დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

თეგეტას პერსონალური მენეჯერი

თეგეტა გთავაზობს შენთვის მოსახერხებელ სერვისს - ავტომობილის შეკეთებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე.

 

 თეგეტას პერსონალური მენეჯერის გამოძახებისას შეგიძლია ისარგებლო შემდეგი სერვისებით:

  • პერსონალური მენეჯერის მომსახურება - ყველა ტიპის სერვისი, რაც სჭირდება შენს ავტომობილს
  • აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟი
  • ადგილზე ვულკანიზაცია (სათადარიგო საბურავის დაყენება)
  • ევაკუატორის 24 საათიანი მომსახურება
  • ავტომობილის ადგილზე დაქოქვა
  • ავტომობილის ფილიალში დატოვება

 


უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს თეგეტას პერსონალური მენეჯერის მომსახურება?

თუ შენი მანქანისთვის საჭირო სერვისების ჩასატარებლად დრო არ გაქვს და ვერ ახერხებ სერვისცენტრში მისვლას, გამოიძახე "თეგეტას" პერსონალური მენეჯერი. ის წამოიყვანს შენს ავტომობილს სერვისცენტრში, სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოგაწვდის ინფორმაციას, რა სჭირდება ავტომობილს, უზრუნველყოფს საჭირო სერვისების ჩატარებას და დაგიბრუნებს გამართულს სასურველ ადგილას. თანხის გადახდას კი ადგილზე როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით შეძლებთ.

 

რა ხდება მაშინ, თუ მანქანა აღარ დაიქოქა და სერვის ცენტრამდე ვერ მიდიხარ?

თუ შენი ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და ვეღარ იქოქება, ჩვენი პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავს და ადგილზე შეამოწმებს აკუმულატორის მდგომარეობას. თუ აკუმულატორს არ აღენიშნება დაზიანებაა სრულიად უსასყიდლოთ დაგიქოქავთ მანქანას, ხოლო თუ აკუმულატორი მწყობრიდანაა გამოსული, ძველ აკუმულატორს ახლით ადგილზე შეგიცვლით. 

 

რას გულისხმობს ადგილზე ვულკანიზაცია?

თუ საბურავის დაგიზიანდა და არ გაქვთ შესაბამისი ხელსაწყოები რომ სათადარიგო საბურავი დაამონტაჟო, თეგეტას პერსონალური მენეჯერი ხელსაწყოებით აღჭურვილი მოვა და ადგილზევე დაამონტაჯებს სათადარიგო საბურავს თქვენს მაგივრად.

 

რას ნიშნავს ავტომობილის ფილიალში დატოვება?

თუ მოხვედი თეგეტა მოტორსის ფილიალში და აღმოჩნდა რომ შენი მანქანის შეკეთებას უფრო მეტი დრო ან სხვადასხვა სერვისები სჭირდება ვიდრე გათვლილი გქონდა, ამ შემთხვევაში  შეგიძლიათ ავტომობილი ჩვენს პერსონალურ მენეჯერებს დაუტოვოთ, თქვენ კი სურვილისამებრ, შეგიძლიათ ავტომობილი პერსონალურ მენეჯერს დაუტოვოთ. სერვისის დასრულების შემდეგ კი იგი გამართულ ავტომობილს შენთვის სასურველ ადგილზე მოგიყვანს.

 

როდის შემიძლია ევაკუატორის გამოძახება?

ევაკუატორის გამოძახება დღე-ღამის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეგიძლია. გამოძახების შემდეგ ავტომობილს თეგეტა მოტორსის კუთვნილ სპეციალურ  ავტოსადგომზე დატოვებენ, სამუშაო საათების დაწყებისთანავე კი პერსონალური მენეჯერი იზრუნებს თქვენს ავტომობილის გამართვაზე.

 

#გამართე ავტომობილი მარტივად - თეგეტასთან ერთად

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით