Goodyear-ის საბურავები
საბურავების შერჩევისას პროფესიონალური მიდგომა აუცილებელია, რათა შერჩეული პროდუქტი ზუსტად ერგებოდეს თქვენი ავტომობილის ტიპს და მის უსაფრთხო გადაადგილებაზე იყოს პასუხისმგებელი. ავტოტექმომსახურების უმსხვილესი მომწოდებელი თეგეტა მოტორსი საქართველოს ბაზარს Goodyear-ის უმაღლესი ხარისხის საბურავებს აწვდის.
Goodyear-ის საბურავების უპირატესობები
Goodyear მსოფლიოში უდიდესი საბურავების კომპანიაა. ბრენდის უმთავრესი პრიორიტეტი მომხმარებლის უსაფრთხოებაა, რომელიც პროფესიონალური ტესტირების საფუძველზე დასტურდება. Goodyear-ის საბურავებს მთელი რიგი უპირატესობები ახასიათებს, მათ შორისაა:
-
გამძლეობა ნებისმიერ კლიმატურ პირობებში
-
სტაბილურობა მაღალი სიჩქარისას;
-
ნაკლები ხმაური;
-
უსაფრთხოება;
-
ინოვაციური სტანდარტების მოდელები;
Goodyear-ის საბურავები პროფესიონალი ინჟინრების მკაცრ ტესტირებას გადიან, რათა სეზონურობის გათვალისწინებით მათი გამოყენება მოხერხებული და უსაფრთხო იყოს. კომპანია უზრუნველყოფს დამატებითი ტესტირების გავლას ზამთრის საბურავებისთვის,რაც პროდუქციის მუდმივი განვითარების და სრულყოფის საშუალებას იძლევა.
Goodyear-ის ისტორია
Goodyear-ის საბურავები ინდუსტრიაში ინოვაციური პროდუქტია. ბრენდი 100 წელზე მეტია ნოვატორია ლიდერთა შორის, შესაბამისად მისი მთავარი უპირატესობა უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებია. საბურავების მაღალტექნოლოგიური ბუნება, როგორც სველ ასევე მშრალ ზედაპირზე, გაფართოებულ მოჭიდებას განაპირობებს. Goodyear-ის საბურავების მნიშვნელოვანი მახასიათებელია თანაბარი ცვეთა და საჭის მიმართ სტაბილური რეაგირება. კონკურენტებთან შედარებით ბრენდის პროდუქცია ხანგრძლივი გამოყენებით და უსაფრთხოების მაღალი დონით ხასიათდება.
ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე თეგეტა მოტორსის ფილიალებში goodyear-ის საბურავების შერჩევა ბრენდის პროდუქციის ფართო ასორტიმენტიდან შეგიძლიათ.