დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

Yokohama-ს საბურავები

ხარისხიანი საბურავების შერჩევა ნებისმიერი ავტომობილით კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობის გარანტია. ამიერკავკასიის ბაზრის ლიდერი კომპანია, თეგეტა მოტორსი, მომხმარებლებს საბურავების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რომელშიც მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლის, Yokohama-ს, მოდელები წამყვან ადგილს იკავებს. თეგეტა მოტორსის ფილიალებში Yokohama-ს საბურავებზე უსასრულო გარანტია მოქმედებს. უსასრულო გარანტიის მიხედვით საგარანტიო პირობები პროდუქტის პროტექტორის ცვეთის შესაბამისად დაანგარიშდება.

 

Yokohama-ს საბურავების უპირატესობები

 

Yokohama-ს საბურავები იაპონიაში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებითა და გამოცდილი სპეციალისტების ჩართულობით იწარმოება. კომპანიის მენეჯმენტმა ფილიალების გლობალური კვლევითი ქსელი შექმნა, რომელიც წარმოების წამყვანი მეთოდების დანერგვას და სხვადასხვა პირობებში ახალი მოდელების გამოცდას ისახავს მიზნად. ასეთი მიდგომების გამოყენების გამო, Yokohama-ს საბურავები არაერთი უპირატესობით ხასიათდება:

  • მომსახურების ხანგრძლივი ვადა;
  • უსაფრთხო მართვა ამინდისა და გზის ზედაპირის ხარისხის მიუხედავად;
  • ბრენდის მოდელების ფართო ასორტიმენტი, როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი ავტომობილებისთვის;
  • უნაკლო მამოძრავებელი თვისებები;

Yokohama-ს საბურავების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სპეციალურად შექმნილი მდგრადი რეზინი, რომელიც სხვადასხვა გზის ზედაპირზე შესანიშნავ მოჭიდებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, იგი მდგრადია მექანიკური დაზიანების მიმართ, რაც ხელს უწყობს საბურავების გამოყენების გახანგრძლივებას, აფერხებს სავალი ელემენტების დეფორმაციას და მათ არათანაბარ ცვეთას.

Yokohama-ს უნიკალური მოდელები ავტომობილის ზუსტ და კომფორტულ მანევრირებას განაპირობებენ. ზაფხულის საბურავებს ახასიათებს საწვავის ეკონომიურობა და აკუსტიკური კომფორტი. ბრენდის უპირატესობა ზამთრის საბურავების პოპულარობითაც დასტურდება, რადგან წარმოდგენილი მოდელები სველ, მოყინულ გზებზე მოძრაობისას შეუცვლელია.

 

Yokohama-ს ისტორია

 

Yokohama Rubber Company 1917 წელს ტოკიოში Yokohama Cable Manufacturing-ისა და B.F. Goodrich-ის ერთობლივ საწარმოში დაარსდა. 1969 წელს კომპანია შეერთებულ შტატებში Yokohama Tire Corporation-ის სახელით გაფართოვდა. იაპონური საბურავების მწარმოებელთა შორის პირველად ISO9001 სერტიფიკატი სწორედ ამ ბრენდს მიენიჭა, რითაც დიზაინის უნიკალურობა, ასევე წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სერვისების უმაღლესი ხარისხი დადასტურდა. 2015 წლიდან 2020 წლამდე კომპანია პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ ჩელსის მთავარი სპონსორი იყო. Yokohama-ს უახლესი თაობის ბუნებრივი ზეთებისა და ინოვაციური პოლიმერების შემცველი რეზინისგან დამზადებული საბურავების შეძენა თეგეტა მოტორსის ფილიალებში უკვე შესაძლებელია.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით