დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მანქანის სავალი ნაწილის შემოწმება

ნებისმიერი ავტომობილი ყველაზე მეტ ზეგავლენას არათანაბარ ზედაპირებზე, ტალახიან გზებზე და მკაცრ კლიმატურ პირობებში მოძრაობისას განიცდის, ამიტომ მანქანის სავალი ნაწილის შემოწმება აუცილებელ მომსახურებებს შორის ერთ-ერთი პირველია. ავტომფლობელების დიდი ნაწილი შასის რეგულარულ და დროულ  მოვლას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს, ამიტომ ხშირად ისეთ პრობლემებს აწყდებიან როგორიცაა: გაზრდილი ვიბრაცია სალონში, კაკუნი სუსპენზიაზე, მართვის გართულება და სხვა. ამ და სხვა პრობლემების არსებობა პროფესიონალი ტექნიკოსის მომსახურების მიღების აუცილებლობას წარმოშობს. საავტომობილო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, მანქანის სავალი ნაწილის დიაგნოსტიკა, თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში, სწრაფად და ხარისხიანად შეგიძლიათ.

 

რას მოიცავს სავალი ნაწილის შემოწმება?

ავტომობილის დიაგნოსტიკა სავალი ნაწილების მდგომარეობის შეფასება და გაცვეთილი ელემენტების შეცვლის აუცილებლობის დადგენაა. ამ პროცესით თქვენ არა მხოლოდ ზოგავთ მომავალ სარემონტო ხარჯებს, არამედ იღებთ გარანტიას, რომ თქვენი ავტომობილი მწყობრიდან გამოსული სავალი ნაწილების გამო საფრთხისშემცველ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება. მანქანის სავალი ნაწილის შემოწმება რამოდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად პროფესიონალი ტექნიკოსი მანქანის ზოგად მდგომარეობას აფასებს:

  • პირველ რიგში, მანქანა დგება სპეციალურ ადგილას, სადაც მოწმდება შასის (მანქანის ჩარჩოს) ზოგადი მდგომარეობა; 

შასი მანქანის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია და მისი ელემენტები უშუალოდ გზასთან კონტაქტზე არიან პასუხისმგებელნი, ამიტომ სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა და პრობლემების დროული აღმოფხვრა ავტომობილის უსაფრთხო მუშაობას განაპირობებს.

  • ხდება ელემენტების ვიზუალური დათვალიერება;

პროფესიონალი მექანიკოსი სავალ ნაწილებს, პირველ რიგში, ვიზუალურად ათვალიერებს და შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას რომელიმე ელემენტის ავტომატიზებული კვლევის შესხებ.

  • განისაზღვრება, თუ როგორ მდგომარეობაშია მანქანის ცალკეული ელემენტები; 

სავალი ნაწილის ზოგიერთი ელემენტი რამდენიმე ეტაპად უნდა შემოწმდეს, ვინაიდან „თვალით“ პრობლემის დადგენა, ხშირად, შეუძლებელია.

  • ბოლოს ტარდება ცალკეული ნაწილების დეტალური გამოკვლევა;

ელემენტების ვიზუალური დათვალიერების შემდგომ განისაზღვრება მათი მდგომარეობა და დგება დეტალური დიაგნოზი.

 

საბურავების შემოწმება

საბურავების ყველა მახასიათებლის დროული მონიტორინგით, შესაძლებელია მანქანის შასის სერიოზული გაუმართაობები დროულად გამოვლინდეს, რის აღმოსაფხვრელადაც პროფესონალი სპეციალისტების ჩართულობა აუცილებელია. საბურავების თვითშემოწმება დაახლოებით ოთხ კვირაში ერთხელ არის რეკომენდირებული. საბურავების მდგომარეობის კონტროლი აუცილებელია როგორც ხანგრძლივი მოგზაურობისთვის მზადებისას, ასევე მისი დასრულების შემდგომ. 

საბურავების შემოწმებისას ყურადღება მიაქციეთ მკაფიოდ განსაზღვრულ ზოლებს, რომელიც უფრო მყარი რეზინისგან მზადდება. მათი ვიზუალი მეტყველებს იმაზე, რომ საბურავმა ცვეთის გარკვეულ ზღვარს მიაღწია. ჩვეულებრივ მწარმოებელი აღნიშნავს შესაბამის დეკოდირებას პროდუქტის კედელზე, რის მიხედვითაც წყვეტთ როდის არის აუცილებელი საბურავების შემოწმება და შეცვლა. ევროპული სტანდარტებით, მთელ ბორბალზე, სარბენი სიღრმე  1.6 მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. საბურავების არათანაბარი ცვეთა მანქანის სხვა ნაწილების გაუმართაობაზე შეიძლება მიანიშნებდეს. მნიშვნელოვანია ამორტიზატორების მდგომარეობის შემოწმებაც. ზოგიერთი მწარმოებელი თავისი პროდუქტისთვის სპეციფიკურ პარამეტრებს ადგენს, ამიტომ, რეკომენდირებულია, რომ სავალი ნაწილების შემოწმება  კომპეტენტურ სპეციალისტსს ანდოთ.

ხუნდების შემოწმება

სავალი ნაწილების დათვალიერება ავტომობილის გამართულ მუშაობას და  ნებისმიერი ხარვეზის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ხუნდების შემოწმება მანქანის სავალი ნაწილების დიაგნოსტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. როდესაც მუხრუჭის სატერფულს ფეხს აჭერთ, სამუხრუჭე სითხე მუშა ცილინდრზე წნევით ზეწოლას ახდენს, რომელიც თავის მხრივ აწვება სამუხრუჭე დისკს ორივე მხრიდან. წარმოქმნილი ხახუნი ავტომობილის მოძრაობას აფერხებს და საბოლოოდ მის გაჩერებას განაპირობებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამუხრუჭე ხუნდები ცვდება და აუცილებელია მისი დროული შეცვლა, რადგან გაცვეთილი ხუნდებით ავტომობილის მართვა ძალიან სახიფათოა. იმისთვის, რომ ხუნდების შემოწმების აუცილებლობაში დარწმუნდეთ დააკვირდით რამოდენიმე ნიშანს:

  • თუ ხუნდები არათანაბრადაა გაცვეთილი დამუხრუჭების დროს ავტომობილი შეიძლება გეზიდან გადავიდეს;

  • ავტომობილი გამოსცემს წრიპინის და ხრიალის მსგავს ხმას;

  • გაჩერების სიმძლავრე მცირდება;

მნიშვნელოვანი სამუხრუჭე დისკების შემოწმებაც, რადგან დასაშვებ ნორმაზე ნაკლები სისქის დისკებით გადაადგილება სახიფათოა.

დაკიდების სისტემის შემოწმება

შასის მდგომარეობის დასადგენად დაკიდების დიაგნოსტიკა პერიოდულად უნდა განხორციელდეს. როდესაც ავტომობილი გზის უსწორმასწორო ზედაპირს გადალახავს, ელასტიური ლითონის ნაწილები (მაგ.ზამბარები) და არალითონური კომპონენტები (პნევმატური, ჰიდროპნევმატური რეზინი) იღებენ დატვირთვას და ანაწილებენ ავტომობილის მთელ კორპუსზე.  სავალი ნაწილების პნევმატური და ჰიდრავლიკური კომპონენტები ელასტიური ნაწილებიდან გადაცემულ ვიბრაციას აქრობს. სავალი ნაწილების მუშაობის პრინციპი ემყარება დარტყმის ენერგიის გადაქცევას ელასტიური ნაწილების მოძრაობაში, მაშინ როცა ბორბალი გზის სხვადასხვა დაზიანებებს ხვდება. გამართული სისტემა არბილებს დარტყმის ძალას, რომელიც მანქანის ძარაზე მოქმედებს. ასე ნარჩუნდება ავტომობილის ეფექტური და შეუფერხებელი მუშაობა.

ავტომობილის სავალი ნაწილის შემოწმება გამოცდილი მექანიკოსის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განხორციელდეს. დაკიდების სისტემის შემოწმება მოიცავს: 

  • მორგვის შეცვლა;

  • ამორტიზატორის შემოწმება;

  • ზამბარის შემოწმება;

  • საბურავის ხუნდის ბუდის შემოწმება;

  • ამორტიზატორის საყრდენის შემოწმება;

 

გადაცემათა კოლოფის შემოწმება

სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა მექანიკური ავტომობილებისთვის ახალი თაობის სტენდების და ტესტერების გამოყენებით ავტომატურად ხორციელდება. მექანიკოსი მინიმალურად მონაწილეობს სავალი ნაწილების შემოწმების პროცესში, რადგან ტექნიკა თავად აფიქსირებს შასის ელემენტების მდგომარეობას, ადგენს უმცირესს ხარვეზებსაც კი. ავტომატურ დიაგნოსტირებაში გარკვეული ავტომატური ტესტერები გამოიყენება, თუმცა სავალი ნაწილების დათვალიერება პროფესიონალი ტექნიკოსის მიერ ხდება და გამოცდილი მექანიკოსი დიაგნოსტირების პროცესში აუცილებლად ჩართულია.


 

როგორ მივხვდეთ შესამოწმებელია თუ არა სავალი ნაწილები?

ექსპერტების რეკომენდაციით სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა წელიწადში 2-ჯერ არის რეკომენდირებული, თუმცა მომსახურების მიღების აუცილებლობა ხშირად მძღოლზეა დამოკიდებული. სავალი ნაწილის შემოწმება აუცილებლად უნდა ანდოთ პროფესიონალ ტექნიკოსებს, რათა არასწორი დიაგნოსტირება აიცილოთ თავიდან. სავალი ნაწილების დათვალიერება აუცილებელია, როცა შეინიშნება რამდენიმე სიმპტომი:  

  • საჭის ვიბრაცია ცუდ გზებზე მართვისას;

  • დამუხრუჭებისას მანქანის წინა ნაწილი წინ იხრება;

  • ავტომობილი ირწევა მართვის დროს;

  • მომატებული ხმაური სავალი ნაწილებიდან;

  • საბურავების სწრაფი და არათანაბარი ცვეთა;

 

ეწვიეთ თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებს

სავალი ელემენტები მრავალ ისეთ ნაწილს მოიცავს, რომლის საფუძვლიანი შემოწმება პროფესიონალური ცოდნისა და აუცილებელი ინსტრუმენტების გარეშე შეუძლებელია. მომსახურების პროცესში სპეციალური მოწყობილობები გამოიყენება, როგორიცაა ვიბრაციის სადგამები, უკუქცევის დეტექტორები და სხვა. საქართველოს მასშტაბით, თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მექანიკოსები, სავალი ნაწილების ზუსტ დიაგნოსტირებასთან ერთად,  ავტომობილის ნაწილების დროული რემონტისთვის ზუსტ რეკომენდაციებს და შესაბამის მომსახურებას გთავაზობენ. მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, მრავალი მოთხოვნადი ავტოტექმომსახურების დაჯავშნა,  მათ შორის ისეთი სერვისის, როგორიცაა სავალი ნაწილების შემოწმება, უკვე ონლაინ შესაძლებელია.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით