დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

აკუმულატორების უსასრულო გარანტიის პირობები

  1. შესყიდულ აკუმულატორზე განსაკუთრებული პირობა აკუმულატორზე დეფექტის/ელექტრული გაუმართაობის აღმოჩენის  შემთხვევაში ზიანის კომპენსირება.
  2. ზიანის კომპენსირების ძირითადი პირობები
    1. გარეგანი ზემოქმედებით აკუმულატორის სრული ან ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში, ასევე ელექტორნული გაუმართაობით დგინდება დეფექტირომელიც ხელს უშლის მის სტანდარტული პირობებით ექსპლუატაციას და გამოწვეულია: ● აკუმულატორის გასკდომით; ან/და ● აკუმულატორის ელექტრონული დაზიანებით.
    2. განსაკუთრებული პირობა ითვალისწინებს:

● დეფექტაციის შედეგად დაზიანებული აკუმულატორის აღდგენას ან ● აღნიშნული შემთხვევით მიყენებული ზიანის კომპენსირებას.

3. მომხმარებელი  ვალდებულია: აკუმულატორის დაზიანების დროს ● 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში აცნობოს გამყიდველს აღნიშნულის შესახებ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +995 (32) 2 26 44 44; ● მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ზიანის ოდენობის შესამცირებლად და საქმის ვითარების გამოსარკვევად. ● შეასრულოს გამყიდველის მითითებები.

  • ხელი შეუწყოს გამყიდველს ზიანის ოდენობის და მიზეზის დადგენაში.
  • წარუდგინოს გამყიდველს შემდეგი დოკუმენტების ორიგინალები: - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; - აკუმულატორის ბარათი; აკუმულატორის შესყიდვის დამადასტურებელი ჩეკი.
  • აკუმულატორის დაზიანების მომენტიდან 48 (ორმოცდარვა) საათის განმავლობაში გამყიდველის ნებისმიერ სავაჭრო ობიექტზე წარადგინოს აკუმულატორის ბარათი და დაზიანებული აკუმულატორი ავტომობილთან ერთად.
  1. სხვა პირობები
    1. აკუმულატორზე განსაკუთრებული პირობა ამოქმედდება ბარათის შექმნის თარიღიდან.
    2. მომხმარებლის მხრიდან წინამდებარე ბარათით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას განსაკუთრებულ პირობის შესრულებაზე;
    3. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების გაწევა ან ზიანის კომპენსირება თითოეულ შეძენილ აკუმულატორზე მხოლოდ ერთი დაზიანების შემთხვევის ფარგლებში.
    4. განსაკუთრებული პირობა ვრცელდება მხოლოდ აღნიშნული აქციის ფარგლებში შეძენილ აკუმულატორზე.
    5. წინამდებარე აკუმულატორის ბარათით განსაზღვრული გამყიდველის ვალდებულება  არ ითვალისწინებს აკუმულატორის დაზიანებით გამოწვეული სხვა ზარალის ანაზღაურებას;
  2. ზიანის კომპენსირება

თითოეულ განსაკუთრებული პირობა მხარეთა შორის რეგულირდება წინამდებარე აკუმულატორის ბარათის საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილი ვადებისა და შესაბამისი ანაზღაურების % მიხედვით, კერძოდ:

პირველადი რეალიზაციიდან განვლილი პერიოდი

ანაზღაურების % (აკუმულატორის შესყიდვის ღირებულებიდან)

0 - 1 წლამდე

100%

1 - 2 წლამდე

80%

2 - 3 წლამდე

50%

3 - 4 წლამდე

20%

4 - 5 წლამდე

10%

5 წლიდან განუსაზღვრელი ვადით

5%

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით