დაბრუნების პოლიტიკა
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის და საქონლის უკან დაბრუნების წესი
- წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს შპს ,,თეგეტა მოტორსის“ (შემდგომში - ,,კომპანია“) იდენტიფიცირებული მომხმარებლის მიერ კომპანიისგან შეძენილი პროდუქციის/საქონლის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უკან დაბრუნების წესებს და პირობებს.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს კომპანიის ფილიალებში ადგილზე შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- საცალო მომხმარებლის მიერ საქონლის კომპანიის ფილიალებში ადგილზე შეძენის შემთხვევაში - 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში;
- კორპორატიული არხის კლიენტების მიერ კომპანიის ფილიალებში ადგილზე შეძენის შემთხვევაში - 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში;
- საბითუმო არხის მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეძენის შემთხვევაში - 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში;
- წინამდებარე თავით განსაზღვრული ვადები აითვლება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ საქონლის მფლობელობაში მიღებიდან.
- ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
- მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
- საქონლის უკან დაბრუნების პროცედურა
- კომპანიისგან შეძენილი საქონლის/პროდუქციის უკან დაბრუნების უფლებით სარგებლობისთვის, მომხმარებელი ვალდებულია საქონლის მფლობელობაში მიღებიდან შესაბამის ვადაში მიმართოს მოვაჭრეს სასურველ ფილიალში და დააფიქსიროს მოთხოვნა საქონლის უკან დაბრუნებაზე.
- მომხმარებელმა კომპანიაში უნდა წარმოადგინოს საქონლის შეძენის დამადასტურებელი საბუთი (ქვითარი/ჩეკი) და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მოქმედი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა).
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, დაუყოვნებლივ. საქონლის მოვაჭრის ფილიალში მიწოდებას უზრუნველყოფს მომხმარებელი საკუთარი ხარჯით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
- დასაბრუნებელი პროდუქციის მიმართ მოთხოვნები
- ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით. ასევე, მომხარებელმა უნდა დააბრუნოს სრული დოკუმენტაცია, რომელიც გადაეცა მას საქონელთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- მომხმარებელი ვალდებულია ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ.ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები, დააბრუნოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.
- საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამისი რეალიზაციის ფარგლებში დარიცხული ქულები უქმდება.
- ნივთის უნაკლო, გაყიდვამდელი მდგომარეობა დადასტურდება მოვაჭრის წარმომადგენლის მიერ ნივთის კომპანიისათვის გადმოცემის შემდეგ, გონივრულ ვადაში.
- დაბრუნებას არ ექვემდებარება:
- ნივთი, რომელიც დამზადებულია მომხმარებლის შეკვეთით;
- პროდუქტი არის გამოყენებული ან/და დაზიანებული;
- პროდუქტს შენარჩუნებული არ აქვს პირვანდელი სასაქონლო სახე ან/და სამომხმარებლო თვისებები;
- მიწოდებული საქონელი, რომელიც განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
- თუ მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი და მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა;
- ნივთი, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო კოდი;
- საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. მომხმარებელს აქვს პროდუქციის შემოწმებისა და ინსპექტირების უფლება, იმ დონემდე, რაც აუცილებელია საქონლის თვისებების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დასადგენად.
შენიშვნა: აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ფიზიკური პირი მომხმარებლისთვის პროდუქციის შერჩევა კომპანიის მხრიდან მოხდა არასწორად. აღნიშნული შემთხვევები რეგულირდება ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე, კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული გენერალური შეთანხმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული წესები და პირობებით.
-
- ნივთი, რომლის დაბრუნებაც სურს მომხმარებელს არის მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი მოვაჭრის საწყობს არ მიაღწევენ და მოვაჭრის მიერ არ მოხდება ნივთის უკან დაბრუნება, მათი დაზიანების ან დაღუპვის რისკი ეკისრება მომხმარებელს.
- თანხის დაბრუნება
- ნივთის უკან დაბრუნებაზე მომხმარებლის განაცხადის მოვაჭრის მიერ დადასტურების შემთხვევაში, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, მოვაჭრის მიერ ნივთის უკან დაბრუნების გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა. მოვაჭრე ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია საქონლის მიწოდებასთან/ტრანსპორტირებასთან.
- ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.
- თანხის უკან დაბრუნება შესაძლოა განხორციელდეს რომელიმე ქვემოთმოცემული მეთოდით:
- თანხის დაბრუნება საბანკო ანგარიშზე - მომხმარებლის მხრიდან პროდუქციის ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადახდის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, იმავე პიროვნების/მოქალაქის საბანკო ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის შედგა სხვა დამატებითი შეთანხმება;
- ნაღდი ანგარიშსწორება - თუ შეკვეთის ღირებულება გადახდილი იყო ნაღდი ანგარიშსწორებით, თანხის დაბრუნება შესაძლებელია კომპანიის სალაროდან/ფილიალიდან ნაღდი ფულით (შესყიდვის ჩეკის წარდგენის შემთხვევაში) ან გადარიცხვით (ჩეკის არ ქონის შემთხვევაში), მას შემდეგ, რაც მოხდება პროდუქტის შემოწმება და უკან დაბრუნება.
- გადახდილი თანხის ავანსად დატოვება კომპანიაში - მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს თანხის დაბრუნების ნაცვლად მისი დატოვება კომპანიის შიდა ბალანსზე (ავანსის სახით) კომპანიის პროდუქციის შემდგომი შეძენისთვის;
- პროდუქტის გადაცვლა სხვა პროდუქტში - თუ ახალი შერჩეული პროდუქტი აღემატება დაბრუნებული პროდუქტის ღირებულებას, მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს თანხის სხვაობის გადახდა, ხოლო თუ ნაკლებია დაბრუნებული პროდუქტის ღირებულებაზე, სხვაობა დარჩება მომხმარებლის შიდა ბალანსზე (ავანსად), რომლის გამოყენებაც მომხმარებელს შეეძლება შემდგომი რეალიზაციების ფარგლებში ან მომხმარებლის გადაწყვეტილებით, მოთხოვნის შემთხვევაში ავანსად არსებული თანხა დაუბრუნდება მას.
- დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის და საქონლის უკან დაბრუნების წესი
- მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის დამატებითი პირობები განსაზღვრულია https://shop.tegetamotors.ge/ (,,თეგეტას“ ვებსაიტის და აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობები).