დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

 BFGOODRICH-ის საბურავები

საბურავები ავტომობილის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან მას შეხება აქვს სავალი გზის ზედაპირთან და ავტომობილის დაძვრისას, ან დამუხრუჭებისას უშუალო დატვირთვა სწორედ საბურავებზე მოდის. თეგეტა მოტორსი საქართველოს საბურავების ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, BFGOODRICH-ის პროდუქციას აწვდის. BFGOODRICH ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი მწარმოებელია, რომელიც ინოვაციური მიდგომებით და მაღალტექნოლოგიური პროდუქტებით გამოირჩევა. BFGOODRICH-ის საბურავების შეძენა, თეგეტა მოტორსის ფილიალებში უსასრულო გარანტიით შეგიძლიათ, რომელიც საგარანტიო პირობების გამოთვლას პროდუქტის პროტექტორის ცვეთის მიხედვით ითვალისწინებს.

 

 

BFGOODRICH -ის საბურავების უპირატესობები

 

BFGOODRICH-ის საბურავები ამერიკული ბრენდს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ისტორიული მწარმოებელია. ბრენდის არაერთი უპირატესობა მის მრავალწლიან პოპულარობას განაპირობებს. მათ შორისაა:

  • ნებისმიერ გარემო პირობებში ეფექტური მუშაობა;

  • უსაფრთხოება;

  • გამძლეობის მაღალი მაჩვენებელი;

  • გამოყენების ხანგრძლივობა;

  • სტაბილურობა;

  • დახვეწილი დიზაინი;

 

BFGOODRICH-ის საბურავების გამოყენება ნებისმიერ გარემო პირობებში უსაფრთხოა. ეს არის ბრენდი, რომელის 1914 წლიდან გამოიყენება ავტორბოლებისთვის, შესაბამისად მისი გამძლეობა და სანდოობა, ნებისმიერ სეზონზე, გარანტირებულია. BFGOODRICH წლების განმავლობაში მეტად უსაფრთხო საბურავების შესაქმნელად მუშაობდა, შესაბამისად, მიღებული პროდუქტი, მსოფლიოში აპრობირებული და პოპულარულია.

 

BFGOODRICH -ის ისტორია

 

BFGOODRICH ამერიკული საბურავების კომპანიაა, რომელიც თავდაპირველად სამრეწველო კონგლომერატის Goodrich Corporation-ის ნაწილი იყო. 1990 წელს კომპანია  ფრანგულმა საბურავების მწარმოებელმა Michelin-მა შეიძინა. BFGOODRICH ამერიკული საბურავების პირველი მწარმოებელი იყო, რომელმაც რადიალური საბურავები დაამზადა. ეს იყო საბურავები იმდროინდელი ავტომობილისთვის Winton Motor Carriage Company-სგან.

თეგეტა მოტორსის ფილიალებში, ნებისმიერი ტიპის ავტომობილისთვის, 60-მდე ბრენდის საბურავების შეძენა შეგიძლიათ. ქართველ მომხმარებლებში BFGOODRICH-ის საბურავები დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად თეგეტა მოტორსი ბრენდის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით