დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

EXIDE აკუმულატორები

EXIDE აკუმულატორების დამზადების ტექნოლოგია ინდუსტრიაში მოწინავეა, რაც კვლევასა და განვითარებაში ჩადებული ინვესტიციებით, ასევე მწარმოებლებისა და მისი პარტნიორების გამოცდილებითაა განპირობებული. უახლესი თაობის აკუმულატორები გაუმჯობესებული დამუხტვისა და სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობით გამოირჩევა, რაც ავტომობილის საწვავის დაზოგვასაც უწყობს ხელს. EXIDE უნიკალურ ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც OEM EXIDE START STOP აკუმულატორების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. მანქანის მწარმოებლებისა და გამონაბოლქვის მკაცრი სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით ბრენდი ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას აგრძელებს, რათა აკუმულატორების სწრაფად დამუხტვის და მეტი რეზისტენტულობის მიღწევა შესაძლებელი გახდეს. 

 

 

EXIDE აკუმულატორების უპირატესობები:

  • გაუმჯობესებული ელექტრული გამტარობა, რაც მიწოდებული ენერგიის რაოდენობას ზრდის;

  • მაღალი მედეგობა ვიბრაციის და კოროზიის მიმართ;

  • ეკოლოგიურად სუფთა წარმოება;

  • წარმოების სრულად ავტომატიზებული პროცესი;

  • რეზისტენტულობა;

  • დამუხტვის გაზრდილი სიჩქარე;

 

EXIDE ისტორია

 

ბრენდის ისტორია 1888 წელს ფილადელფიაში იწყება, სადაც ამერიკელმა მეწარმემ, უილიამ უორენ გიბსმა ELECTRIC STORAGE BATTERY COMPANY დაარსა. პირველად სახელწოდება EXIDE 1900 წელს გამოიყენეს, რაც შესანიშნავ ოქსიდს ნიშნავს და ბატარეებისთვის ოქსიდების წარმოების ახალი მეთოდის აღმოჩენას უკავშირდება. EXIDE საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ინოვაციურ სულისკვეთებას ინარჩუნებს. 1990-იან წლებში EXIDE-მა სხვა მსხვილი კომპანიების აქტივების დაგროვება დაიწყო და რამდენიმე წამყვანი ევროპული კომპანიის მათ შორის TUDOR-ის აქციები შეიძინა, რის შემდეგაც საწარმოო და სადისტრიბუციო ქსელის განვითარება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და ახალი ამბიციური საინვესტიციო პროგრამები დაიწყო. ბრენდმა მსოფლიო მასშტაბით მყარი რეპუტაციის მოპოვება და შენარჩუნება შეძლო, ამიტომ დღესდღეობით, ბაზარზე წარმოდგენილ აკუმულატორებს შორის, მაღალი ხარისხის, ინოვაციური ტექნოლოგიების და გამორჩეული მახასიათებლების გამო, EXIDE მოწინავე პოზიციებს იკავებს.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით