დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

დიზელის საწვავის სისტემის საგარანტიო პირობები

დიზელის სერვის ცენტრში საწვავის სისტემის რემონტის შემდგომი საგარანტიო პირობები:

· საგარანტიო პირობა ვრცელდება ყველა იმ სათადარიგო ნაწილზე და შესრულებულ სამუშაოზე, რომელიც შეძენილი იყო შპსთეგეტა მოტორსისსერვის ცენტრში (გარდა იმ სათადარიგო ნაწილებისა და შესრულებული სამუშაოებისა რომელიც არ ითვლება დასრულებულად, მაგალითად როდესაც არ მონტაჟდება მფრქვევანა ან საწვავის ტუმბო ავტომობილზე თეგეტა მოტორსის მექანიკოსის მიერ).

· საწვავი სისტემის სათადარიგო ნაწილებზე და აგრეგატებზე რომელიც იყო აღდგენილი თეგეტა მოტორსის სერვისში, მაგრამ არ იყო დამონტაჟებული ავტომობილზე თეგეტა მოტორსის მექანიკოსის მიერ, ეძლევა საგარანტიო პერიოდი პირობითად ერთი თვის ან 250ძრ.სთ ან 5000კმ და განიხილება ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად რაც არ ნიშნავს იმას რომ ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდება რეკლამაცია.

· პრემიუმ კლასის სათადარიგო ნაწილებით (BOSCH, DENSO, DELPHI, VDO SIEMENS) სრული რემონტის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 6 თვის ვადით ან 20 000 კმ ან 500ძრ.სთ (სპეც ტექნიკის შემთხვევაში) , რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

ალტერნატიული მწარმოებლების მიერ მოწოდებული სათადარიგო ნაწილებით შესრულებულ სამუშაოზე და არასრულ რემონტის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ერთი თვის ვადით, 5 000 კმ ან 250ძრ.სთ (სპეც ტექნიკისთვის), რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

· საწვავის სისტემის რემონტის შემდგომი საწვავის ფილტრის შეცვლა და ძრავის სერვისი უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 250ძრ.სთ,5000 კმ-ის გავლის ან 6თვის შემდეგ (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).

· საწვავის ფილტრის(ების) შეცვლა უნდა მოხდეს თეგეტა მოტორსის სერვისში თეგეტა მოტორსში შეძენილი ფილტრებით.

· საგარანტიო პერიოდში გარემონტებულ აგრეგატზე ან ავტომობილზე პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში ავტომობილი ან აგრეგატი უნდა მოტანილ იქნას თეგეტა მოტორსის დიზელის სერვისცენტრში ტექნიკის ან აგრეგატის მფლობელის მიერ. თეგეტა მოტორსი არ ანაზღაურებს მფლობელის მიერ გაწეულ ტრანსპორტირების დანახარჯებს . თუ ტექნიკის ტრანსპორტირება ვერ ხერხდება მფლობელის მიერ და თეგეტა მოტორსის სარემონტო ბრიგადამ უნდა გაარემონტოს აგრეგატი ადგილზე მისვლით, მაშინ აღნიშნულ მივლინებას ანაზღაურებს ტექნიკის ან აგრეგატის მფლობელი.

 

გარანტია არ გავრცელდება და შეწყდება:

· თუ რემონტის მსვლელობაში არ იყო გათვალისწინებული ... თეგეტა მოტორსის სერვისის რეკომენდაციები (მაგ: არ გაირეცხა საწვავის ავზი, არ შეიცვალა საწვავის ფილტრი, ძრავს აღენიშნებოდა სხვა დაზიანება, რამაც შეიძლება დააზიანოს საწვავი სისტემა და ..) და ისინი დაფიქსირდა განაცხადზე შესაბამისად მიღება ჩაბარების აქტზეც.

· ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

· ძრავზე ნებისმიერი სახის რემონტი შესრულდება სხვა სერვისში.

· სითხეების დონეების დაკლების შემთხვევაში და მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე.

· ძრავის სამუშაო ტემპერატურის დარღვევის შემთხვევაში.

· გარე მექანიკური დაზიანების შემთხვევაში.

· საწვავის ავზში დაფიქსირებული ჭუჭყის, წყლის ან სხვა მინარევის დაფიქსირების შემთხვევაში გარდა მწარმოებლის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი საწვავისა (EN590).

· ჩაძირვით ან სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.

· ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ძრავის შემადგენელი სისტემის რომელიმე ნაწილით.

 

საგარანტიო პერიოდში დეტალის შეცვლის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი რჩება უცვლელი და ანგარიშდება საწყისი სარეალიზაციო დოკუმენტის მიხედვით. ქარხნული დეფექტის გამო დაზიანებული ნაწილის/აგრეგატის მთლიანად შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რემონტი შეუძლებელია (აღდგენით, რეგულირებით და ..) ან/და სათადარიგო ნაწილების შეცვლით. საგარანტიო რემონტის შედეგად შეცვლილი ნაწილები წარმოადგენსთეგეტა მოტორსისსაკუთრებას.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით