დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

Firestone-ის საბურავები

ევროპასა და ამერიკაში ცნობილი  გიგანტის, Firestone-ის საბურავები, საავტომობილო ბაზრისთვის შეუცვლელი პროდუქტია, რომელიც მაღალი ხარისხისა და გამძლეობის გამო პოპულარობას არ კარგავს. მსოფლიოში ცნობილი ბრენდის საბურავების შეძენა Tegeta Motors-ის ფილიალებში შეგიძლიათ, სადაც ამიერკავკასიის ავტოინდუსტრიის წამყვანი პროდუქცია ყველაზე ხელსაყრელი პირობებითაა წარმოდგენილი.

 

 

Firestone-ის საბურავების უპირატესობები

 

Firestone-ის საბურავები უნიკალური დაპატენტებული ტექნოლოგიით იქმნება, რაც საბურავებს სიმტკიცესთან ერთად, მოქნილობას და ელასტიურობას უნარჩუნებს. კომპანიის პროდუქცია არ დეფორმირდება მაღალი დატვირთვის დროს და შეჯიბრისთვის აუცილებელ გამძლეობას ავლენს. Firestone-ის საბურავები არაერთი უპირატესობით ხასიათდება:

  • ოპტიმიზებული პროფილი- Firestone-ის საბურავების ფაქტურა სიჩქარის ნებისმიერ რეჟიმში, მიმართულების სტაბილურობის გარანტიას იძლევა;
  • დიზაინი- ზამთრის საბურავები შესანიშნავად მოქმედებენ თოვლსა და ყინულზე, რაც მოცურების არარსებობას განაპირობებს, ხოლო საზაფხულო საბურავები ძლიერი წვიმის დროსაც ავტომობილის კურსს კარგად ინარჩუნებენ;
  • რეზინის სპეციალური ნაერთი - რაც ავტომობილს მექანიკური და ქიმიური შეტევის მიმართ მდგრადს ხდის;

Firestone სამომხმარებლო პროდუქციის ფართო ასორტიმენტს ქმნის, მათ შორის სამგზავრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სატვირთო ავტომობილის საბურავებს. Firestone-ის მიერ გამოყენებული მასალა მაქსიმალურად ფართო დიაპაზონზეა გათვლილი, რათა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, კომპანიის პროდუქციის გამოყენება სასარგებლო პროცესად იქცეს.

 

Firestone-ის ისტორია

 

ჩრდილოეთ ამერიკული კომპანია Firestone 1900 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში ორი კონტინენტის გიგანტ მწარმოებლად იქცა, თუმცა მისი მთავარი მიღწევა 1988 წელს იაპონურ კონცერნ, Bridgestone-თან შერწყმა იყო. ამ გზით კომპანიამ საბოლოოდ მოიპოვა ლიდერობა და დღეს გლობალური კორპორაცია Bridgestone/Firestone, Inc. მთელ მსოფლიოშია ცნობილი. Firestone-ის საბურავები რბოლებისა და რალის გამარჯვებებით გახდა ცნობილი, რის გამოც კომპანიამ წარმოება გააფართოვა და საბურავების შექმნა ჩვეულებრივი ავტომობილებისთვისაც დაიწყო.

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით