დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

კომპანიის შესახებ

დროა აირჩიო ხარისხი

კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

თეგეტა მოტორსი წარმოადგენს ქართულ ჰოლდინგურ კომპანიას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1995 წელს „შპს ავტოექსპორტის“ სახელით დარეგისტრირებული სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე პატარა მაღაზია დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდი და ძლიერი ორგანიზაციაა საქართველოში, 9 შვილობილი კომპანიითა და 2 000-მდე დასაქმებული ადამიანით. 

 

თეგეტა მოტორსის ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 24 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. საქართველოს გარდა, კომპანია წარმატებით არის წარმოდგენილი ამიერკავკასიის ბაზარზეც. თეგეტა მოტორსი არის კომპანია, რომელიც მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული.

  • 24 წლიანი გამოცდილება უსაფრთხო მომავლისთვის
  • 26 ფილიალი საქართველოს მასშტაბით
  • 270 000-ზე მეტი რეგისტრირებული საცალო მომხმარებელი
  • 34 000–მდე კორპორატიული კლიენტი
  • 2 000-ზე მეტი საბითუმო ობიექტი
  • 2 000-მდე დასაქმებული ადამიანი
  • 300–ზე მეტი პარტნიორი მსოფლიო ბრენდი
  • 9 შვილობილი კომპნია
  • ავტომობილების დღიური გამტარიანობა სერვისში 1 500-მდე

თეგეტა მოტორსი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის მომსახურება მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით. 

 

კომპანია ემსახურება 34 000–მდე კორპორატიულ კლიენტს და 2 000-ზე მეტ საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 26 ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით: თბილისში, ბათუმში, რუხში (ზუგდიდი), ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავში, მარნეულსა და ახალქალაქში. 

 

თეგეტა მოტორსი 300-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის პარტნიორია. კომპანია GROUPAUTO INTERNATIONAL-ის ოფიციალური წევრია. საქართველოში წარმოადგენს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Continental, Pirelli, Falken, Kumho, Riken, Westlake, Hankook, Varta, Exide, FIAMM, Optima, Shell, Motul, Mobil, Meguin,Champion, Fuchs, Filtron, Hengst, MAN Filter, Sonax, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, BPW, Thermo King, Febi, Federal Mogul, NGK, Denso, Schaeffler, Continental AG, ATE, Hunter, Hofmann, Top Tul, Severstal-Metiz, Rema Tip Top და სხვა. 

 

კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით. თეგეტა მოტორსი მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანიც - „დროა აირჩიო ხარისხი“. თეგეტა მოტორსი მრავალი სასახელო ჯილდოს მფლობელია, მან უკვე რამდენჯერმე მოიპოვა „ოქროს ბრენდის" სტატუსი და არაერთხელ მიიღო „წლის კომპანიის" აღიარება „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე. უმაღლესი დონის სერვისმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის-ცენტრებმა განაპირობა ის, რომ თეგეტა მოტორსი, პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 9001:2015 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა. ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციისა და მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, თეგეტა მოტორსმა საქართველოში პირველმა დანერგა ბიზნესის მართვისა და ბიზნეს-პროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებული თანამედროვე პროგრამა SAP.

 

მომსახურების მაღალი სტანდარტებთან ერთად, თეგეტა მოტორსი გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონითაც, რაზეც მეტყველებს კომპანიის წამოწყებული უამრავი მნიშვნელოვანი სოციალური კამპანია, თუ პროექტი. გარდა მომხმარებელზე ზრუნვისა, კომპანია აქტიურად ზრუნავს თავის დასაქმებულებსა და პოტენციურ თანამშრომლებზეც. უკვე არსებული კადრების გადამზადებისა და პროფესიული უნარების ამაღლების, ასევე, მომავალი კადრების მომზადებისა და დასაქმების მიზნით, შეიქმნა თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია - თეგეტა აკადემია. 

 

თეგეტა აკადემიის გარდა, თეგეტა მოტორსის ჰოლდინგში ერთიანდება შემდეგი შვილობილი კომპანიები: შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს (პორშესა და მაზდას ოფიციალური დილერი), ტოიოტა ცენტრი თეგეტა (TOYOTA-ს ოფიციალური დილერი საქართველოში), Volvo Cars Tegeta (Volvos ოფიციალური დილერი საქართველოში), Tegeta Truck & Bus (MAN Truck & Bus AG-ის, ოფიციალური წარმომადგენელი), Tegeta Construction Equipment (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი), Tegeta Car Rent, Tegeta Rentals, Tegeta Travel.

მნიშვნელოვანი მოვლენები

მისია და ღირებულებები

ჩვენი მისია

ჩვენი მოღვაწეობა ეფუძნება კლიენტებთან, პარტნიორებთან და პერსონალთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს. ჩვენი მისიაა პროფესიონალიზმით, თავდადებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შევქმნათ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და ავტოსერვისის ახალი კულტურა საქართველოში.



კორპორატიული ღირებულებები

ჩვენ ვართ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანია და ვმართავთ ბიზნესს კეთილსინდისიერად და ეფექტურად. ჩვენი მიზანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ უნიკალური „ნოუ-ჰაუ", რომელიც შევქმენით მრავალწლიანი წარმატებული განვითარების შედეგად.

შვილობილი კომპანიები

ტოიოტა ცენტრი თეგეტა

2013 წელს საქართველოში ტოიოტას ახალი სერვისცენტრი, თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია – ტოიოტა ცენტრი თეგეტა დაარსდა. 2013 წელს თეგეტა მოტორსსა და ტოიოტა კავკასიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება შედგა, ხოლო 2014 წელს კომპანიამ ტოიოტა კავკასიისგან ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის სტატუსი მიიღო. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, აღნიშნული პროექტი განხორციელდა ს. ს. თიბისი ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, რომლის დროსაც თეგეტა მოტორსმა 11 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.

მაზდა ცენტრი თეგეტა

მაზდა ცენტრი თბილისი ქართულ საავტომობილო ბაზარზე 2012 წლის მაისში შემოვიდა. საქართველოში მას წარმოადგენს შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს, რომელიც თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანიაა. ავტოსალონი წარმოდგენილია სამოდელო რიგის უახლესი ავტომობილებით თეგეტა მოტორსის სათაო ოფისში. მაზდა იაპონური ავტომწარმოებელია, მისი ისტორია 1920 წლიდან იწყება. მსოფლიოში მაზდა ცნობილია იაპონური ხარისხით, გამძლეობით და დახვეწილი დიზაინით. მაზდა განთქმულია ძრავის წარმოების ტექნოლოგიებით. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც სერიულ წარმოებაში გაუშვა ავტომობილები ვანკელის როტორული ძრავით. იგი არის ერთადერთი იაპონური მწარმოებელი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება Le Mans 24 საათიან რბოლაში გამძლეობაზე.

პორშე ცენტრი თბილისი

შპს "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსმა" 2011 წელს მოიპოვა პორშეს ოფიციალური იმპორტიორის სტატუსი საქართველოში და ამავე წელს თბილისში გაიხსნა პორშეს ცენტრი. კომპანია ქართველ ავტომფლობელებს სთავაზობს პორშეს უახლესი სამოდელო რიგის მთელ სპექტრს.

თეგეტა თრაქ & ბას

2006 წელს დაარსდა თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია შპს თეგეტა თრაქ & ბას – ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული საავტომობილო კონცერნის, MAN TRUCK & BUS ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის,ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში. დღეისათვის თეგეტა თრაქ & ბასი, ისეთი მძიმე და სოფლისმეურნეობის ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორია საქართველოში, როგორებიცაა: MAN SCHMITZ CARGOBULL, CIFA  და სხვა. 

თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი

2007 წელს დაარსდა თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია შპს თეგეტა კონსტრაქშენ ექუიპმენტი – JCB-ის და DRESSTA-ს, ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. კომპანია გთავაზობთ ცნობილი ბრიტანული ბრენდის, JCB-ის სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

თეგეტა აკადემია

“თეგეტა აკადემია“ ახლანდელი სახით შეიქმნა 2017 წელს სერვისების გაუმჯობესების, კადრების პროფესიული განვითარების, ახალი ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით.

სასწავლო ცენტრის უმთავრეს მისიას წარმოადგენს ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.  2019 წლიდან აკადემიას მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის სტატუსი.

დაარსების დღიდან „თეგეტა აკადემია“ წელიწადში 80-ზე მეტი ტრეინინგს ატერებს. სასწავლო ცენტრები აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით.

თეგეტა თრეველი

23 წლიანი გამოცდილების მქონე "თეგეტა მოტორსის" ჯგუფს დაემატა ტურისტული კომპანია "თეგეტა თრეველი". მრავალფეროვანი, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებული, ტურიზმისათვის დამახასიათებელი სერვისით.

კომპანიის ამოცანაა საქართველოს პოპულარიზაცია და ჩვენს ქვეყანაში მოგზაურთა მსურველთათვის სხვადასხვა ტურისტული პროდუქტების დაგეგვმა, ორგანიზება და განხორციელება,

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით