• შესვლა
    • პაროლი გამოგზავნილია მობილურ ტელეფონზე
      პირადი ნომერი
      პაროლი
ჩვენი
შენობა
BACK TO
WEBSITE
იხილეთ მეტი

მედია ცენტრი

Tegeta Truck and Bus

Tegeta Truck and Bus

მიმდინარე წელს მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც გერმანულმა  კომპანიამ "MAN Truck and Bus AG" გაიმარჯვა. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გახლავთ „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია შპს „Tegeta Truck and Bus“. 
"MAN Truck and Bus AG" ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახლავთ მსოფლიო ბაზარზე და
მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელს მსოფლიოში უდიდესი პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს.

"MAN Truck and Bus AG"-სა და თბილისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის ავტოპარკი უკვე სექტემბრიდან 143 ერთეული უახლესი MAN Lion's City CNG ტიპის 2016 წლის ავტობუსით ეტაპობრივად განახლდება.

30 სექტემბერს ვარდების მოედანზე პირველი 10 ავტობუსის  ოფიციალური გადაცემა განხორციელდა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან, EBRD-ისა და კომპანია „Man Truck and Bus AG“-ის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. MAN Truck and Bus AG"-ის სათაო ოფისიდან  ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ ავტობუსების წარმოების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი რუდი კუხტა, რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი რომან ზიტე, ავტობუსების რეგიონალური მენეჯერები რომან კალუჟინსკი და დიტრიხ ფონ ვისმანი. საზეიმო სიტყვის შემდეგ უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა რუდი კუხტამ ქალაქის მერს, ბ-ნ დავით ნარმანიას ავტობუსის სიმბოლური გასაღები გადასცა, რის შემდეგაც ავტობუსებმა, სიმბოლურად, პირველი, მოკლე მარშრუტი შეასრულეს.

MAN-ის ავტობუსები სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს. აღსანიშნავია რომ, სხვა მოდელებთან შედარებით აღნიშნული ავტობუსები გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიების შემცირებას, არის თანამედროვე, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, სრულად ადაპტირებული შშმ პირებისათვის და კომფორტული.  აღნიშნული ავტობუსების საგარანტიო სერვისს და სრულ ტექმომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია „Tegeta Truck and Bus”.

 

 
 

21 ფილიალი

1000-ზე მეტი დასაქმებული 300 პარტნიორი
ბრენდი
ლიდერი ავტოსერვისში
Your browser is out of date. Please upgrade to modern browser.