დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

სპეციალური ტექნიკის სათადარიგო ნაწილებისა და ძრავის სტანდარტული საგარანტიო პირობები

  1. საერთო პირობები

1.1. შპს „თეგეტა მოტორსი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში „კომპანიაში“ შეძენილი სპეციალური ტექნიკის სათადარიგო ნაწილები და ძრავი (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.

1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.

1.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.

1.4. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ და დამონტაჟებულ „პროდუქციაზე“.

 

  1. საგარანტიო ვადა

2.1. „პროდუქციის“ საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, „პროდუქციის“ მწარმოებლის რეკომენდაციის საფუძველზე, „პროდუქციის“ მწარმოებელი ბრენდისა და იმ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რომლისთვისაც ხორციელდება „პროდუქციის“ შეძენა.

2.2. სპეციალური ტექნიკის ძრავის კაპიტალური რემონტის შემთხვევაში,  საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 6 თვის ვადით ან 1000 მოტო/საათით, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

2.3. საგარანტიო ვადის შესახებ „მყიდველს“ ეცნობება საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.

2.4. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.

 

  1. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები

3.1. „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე „მყიდველი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მისი აღმოფხვრის მიზნით.

3.2. ძრავის რემონტის შემთხვევაში, პირველი ზეთის შეცვლა უნდა განხორციელდეს 50 მოტო/საათზე. ამასთანავე, ძრავის ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლა უნდა განხორციელდეს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში, „გამყიდველის“ მიერ რეკომენდირებული ზეთითა და ფილტრებით, ასევე, დაცული უნდა იყოს კომპანიის მიერ გაცემული რეკომენდაციები ზეთის შეცვლის ინტერვალთან დაკავშირებით. ძრავში ზეთის შეცვლის ინტერვალი უნდა იყოს 250 მოტო/საათი ან 3 თვე, რომელიც უფრო ადრე დადგება.

3.3. საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის პირობებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

3.4. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას, შეცვლას/ჩანაცვლებას (შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში) და მის მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკავშირებულ უფასო მომსახურებას, ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას (იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის“ შეკეთებას ან შეცვლას/ჩანაცვლებას).  

3.5. იმ შემთხვევაში, თუ „პროდუქცია“ საგარანტიო პერიოდში შეიცვლება ახლით, „პროდუქციის“ საგარანტიო ვადა დარჩება უცვლელი.

3.6. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.

3.7.  იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“შესაბამის წდასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). აღნიშნულ დასკვნაში დამატებით მიეთითება დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას, შეკეთებას, თუ აუცილებელია მისი შეცვლა/ჩანაცვლება სხვა „პროდუქციით“. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების, შეცვლის/ჩანაცვლების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.

3.8. იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ დაადგენს, რომ დაზიანებული „პროდუქცია“ არ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა მისი შეცვლა, „გამყიდველის“ მიერ „პროდუქცია“ შეიცვლება/ჩანაცვლდება იმავე მწარმოებლის „პროდუქციით“  ან იმავე კლასის (მონაცემების/მახასიათებლების) მქონე სხვა მწარმოებლის პროდუქციით. თუ ახალი „პროდუქციის“ ღირებულება აღემატება „მყიდველის“ მიერ გადახდილ თანხას, მაშინ „მყიდველი“ ვალდებულია „გამყიდველს“ გადაუხადოს სხვაობა შესაბამისი ინვოისის/ინვოისების საფუძველზე.  

3.9. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა „პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება გადახდილი ხარჯის „მყიდველისთვის“ ანაზღაურების ვალდებულება.

3.10. საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი/ჩანაცვლებული დაზიანებული „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.

 

4.   საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა

4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:

4.1.1. თუ სატრანსპორტო საშუალებას აღნიშნულ „პროდუქციასთან“ დაკავშირებული მომსახურება მიღებული აქვს სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;

4.1.2. თუ კონსტრუქციაში შეტანილ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სატრანპორტო საშუალების მწარმოებლის კომპლექტაციაში;

4.1.3. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია გადაჭარბებული დატვირთვით, „გამყიდველის“ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე მოდიფიკაციის ხასიათის ცვლილებების განხორციელება, საექსპლუატაციო წესებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მომსახურების წესების დარღვევა;

4.1.4. თუ „პროდუქციის“ დაზიანება გამოწვეულია „მყიდველის“ გაუფრთხილებელი მოპყრობით, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლუატაციისას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოო დეფექტად.

4.1.5. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს გარეგანი მექანიკური ზემოქმედება;

4.1.6. თუ „პროდუქციაში“ მოხვედრილია სხვა ნივთიერებები;

4.1.7. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;

4.1.8. თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.

4.1.9. თუ მონტაჟის/რემონტის განმავალობაში არ იყო გათვალისწინებული „გამყიდველის“ რეკომენდაციები;

4.1.10.  სითხეების დონეების დაკლების შემთხვევაში (ანტიფრიზი, ძრავის ზეთი) და მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე;

4.1.11  თუ დარღვეულია ძრავის სამუშაო ტემპერატურა;

4.1.12. თუ მწარმოებლის მიერ მოთხოვნილი სტანდარტის (EN590) მარკის საწვავის გარდა, „მყიდველმა“ გამოიყენა სხვა საწვავი;

​​​​​​​4.1.13. თუ საწვავ სისტემაში მოხვედრილია უცხო ნაწილაკები (მაგ: ლითონის, წყლის და სხვა).

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით