სატვირთო ავტომობილის მომსახურების ფილიალები:
სპეც ტექნიკის მომსახურების ფილიალები:
ავტობუსების და მინივენების მომსახურების ფილიალები:
თეგეტა მოტორსი სატვირთო ავტომობილებისა და კომერციული ტრანსპორტის მფლობელებს მობილურ სერვისს საქართველოს მასშტაბით სთავაზობს. მობილური ჯგუფი ადგილზე უზრუნველყოფს ნებისმიერი ბრენდის კომერციული ავტოტრანსპორტის დიაგნოსტიკას, სწრაფ სერვისსა და სავალი ნაწილის შეკეთებას.
სპეციალიზებული აღჭურვილობითა და კვალიფიციური მექანიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფი ტექნიკური პრობლემების ოპერატიულად მოგვარებაში გეხმარებათ, ამცირებს ტექნიკის მოცდენის დროს და ხელს უწყობს სამუშაო პროცესის უწყვეტობას.
სპეცტექნიკის სერვისცენტრამდე ტრანსპორტირება მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან და დროის დანაკარგთან არის დაკავშირებული. ამ გამოწვევის საპასუხოდ, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს მობილურ სერვისს სთავაზობს, რომელიც ტექნიკის უშუალოდ დაზიანების ადგილზე მომსახურებას უზრუნველყოფს.
საქართველოს მასშტაბით სპეცტექნიკის 12 მობილური ჯგუფი ოპერირებს. კვალიფიციური მექანიკოსები შესაბამისი აღჭურვილობით ისეთ რთულად მისადგომ ლოკაციებზეც მიდიან, რომლებიც ევაკუატორისთვის მიუდგომელია.
მობილური სერვისის გამოსაძახებლად დაგვიკავშირდით: (032) 2 644 444
აქტიური
გახსენით