დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

თეგეტა ქარდი

 

  1. ზოგადი დებულებები
    1. შპს „თეგეტა მოტორსის“ (შემდგომში - „კომპანია“) ლოიალობის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესის (შემდგომში - „წესი“) შემუშავების მიზანს წარმოადგენს კომპანიის მომხმარებლებთან უკუკავშირის დამყარება, ერთგული მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შეთავაზება, კომპანიის გაყიდვების ზრდის სტიმულირება, მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლება და მარკეტინგული აქტივობების მეშვეობით კომპანიის საქმიანობის პოპულარიზაცია.
    2. წესი ითვალისწინებს კატეგორიების მიხედვით კომპანიის ლოიალობის ბარათის (შემდგომში - „ბარათი“) გაცემის, კატეგორიების ცვლილების, ბარათის სარგებლობის წესებსა და პირობებს.
    3. კომპანიის ლოიალობის ბარათის მომხმარებლისთვის გადაცემა ითვალისწინებს მომხმარებლისთვის უფლებამოსილების მინიჭებას ბარათის და მომხმარებლის პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ან მხოლოდ მომხმარებლის პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ გამოცხადებულ აქციებში და აღნიშნული აქციების ფარგლებში მიიღოს საქონელი/მომსახურება ან/და ისარგებლოს ამ წესით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებით.
    4. ამ წესის მიზნებისთვის, მომხმარებლის პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, სადაც მითითებულია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტოსურათი და დოკუმენტის მოქმედების ვადა. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი ან/და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია კომპანიაში ბარათთან ერთად წარმოადგინოს პასპორტი.
    5. წინამდებარე წესის მოქმედება სრულად ვრცელდება შპს „თეგეტა რითეილის“ (ს/კ: 405408811) ლოიალობის ბარათებზე, რომელიც გადაცემული აქვთ შპს „თეგეტა რითეილის“ ბაზაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს და აღნიშნული მომხმარებლები საქონლის/პროდუქციის ან/და მომსახურების შესაძენად მიმართავენ კომპანიას.
    6. კომპანიის საქონლის/მომსახურების ჩამონათვალი, რომლებზეც ვრცელდება ბარათის პირობები, განისაზღვრება კომპანიის უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
  2. ბარათების კატეგორიები
    1. კომპანიაში არსებობს ოთხი სხვადასხვა კატეგორიის ბარათი, კერძოდ:
  • „CLASSIC CARD“ - „კლასიკ“ ბარათი;
  • „SILVER CARD“ – „ვერცხლის“ ბარათი;
  • „GOLD CARD“ – „ოქროს“ ბარათი;
  • PLATINUM/VIP CARD” – “პლატინის“/"ვი-აი-პი" ბარათი;
    1. თითოეულ ბარათს მინიჭებული აქვს უნიკალური კოდი.
    2. „კლასიკ“ ბარათი გადაეცემა კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც კომპანიასთან გაფორმებული აქვს გენერალური შეთანხმება.
    3. „ვერცხლის“ ბარათი გადაეცემა მომხმარებელს, თუ კომპანიაში მის მიერ შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება შეადგენს 700 ლარიდან 3000 ლარამდე ღირებულებას.
    4. „ოქროს“ ბარათი გადაეცემა მომხმარებელს, თუ კომპანიაში მის მიერ შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება შეადგენს 3000 ლარს ან/და 3000 ლარზე მეტ ღირებულებას.
    5. „პლატინის“ და „ვი-აი-პი“ ბარათი გადაეცემა მომხმარებელს ინდივიდუალურად, კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
    6. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, მომხმარებელს აქვს უფლება გამოიყენოს შპს „თეგეტა რითეილის“ (ს/კ: 405408811) მიერ მისთვის გადაცემული შპს „თეგეტა რითეილი“ ლოიალობის ბარათები. ასეთი მომხმარებლების მიერ კომპანიაში ბარათის გამოყენებისას, შენარჩუნებულ იქნება შპს „თეგეტა რითეილში“ მომხმარებლის მიერ შესყიდული საქონლის/პროდუქციის ან/და მომსახურების სრული ღირებულების შესახებ ისტორია და აღნიშნულ ღირებულებას დაემატება „კომპანიაში“ შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება, რაც იქნება წინამდებარე მუხლის შესაბამისად ბარათის კატეგორიის ცვლილების წინაპირობა.
    7. წინამდებარე მუხლის 2.6 პუნქტის მიზნებისთვის, კომპანია უფლებამოსილია შპს „თეგეტა რითეილისგან“ (ს/კ: 405408811) გამოითხოვოს აღნიშნულ კომპანიაში მომხმარებლის მიერ შესყიდული საქონლის/პროდუქციის ან/და მომსახურების სრული ღირებულების შესახებ ინფორმაცია.
  1. მომხმარებლის რეგისტრაცია
    1. მომხმარებლის რეგისტრაციის დროს კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემაში (SAP) მითითებულ უნდა იქნას მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, კერძოდ, მომხმარებლის:
  • სახელი, გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • დაბადების თარიღი;                      
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
  • სქესი;
  • მოქალაქეობა;
  • მისამართი;
  • ბარათის ნომერი.
    1. მომხმარებლის რეგისტრაციის დროს, მომხმარებელსა და კომპანიას შორის ფორმდება გენერალური შეთანხმება.
    2. მომხმარებლისთვის ბარათის გაცემა არის ნებაყოფლობითი.
    3. ბარათის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ბარათის მფლობელს.
    4. მომხმარებელს არ შეუძლია სხვა პირის ბარათის გამოყენება.
    5. მომხმარებელს ბარათს გადასცემს კომპანიის ნებისმიერი სერვის-ცენტრის კონსულტანტი, სექტორის მენეჯერი, გაყიდვების ჯგუფის უფროსი, მითერი, სერვისის აღრიცხვის ოპერატორი ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
    6. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, შპს „თეგეტა რითეილის“ (ს/კ: 405408811) ბიზნეს პროცესების მართვის სისტემაში (SAP) დარეგისტრირებული მომხმარებლის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ავტომატურად გენერირდება კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემაში.

 

  1. ბარათის კატეგორიების ცვლილება
    1. პირველ ეტაპზე მომხმარებელს გადაეცემა „კლასიკ“ ბარათი. ბარათის ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაზე გადასვლა დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ კომპანიაში შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულებაზე.
    2. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, მომხმარებელს აქვს უფლება გამოიყენოს შპს „თეგეტა რითეილში“ (ს/კ: 405408811) მისთვის გადაცემული შპს „თეგეტა რითეილის“ ლოიალობის ბარათები. ასეთი მომხმარებლების მიერ კომპანიაში ბარათის კატეგორიის ცვლილებისას, მხედველობაში მიიღება შპს „თეგეტა რითეილში“ (ს/კ: 405408811) მომხმარებლის მიერ შესყიდული საქონლის/პროდუქციის ან/და მომსახურების სრული ღირებულების შესახებ ინფორმაცია.
    3. ბარათის მფლობელი მომხმარებელი, კომპანიის მიერ განსაზღვრულ საქონლის/მომსახურების შეძენისას, სარგებლობს წინამდებარე წესით გათვალისწინებული ქეშბექით.
    4. ბარათის ცვლილების ან/და გაუქმების დროს, მომხმარებელი არ არის ვალდებული, დაუბრუნოს კომპანიას გადაცემული ბარათი.
  2. ქეშბექი
    1. ბარათის კატეგორიების მიხედვით, მომხმარებელი სარგებლობს ქეშბექით, კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ ბრძანებით დამტკიცებული საქონლისა ან/და მომსახურების შეძენის დროს, კერძოდ:
  • ბარათი „კლასიკის“ მფლობელი მომხმარებელი ისარგებლებს 5%-იანი ქეშბექს კომპანიის მიერ განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში;
  • „ვერცხლის“ ბარათის მფლობელი მომხმარებელი ისარგებლებს 7%-იანი ქეშბექით კომპანიის მიერ განსაზღრული საქონლის ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში;
  • „ოქროს“ ბარათის მფლობელი მომხმარებელი ისარგებლებს 15%-იანი ქეშბექით კომპანიის მიერ განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში.
  • პლატინიუმ და  „ვი-აი-პი“ ბარათის   მფლობელი მომხმარებელი ისარგებლებს 17%-იანი ფასდაკლებით კომპანიის მიერ განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში.
    1. ქეშბექი ხორციელდება მომხმარებლის ბარათზე ქულების დარიცხვის საშუალებით.
    2. 1 (ერთი) ქულის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 (ერთი) ლარს.
    3. წინამდებარე წესით გათვალისწინებული ქეშბექი იმოქმედებს მხოლოდ კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული საქონელსა ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში.
    4. წინამდებარე წესით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა და დაგროვება ხორციელდება ყოველი კალენდარული წლის ჭრილში. შესაბამისად, ყოველი მომდევნო კალენდარული წლის 01 იანვრიდან წინა წელს ბარათზე დაგროვებული ქულები ნულდება.
    5. ბრძანებით განსაზღვრულ საქონელზე/მომსახურებაზე არ გავრცელდება ლოიალობის ბარათის გაცემისა და სარგებლობის წესით დადგენილი ქეშბექი/ფასდაკლება, იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ლოიალობის ბარათის მფლობელი პირი წარმოადგენს კომპანიაში ან/და შპს „თეგეტა მოტორსთან“ (ს/კ: 202177205) ურთიერთდამოკიდებულ კომპანიაში დასაქმებულ პირს;

ბ) ადგილი ექნება კომპანიის მიერ სადაზღვევო შემთხვევებით განპირობებული საქონლის მიწოდებას ან/და მომსახურების გაწევას;

გ) მომხმარებელი საქონელს ან/და მომსახურებას შეიძენს განვადებით;

დ) შესაბამის საქონელზე/მომსახურებაზე ვრცელდება სხვა ფასდაკლება ან/და საშეღავათო ფასი;

ე) ლოიალობის ბარათზე დარიცხული ქულებით ანგარიშსწორებისას, მხოლოდ ქულების საფუძველზე გადახდილი ღირებულების ნაწილში;

ვ) უსასყიდლო რეალიზაციის შემთხვევბში;

  1. ფასდაკლება
    1. ბარათის კატეგორიების მიხედვით, მომხმარებელი სარგებლობს ფასდაკლებით, კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ ბრძანებით დამტკიცებული საქონლისა ან/და მომსახურების შეძენის დროს, ამავე ბრძანებით დამტკიცებული ოდენობით.
    2. წინამდებარე წესით გათვალისწინებული ფასდაკლება იმოქმედებს მხოლოდ კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული საქონელსა ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში.

 

  1. ბარათის გაუქმება
    1. ბარათის დაბლოკვას/გაუქმებას ახორციელებს კომპანიის ფილიალების კოორდინაციის სამსახური.
    2. ბარათი ექვემდებარება გაუქმებას იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში გაყიდვების საცალო არხიდან გადაინაცვლებს სხვა ნებისმიერ გაყიდვების არხში.
    3. ბარათი ექვემდებარება კომპანიის მიერ ცალმხრივად გაუქმებას, თუ მომხმარებელი შემჩნეული იქნება ბარათის გამოყენების თაღლითურ ქმედებაში ან იარსებებს მის მიმართ თაღლითური ქმედების გონივრული ეჭვი. მომხმარებლის მიერ განხორციელებული თაღლითური ქმედება შესაბამისი პირის მიერ უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული.
    4. თუ მომხმარებელს არასწორად გაეხსნა შესაბამისი კატეგორიის ბარათი, კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას გააუქმოს ბარათი.
    5. ბარათის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია ბარათის აღდგენა, მომხმარებლის მიერ პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში უქმდება მომხმარებლის სახელზე დარეგისტრირებული დაკარგული/დაზიანებული ბარათის კოდი და მომხმარებელს გადაეცემა ახალი ბარათი.
    6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაკარგავს ბარათს ან ექნება ეჭვი, რომ მის ბარათს გამოიყენებს სხვა პირი მისი ნების საწინააღმდეგოდ, მომხმარებელი უფლებამოსილია სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მოითხოვოს ბარათის დროებით დაბლოკვა. დაბლოკვის შემთხვევაში, ბარათის მოქმედების აღდგენა შეეძლება მხოლოდ მომხმარებელს კომპანიის ნებისმიერ სერვის-ცენტრში მისვლის შემთხვევაში.

 

  1. დაგროვებული ქულების გაუქმება.

                   1. ბარათზე დაგროვებული ქულების გაუქმება მოხდება  2025 წლის 31 დეკემბრამდე.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით