დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

აკუმულატორის შეცვლა

აკუმულატორის შეცვლა მომსახურების ის ტიპია, რომლის აუცილებლობაც, ნებისმიერი ავტომობილის ფლობისას, დღის წესრიგში აუცილებლად დგება. აქედან გამომდინარე, ამიერკავკასიაში ავტოტექმომსახურების უმსხვილესი მომწოდებელი, თეგეტა მოტორსი, მომხმარებლებს აკუმულატორების შეცვლის სწრაფ და მაღალხარისხიან სერვისს სთავაზობს. 

 

რისთვის არის საჭირო აკუმულატორი?

აკუმულატორი ავტომობილში არსებულ ყველა ელექტრო მოწყობილობას კვებავს. ის სამუშაო ძაბვას არა მარტო აუდიო და განათების სისტემას, არამედ ყველა მართვის მოდულს და სენსორს აწვდის. ასევე აკუმულატორი სარქველებს და მრავალ სხვა ელექტრონულ თუ ელექტრომექანიკურ კომპონენტს ამოძრავებს. აკუმულატორი ავტომობილის ისეთი კომპონენტია, რომელიც ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ქიმიურ რეაქციებს იყენებს. აკუმულატორის შიგნით არსებობს უჯრედული სტრუქტურა, რომელიც ქიმიური პროცესების მიერ წარმოქმნილ ელექტროენერგიას ინახავს და ავტომობილის ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს.

დაზიანების შემთხვევაში აკუმულატორის შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

 

რომელი ბრენდების აკუმულატორებია წარმოდგენილი თეგეტა მოტორსში?

თეგეტა მოტორსი, მრავალწლიანი გამოცდილებითა და ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებს გთავაზობთ. იმისთვის, რომ მწყობრიდან გამოსულმა ავტომობილმა ხარვეზების გარეშე, განახლებულად იმუშაოს, აკუმულატორის შეცვლა აუცილებელია. თეგეტა მოტორსის ონლაინ შოურუმში საერთაშორისო ბაზრის ცნობილი ბრენდების პროდუქციაა წარმოდგენილი, რომელიც გამძლეობისა და მაღალი ხარისხის გამო მომხმარებლებში მრავალი წელია სანდო რეპუტაციით სარგებლობს.

 

თეგეტა მოტორსის ონლაინ შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებია;

  • AKOM

  • AUTOPOWER

  • BEX

  • EXIDE

  • FEON

  • FIAMM

  • MACPOWER

  • OPTIMA

  • VARTA

 


 

როგორ ხდება აკუმულატორის შეცვლა?

თავდაპირველად მექანიკოსი არსებული აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობის დიაგნოსტირებას ახდენს, რადგან ავტომობილის ენერგიის ნაკლებობა შესაძლოა სხვა გაუმართაობითაც იყოს გამოწვეული. აკუმულატორის შეცვლა საერთაშორისო სტანდარტებზე და დანადგარებზე დაყრდნობით დასკვნის შედეგად ხდება. თუ არსებული აკუმულატორი ავტომობილის გამართულ მუშაობას აფერხებს, მაშინ მას ახლით ცვლიან.

 

როგორ უნდა მივხვდეთ, საჭიროა თუ არა აკუმულატორის შეცვლა?

აკუმულატორის შეცვლა მანამ არის მიზანშეწონილი, სანამ ის საბოლოოდ უფუნქციო გახდება. სანამ თქვენს ავტომობილს მექანიკოსს აჩვენებდეთ, დააკვირდით იმ სიმპტომებს, რომელიც აკუმულატორის შეცვლის აუცილებლობაზე მიგანიშნებთ:

  • აკუმულატორის/გენერატორის გამაფრთხილებელი შუქი ჩართულია ან ციმციმებს;

  • ძრავი ან ძალიან ნელა, ან საერთოდ არ  იქოქება;

  • ელექტრონული მექანიზმები, როგორიცაა ინტერიერის განათება ან რადიო, არარეგულარულად მუშაობს;

  • დამუხტვა უფრო ხშირად გჭირდებათ;

  • განათება არ ირთვება;

  • აკუმულატორის გაბარიტები იცვლება (ფართოვდება/იბერება);

  • აკუმულატორზე გამონადენი სითხე აღინიშნება;

 

 

რა უნდა გაითვალისწინოთ აკუმულატორის შეძენამდე?

აკუმულატორების ტიპებისა და სახეობებიდან გამომდინარე რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტის გათვალისწინება აუცილებელია:

  • ერთი და იგივე მოდელის ავტომობილი, კომპლექტაციის მიხედვით, შესაძლებელია სხვადასხვა ტევადობის და კლასიფიკაციის აკუმულატორს მოითხოვდეს, ამიტომ აუცილებელია აკუმულატორი ქარხანა-მწარმოებლის მიერ მოწოდებული კატალოგის მიხედვით შეირჩეს. 

  • თქვენი ავტომობილისთვის შესაფერისი აკუმულატორის შესაძენად, საიდენტიფიკაციო ნომერია საჭირო, რომელიც სატრანსპორტო საშუალების პასპორტშია მითითებული.

  • სასურველია, ეს ერთის მხრივ მარტივი საკითხი, პროფესიონალებს მიანდოთ , რათა არასწორად შერჩეული აკუმულატორის მიზეზით გამოწვეული პრობლემები და ძვირადღირებული სერვისი თავიდან აირიდოთ.

  • გახსოვდეთ, სხვადასხვა ბრენდებს აკუმულატორები ბიუჯეტის მიხედვით აქვთ კლასიფიცირებული, რაც არჩევანის საშუალებას გაძლევთ, თუმცა ბიუჯეტური აკუმულატორის შეძენის შემთხვევაშიც კი, ის ავტომწარმოებლის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

  • თანამედროვე ავტომობილებში, მწარმოებელმა AGM - მინაბოჭკოვანი და ტყვია-მჟავური ტექნოლოგიით დამზადებული აკუმულატორების ურთიერთჩანაცვლება შეიძლება დაუშვას. ამის შემდეგ ავტომობილის მართვის მოდულების ხელახალი პროგრამირება კვების სისტემის კორექტული მუშაობისთვის აუცილებელია, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

     

  • აკუმულატორის მონტაჟისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ის სამაგრით დაფიქსირდეს, რათა არასასურველი ვიბრაცია თავიდან აიცილოთ, რაც კომპონენტის მწყობრიდან ნაადრევად გამოსვლის, ან მოკლე ჩართვის გამომწვევი მიზეზი ხდება.

 

 

თუ აკუმულატორის შეცვლა გადაწყვიტეთ, თეგეტა მოტორსს ეწვიეთ

აკუმულატორის შეცვლა ავტომობილის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. მწყობრიდან გამოსული ავტომობილის ელექტრონული კომპონენტის უგულებელყოფა და ხარვეზის გამოუსწორებლად გადაადგილება, უბედური შემთხვევების რისკს ერთიორად ზრდის. ასეთი ავტომობილით გადაადგილება მხოლოდ მაშინაა დაშვებული, როცა ავტოსარემონტო მომსახურების მისაღებად დღე-ღამის ნათელ დროს გადაადგილდებით. თუ აკუმულატორის შეცვლა სწრაფად და მარტივად გესაჭიროებათ, თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებს უნდა ეწვიოთ.

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით