დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

თეგეტა აკადემია

 

სასწავლო ცენტრ “თეგეტას აკადემია“-ს მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში

 

სასწავლო ცენტრ “თეგეტას აკადემია“-ს მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში, ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტო მომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში.

 

„თეგეტას აკადემია“ უზრუნველყოფს ავტორიზებული პროფესიული პროგრამების შესწავლას ავტომობილების მიმართულებით (დუალური განათლების მოდელი), სწრაფი გადამზადების კურსებს, სტუდენტურ სემინარებსა და ტრენინგებს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, როგორებიც გახლავთ ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდები.

 

“თეგტას აკადემიის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს არსებულ თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.

სასწავლო ცენტრები აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზებით, კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით.

 

სასწავლო ცენტრმა „თეგეტას აკადემია“-მ გახსნა და გააფართოვა კიდევ ერთი ფილიალი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში. 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით