Dunlop-ის საბურავები
საბურავების შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ექსპლუატაციის პირობების, სეზონურობის, გზის ზედაპირის და ა.შ. გათვალისწინება უსაფრთხო მგზავრობის წინაპირობაა. თეგეტა მოტორსი საავტომობილო ბაზარს მსოფლიოში ცნობილი Dunlop-ის საბურავების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. საერთაშორისო მომხმარებლისთვის გამორჩეული ბრენდი სანდო, ეფექტური და გამძლეა.
Dunlop-ის საბურავების უპირატესობები
Dunlop-ის მიზანი მაღალხარისხიანი, ტექნოლოგიურად დახვეწილი პროდუქციის წარმოებაა. კომპანიის არაერთი უპირატესობა მსოფლიო მასშტაბით ბრენდის პოპულარობას და მომხმარებლების კმაყოფილებას განაპირობებს. Dunlop-ის უპირატესობებია:
-
შემცირებული CO2 გამონაბოლქვი;
-
გამძლეობა;
-
თანმიმდევრული მართვა;
-
სტაბილურობა ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე;
-
კომფორტულობა და უსაფრთხოება;
-
გარანტირებული ხარისხი;
Dunlop-ის საბურავები უნიკალური სისტემით იქმნება, რომელიც თანაბარ ცვეთას, შემცირებულ ხმაურს და ნებისმიერი სეზონისთვის მისი გამოყენების ეფექტურობას განსაზღვრავს. ბრენდის პროდუქცია, მსოფლიოში რეიტინგულია თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებით მყარ რეპუტაციას მრავალი წელია ინარჩუნებს.
Dunlop-ის ისტორია
Dunlop- ის საბურავები მომხმარებლებს 1920-იანი წლებიდან ემსახურება. კომპანიის გამოგონებებს შორისაა Motorsport-ის საბურავების სტანდარტებით, ყოველდღიური ავტომობილების საბურავების შექმნა. კომპანიის ძალისხმევის შედეგად მომხმარებლებმა მაღალი ხარისხი და გამძლეობა მიიღეს, რაც ყოველდღიური მართვისას გარანტირებულია. ბრენდის ისტორიის ნაწილია 1970-იან წლებში დამზადებული საბურავები, რომლებიც პირველი უსაფრთხო პროდუქტი იყო გრძელ დისტანციებზე სამოგზაუროდ. Dunlop-ის საბურავები მაღალი სიჩქარის კონტროლის და კომფორტული გადაადგილების გარანტია.
Dunlop-ის წამყვანი პროდუქციის უმსხვილესი მომწოდებელი ამიერკავკასიის საავტომობილო ბაზარზე თეგეტა მოტორსია. კომპანიის ფილიალებში Dunlop-ის საბურავების შეძენა ნებისმიერი ტიპის ავტომობილისთვის შეგიძლიათ.