თეგეტაში CASHBACK დაბრუნდა
თეგეტა მოტორსი 2022 წლიდან მომხმარებელს ახალი ლოიალობის პროგრამას სთავაზობს - ჩვენს მომხმარებელს კვლავ აქვს CASHBACK - ით სარგებლობის შესაძლებლობა.
როგორ დავაგროვოთ ქეშბექი:
თეგეტა მოტორსის ნებისმიერ ფილიალში პროდუქციის შეძენის ან სერვისით სარგებლობისას, მომხმარებელს შეუძლია გადახდილი თანხიდან დააგროვოს ქულები. ქულების დარიცხვა ხდება ბარათების ტიპის მიხედვით.
მომხმარებელს პირველივე შენაძენზე შეუძლია თანხის დაგროვება, მინიმალური ქეშბექი 7%; რეალიზაციის ზრდასთან ერთად, იზრდება ქეშბექი პროცენტულობაც, მაქსიმალურია 15%;
- CLASSIC 7% ქეშბექი;
- SILVER 10% ქეშბექი;
- GOLD 15% ქეშბექი;
თანხის დაგროვება ხდება როგორც პროდუქტზე, ასევე სერვისზე;
ნაწილობრივ ქულებით შესყიდვის დროს, გადახდილ თანხაზე ქულები ირიცხება ბარათის შესაბამისად 7%, 10% ან 15%;
ქულები არ გროვდება:
ქულების დაგროვება არ ხდება შემდეგ შემთხვევაში:
- ფასდაკლებული პროდუქციის შეძენისას;
- სასაწყობე და სერვისის ტიპის მოწყობილობა-დანადგარებზე;
- გარკვეული მატერიალების ჯგუფებზე;
- თეგეტას ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შეძენისას.
ქულების გახარჯვა:
დაგროვებული ქულების გახარჯვა მომხმარებელს შეუძლია:
- პროდუქციაზე საწყისი ფასიდან;
- ფასდაკლებულ პროდუქციაზე;
- სერვისზე;
გადახდა შესაძლებელია: სრულად ქულებით, ნაწილობრივ ქულებით ( გახარჯვის დროს შესაძლებელია თანხის დამატება მიმდინარე ქულებზე).
პროდუქტის უკან დაბრუნება:
- სრულად ქულებით შეძენილი პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში ხდება გახარჯული ქულების აღდგენა;
- ნაწილობრივ ქულებით შეძენილი პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში ხდება გადახდილი თანხის დაბრუნება და გადახდილი ქულების აღდგენა;
- იმ პროდუქციის უკან დაბრუნების შემთხვევაში, რომლის რეალიზაციის დროს დაგროვებული ქულებიც მომხმარებელს უკვე გახარჯული აქვს სხვა პროდუქტის შეძენისას, დაბრუნებულ თანხას გამოაკლდება გახარჯული ქულების ღირებულება ლარში.