დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

  აკუმულატორის უსასრულო საგარანტიო პირობები

  1. საერთო პირობები

1.1. შპს „თეგეტა მოტორსი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ „კომპანიის“ მიერ განსაზღვრული, „კომპანიაში“ შეძენილი და დამონტაჟებული აკუმულატორი (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს წარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე „კომპანია“ სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით, ხოლო „პროდუქციის“ ელექტრული გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, „კომპანია“ „მყიდველს“ დაუბრუნებს „პროდუქციაში“ გადახდილი თანხის ოდენობას.

1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ, ხოლო ელექტრონული გაუმართაობა ეწოდება „პროდუქციის“ ისეთ დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია გარეგანი ზემოქმედებით და აღნიშნული დაზიანება ხელს უშლის „პროდუქციის“ ნორმალურ ფუნქციონირებას.

1.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.

1.4. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ და დამონტაჟებულ „პროდუქციაზე“.

 

  1. საგარანტიო ვადა

2.1.  „პროდუქციაზე“ უსასრულო გარანტიის პირობების გავრცელების შესახებ ინფორმაცია „მყიდველს“ ეცნობება „პროდუქციის“ შეძენისთანავე, საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.

2.2. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება „კომპანიის“ მიერ გაცემულ საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.

 

  1. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები

3.1. „პროდუქციის“ დაზიანების მომენტიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) საათის განმავლობაში „მყიდველი“ ვალდებულია „გამყიდველის“ ნებისმიერ სერვის-ცენტრში წარადგინოს დაზიანებული „პროდუქცია“.

3.2.  საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის პირობებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

3.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას (იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის“ შეკეთებას). „გამყიდველის“ მიერ წინამდებარე საგარანტიო ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში „პროდუქციაზე“ საგარანტიო პირობების მოქმედება წყდება.

3.4. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების მიზნით, „მყიდველი“ ვალდებულია „პროდუქცია“ გადასცეს „გამყიდველს“ არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადით.

3.5. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.

3.6. იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, თუ აუცილებელია „პროდუქციის ღირებულების „მყიდველისთვის“ დაბრუნება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ აღდგენის/შეკეთების ან „პროდუქციის“ ღირებულების ანაზღაურების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.

3.7. „მყიდველს“ უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო მომსახურების გაწევა „პროდუქციაზე“ მხოლოდ ერთი დაზიანების შემთხვევის ფარგლებში.

3.8. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა „პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება ექსპერტიზის ხარჯის „მყიდველისთვის“ ანაზღურების ვალდებულება.

3.9. საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი/ჩანაცვლებული დაზიანებული „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.

 

4.   საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა

4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:

4.1.1. თუ სატრანსპორტო საშუალებას აღნიშნულ „პროდუქციასთან“ დაკავშირებული მომსახურება მიღებული აქვს სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;

4.1.2. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;

4.1.3. თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.

 

5. უსასრულო გარანტიის პერიოდში „მყიდველისთვის“ „პროდუქციის“ ღირებულების დაბრუნება

5.1. წინამდებარე გარანტიის პირობების ფარგლებში „პროდუქციაზე“ „გამყიდველის“ მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაანგარიშდება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემიდან გასული პერიოდის მიხედვით შემდეგი პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად:

რეალიზაციის განვლილი პერიოდი

ანაზღაურების %

(„პროდუქციის“ შესყიდვის ღირებულებიდან)

0 - 1 წლამდე

100%

1 - 2 წლამდე

80%

2 - 3 წლამდე

50%

3 - 4 წლამდე

20%

4 - 5 წლამდე

10%

5 წლიდან განუსაზღვრელი ვადით

5%

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით