უნდა აღემატებოდეს 8000-10000კმ სინთეთიკური კლასის ზეთებისათვის.

  • 5. ყოველი ზეთის შეცვლის დროს უნდა მოხდეს საწვავის ფილტრის შეცვლა ( საჭიროების შემთხვევაში ჰაერის ფილტრიც);

  • 6. ძრავის ზეთისა და ფილტრის  შეცვლა უნდა მოხდეს შ.პ.ს. თეგეტა მოტორსის  სერვის ცენტრში(ნებისმიერ ფილიალში) აღნიშნული კომპანიის მიერ რეკომენდირებული ზეთით და ფილტრებით.

7. გარანტია არ გავრცელდება და შეწყდება:

 

                 7.1 თუ რემონტის მსვლელობაში არ იყო გათვალისწინებული შ.პ.ს. თეგეტა მოტორსის სერვისის რეკომენდაციები და ისინი დაფიქსირდა განაცხადზე შესაბამისად მიღება ჩაბარების აქტზეც.

7.2 ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

  1.         7.3  თუ ძრავზე ნებისმიერი სახის რემონტი შესრულდება სხვა სერვისში.

                 7.4 სითხეების დონეების დაკლების შემთხვევაში(ანტიფრიზი, ძრავის ზეთი), მისგან          გამოწვეულ დაზიანებებზე. იგულისხმება მწარმოებლის მიერ დადგენილი ნორმების თანახმად სითხეების დასაშვებ ნორმაზე მეტად კლება.

7.5 ძრავის სამუშაო ტემპერატურის დარღვევის შემთხვევაში.

7.7 ჩაძირვით ან სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.

7.8 მექანიკურად მიყენებულ დაზიანებაზე, როგორიცაა ავტო საგზაო შემთხვევა და ა.შ.

 

სატვირთო ავტომობილების ძრავის კაპიტალური რემონტის შემდგომი საგარანტიო პირობები:

 

  1. საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 6 თვის ვადით ან 20000კმ (თვითმცლელის შემთხვევაში) 40000კმ (უნაგირა ტენტიანი საწევარას შემთხვევაში), რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

  2. საგარანტიო პირობა ვრცელდება ყველა იმ სათადარიგო ნაწილზე და შესრულებულ სამუშაოზე, რომელიც იყო შეძენილი მხოლოდ შ.პ.ს. თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში.

  3. ძრავის რემონტის შემდგომ,  პირველი ზეთის შეცვლა უნდა განხორციელდეს 1500-2000 კმ გარბენის ფარგლებში.

  4. ძრავის ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლა უნდა მოხდეს შპს „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრში, აღნიშნული კომპანიის მიერ რეკომენდირებული  ზეთითა და ფილტრებით, ასევე დაცული უნდა იქნას კომპანიის მიერ გაცემული რეკომენდაციები ზეთის შეცვლის ინტერვალთან დაკავშირებით.

  5. ყოველი ზეთის შეცვლის დროს უნდა გაკეთდეს კომპიუტერული დიაგნოსტიკა და საწვავის ფილტრის შეცვლა, საჭიროების შემთხვევაში ჰაერის ფილტრის შეცვლაც;

  6. გარანტია არ გავრცელდება ან/და შეწყდება : 

    1. მფლობელის მიერ მოტანილ ახალ სათადარიგო ნაწილებზე ან მეორადი სათადარიგო ნაწილებზე და მის რესურსზე ან მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე;

    2. თუ რემონტის მსვლელობაში არ იყო გათვალისწინებული შ.პ.ს. თეგეტა მოტორსის სერვისის რეკომენდაციები და ისინი დაფიქსირდა განაცხადზე შესაბამისად მიღება ჩაბარების აქტზეც;

    3. ძრავზე ნებისმიერი სახის რემონტი შესრულდება სხვა სერვისში;

    4. სითხეების დონეების დაკლების შემთხვევაში და მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე;

    5. ძრავის სამუშაო ტემპერატურის დარღვევის შემთხვევაში;

    6. გარე მექანიკური დაზიანების შემთხვევაში;

    7. ავარიით ან/და სტიქიური მოვლენებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში;

 

 

სპეც-ტექნიკის ძრავის საგარანტიო პირობები

 

  1. საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 6 თვის ვადით ან 1500 მოტო/საათი, რომელიც ადრე შესრულდება.

  2. საგარანტიო პირობა ვრცელდება ყველა იმ კომპონენტზე და შესრულებულ სამუშაოზე რომელიც იყო შეძენილი შ.პ.ს. თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში.

  3. ძრავის გაშვების შემდგომი პირველი ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლა უნდა განხორციელდეს 50 მოტო/საათის შემდეგ.

  4. ძრავში ზეთი შეცვლის ინტერვალი უნდა იყოს შეცვლიდან შეცვლამდე  250 მოტო/საათი  (მაქსიმუმ 3 თვე).

  5. ყოველი ზეთის შეცვლის დროს უნდა მოხდეს საწვავის ფილტრის და ჰაერის ფილტრის შეცვლა.

  6. ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა უნდა მოხდეს თეგეტა მოტორსის ხელოსნების მიერ, თეგეტა მოტორსის მოწოდებული ზეთით და ფილტრებით (საგარანტიო პერიოდის განმავლობაში).

 

  1. გარანტია არ გავრცელდება და შეწყდება:

7.1 თუ მონტაჟის მსვლელობაში არ იყო გათვალისწინებული შ.პ.ს. თეგეტა მოტორსის სერვისის რეკომენდაციები და ისინი დაფიქსირდა განაცხადზე შესაბამისად მიღება ჩაბარების აქტზეც.

    1. ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

    2. თუ სახეზეა რემონტის მცდელობა შპს „თეგეტა მოტორსი“-ის სერვისთან შეუთანხმებლად.

    3. სითხეების დონეების დაკლების შემთხვევაში (ანტიფრიზი, ძრავის ზეთი) და მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე.

    4. ძრავის სამუშაო ტემპერატურის დარღვევის შემთხვევაში.

    5. მექანიკური დაზიანების შემთხვევაში.

    6. ძრავის დაცვის სისტემის გაუმართავი მუშაობით.

    7. ჩაძირვით ან სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.

    8. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ძრავის შემადგენელი სისტემის რომელიმე ნაწილით.

    9. მწარმოებლის მიერ მოთხოვნილი სტანდარტის (EN590) მარკის საწვავის გარდა, სხვა საწვავის გამოყენების შემთხვევაში, ასევე საწვავ სისტემაში უცხო ნაწილაკების (ლითონის, წყლის და სხვა) მოხვედრისას.

 

 

სწრაფად ცვეთადი ნაწილები

   სწრაფად ცვეთად  ნაწილებს მიეკუთვნება ჩამოთვლილი ელემენტები:

  • ზეთის, ჰაერის და საწვავის ფილტრები;

  • ელექტრო მცველები და ნათურები;

  • გადაბმულობის ფრიქციონული სადებები;

  • საქარე მინის საწმენდის რეზინის ჯაგრისები;

  • სამუშაო სითხეები და საპოხები;

  • ძრავის გაგრილების სითხე

 

 

საგარანტიო პერიოდში დეტალის შეცვლის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი რჩება უცვლელი და ანგარიშდება საწყისი სარეალიზაციო დოკუმენტის მიხედვით.

 

საბურავების საგარანტიო პირობები

 

საბურავებზე ვრცელდება გარანტია, რომელიც გულისხმობს ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში ახლით შეცვლას ნარჩენი ღირებულების გათვალისწინებით.

კონკრეტული დაზიანებები განიხილება ინდივიდუალურად.

 

საცხებ-საპოხი მასალების საგარანტიო პირობები

 

საცხებ-საპოხ მასალებზე ვრცელდება გარანტია, მის ხარისხსა და კონკრეტულ ავტომობილში მწარმოებლის მიერ დადგენილი დაშვების ზეთის შერჩევაზე. ზეთის, ჰაერისა და საწვავის ფილტრებზე გარანტია არ ვრცელდება. ყველა შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად.

 

დანადგარების საგარანტიო პირობები

 

საგარანტიო მომსახურების  პირობები:

  • საგარანტიო პირობებით სარგებლობისთვის, დანადგარს თან უნდა ახლდეს საგარანტიო ბარათი;

  • მწარმოებლის მიერ დადგენილი ექსპლუატაციის, მომსახურებისა  და მონტაჟის ინსტრუქციების დაცვა;

  • მონტაჟის მაქსიმალური დასაშვები ვადა:

              თბილისი – შეძენიდან 5 დღე, აღმოსავლეთ საქართველო – შეძენიდან 1 კვირა, დასავლეთ საქართველო– შეძენიდან 2 კვირა;

  • საგარანტიო რემონტის შესრულების მაქსიმალური ვადები :

             თბილისი – გამოძახებიდან 3 სამუშაო დღე,  აღმოსავლეთ საქართველო –  გამოძახებიდან 1 კვირა, დასავლეთ საქართველო – გამოძახებიდან 2 კვირა. ნაწილების შეკვეთის შემთხვევაში დაემატება 21 კალენდარული დღე.

 

 

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !

 

გარანტია არ ვრცელდება:

 

  • თუ მომხმარებელმა არ დაიცვა ექსპლუატაციის, მომსახურების  და მონტაჟის ინსტრუქციები;

  • თუ შეიმჩნევა საქონლის მექანიკური დაზიანება;

  • თუ მომხმარებელმა თავისი ინიციატივით გაარემონტა, შეცვალა საქონლის შიდა კონფიგურაცია ან ელექტროსქემა;

  • საქონლის გაუფრთხილებელი მოხმარებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში;

  • სტიქიური უბედურებით გამოწვეული დეფექტის შემთხვევაში.

  • ელექტროძრავაზე და კვების ბლოკზე;

  • ცვეთის შედეგად მიღებულ დაზიანებებზე;

  • ელექტრომოწყობილობაზე, რომლის მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება გამოიწვიოს ძაბვის ცვლილებამ;

  • სწრაფცვეთად დეტალებზე ( მილისები, სამარჯვები და ა.შ.).

(გამონაკლისს წარმოადგენს აღნიშნული დეტალების თავდაპირველი  ქარხნული დეფექტი, რომელიც გამოვლინდება უშუალოდ დანადგარის პირველი გამოყენებისას).

საგარანტიო რემონტის შედეგად შეცვლილი ნაწილები წარმოადგენს „თეგეტა მოტორსის“ საკუთრებას.

 

 

დიზელის სერვის ცენტრში საწვავის სისტემის რემონტის შემდგომი საგარანტიო პირობები:

 

  1. საგარანტიო პირობა ვრცელდება ყველა იმ სათადარიგო ნაწილზე და შესრულებულ სამუშაოზე, რომელიც  შეძენილი იყო შპს „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრში (გარდა იმ სათადარიგო ნაწილებისა და შესრულებული სამუშაოებისა რომელიც არ ითვლება დასრულებულად, მაგალითად როდესაც არ მონტაჟდება მფრქვევანა ან საწვავის ტუმბო ავტომობილზე თეგეტა მოტორსის მექანიკოსის მიერ).

  2. საწვავი სისტემის სათადარიგო ნაწილებზე და აგრეგატებზე რომელიც იყო აღდგენილი თეგეტა მოტორსის სერვისში, მაგრამ არ იყო დამონტაჟებული ავტომობილზე თეგეტა მოტორსის მექანიკოსის მიერ, ეძლევა საგარანტიო პერიოდი პირობითად ერთი თვის ან 250ძრ.სთ ან 5000კმ და განიხილება ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად რაც არ ნიშნავს იმას რომ ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდება რეკლამაცია.

  1. პრემიუმ კლასის სათადარიგო ნაწილებით (BOSCH, DENSO, DELPHI, VDO SIEMENS)  სრული რემონტის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 6 თვის ვადით ან 20 000 კმ ან 500ძრ.სთ (სპეც ტექნიკის შემთხვევაში) , რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

ალტერნატიული მწარმოებლების მიერ მოწოდებული სათადარიგო ნაწილებით შესრულებულ სამუშაოზე და არასრულ რემონტის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ერთი თვის ვადით, 5 000 კმ ან 250ძრ.სთ (სპეც ტექნიკისთვის, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

  1. საწვავის სისტემის რემონტის შემდგომი საწვავის ფილტრის შეცვლა და ძრავის სერვისი უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 250ძრ.სთ,5000 კმ-ის გავლის ან 6თვის შემდეგ (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

  2. საწვავის ფილტრის(ების) შეცვლა უნდა მოხდეს თეგეტა მოტორსის სერვისში თეგეტა მოტორსში შეძენილი ფილტრებით.

  3. საგარანტიო პერიოდში გარემონტებულ აგრეგატზე ან ავტომობილზე პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში ავტომობილი ან აგრეგატი უნდა მოტანილ იქნას თეგეტა მოტორსის დიზელის სერვისცენტრში ტექნიკის ან აგრეგატის მფლობელის მიერ. თეგეტა მოტორსი არ ანაზღაურებს მფლობელის მიერ გაწეულ ტრანსპორტირების დანახარჯებს . თუ ტექნიკის ტრანსპორტირება ვერ ხერხდება მფლობელის მიერ და თეგეტა მოტორსის სარემონტო ბრიგადამ უნდა გაარემონტოს აგრეგატი ადგილზე მისვლით, მაშინ აღნიშნულ მივლინებას ანაზღაურებს ტექნიკის ან აგრეგატის მფლობელი.

  4. გარანტია არ გავრცელდება და შეწყდება:

    1. თუ რემონტის მსვლელობაში არ იყო გათვალისწინებული შ.პ.ს. თეგეტა მოტორსის სერვისის

რეკომენდაციები (მაგ: არ გაირეცხა საწვავის ავზი, არ შეიცვალა საწვავის ფილტრი, ძრავს აღენიშნებოდა სხვა დაზიანება, რამაც შეიძლება დააზიანოს საწვავი სისტემა) და ისინი დაფიქსირდა განაცხადზე შესაბამისად მიღება ჩაბარების აქტზეც.

    1. ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

    2. ძრავზე ნებისმიერი სახის რემონტი შესრულდება სხვა სერვისში.

    3. სითხეების დონეების დაკლების შემთხვევაში და მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე.

    4. ძრავის სამუშაო ტემპერატურის დარღვევის შემთხვევაში.

    5. გარე მექანიკური დაზიანების შემთხვევაში.

    6. საწვავის ავზში დაფიქსირებული ჭუჭყის, წყლის ან სხვა მინარევის დაფიქსირების შემთხვევაში გარდა მწარმოებლის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი საწვავისა (EN590).

    7. ჩაძირვით ან სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.

    8. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ძრავის შემადგენელი სისტემის რომელიმე ნაწილით.

გვიპოვნეთ რუკაზე