Haida-ს საბურავები
საბურავების შერჩევისას პროფესიონალი ავტოტექნიკოსის რეკომენდაციის გათვალისწინება აუცილებელია, რათა შერჩეულმა პროდუქტმა თქვენს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ხელი შეუწყოს. ავტოტექმომსახურების უმსხვილესი კომპანია თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს Haida-ს ბრენდის მაღალი ხარისხის საბურავებს აწვდის, რომელთა შეძენა კომპანიის ფილიალებში შეგიძლიათ.
Haida-ს საბურავების უპირატესობები
Haida-ს საბურავები, მსოფლიოს ფართომასშტაბიანი საწარმოს, Haida Rubber Group Co., LTD-ს პროდუქტია, რომელიც საბურავების შესწავლას, კვლევას და წარმოებას ახდენს. ეს ერთადერთი მსხვილი საწარმოა ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში, რომელიც სხვადასხვა ტიპის ავტომობილებისთვის ჩინეთის დასავლეთ რეგიონში წარმოების უდიდეს ბაზას ფლობს.
- მაღალი ხარისხი;
- გამძლეობა ნებისმიერ კლიმატურ პირობებში;
- ვიზუალური დახვეწილობა;
- სტაბილურობა;
- ინოვაციური სტანდარტების დაკმაყოფილება;
ეს იმ უპირატესობათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც Haida-ს საბურავებს ახასიათებს. Haida ქმნის მოდელებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის, ავტობუსებისთვის, საშუალო ზომის მანქანებისთვის და წარმოადგენს ჩინეთის Rub ასოციაციის მიერ რეკომენდირებულ ბრენდს.
Haida-ს ისტორია
Haida-ს საბურავები ჩინეთის დასავლეთ რეგიონში Haida Rubber Group-ის მიერ იწარმოება. კომპანიის ძირითადი ბრენდებია Haida, Passage, Tianfu, Caiyuang და Yinlu. ეს ბრენდები 3 ძირითად სახეობის, 15 სხვადასხვა სერიის და 600-ზე მეტი ზომის საბურავს მოიცავს, მათ შორის რადიალურ და ფოლადის სარტყელიან საბურავებს. Haida Group ტექნიკურ ცენტრს მართავს და ISO ხარისხის სერტიფიკატს ფლობს. Haida-ს საბურავები მაღალი ხარისხის პროდუქტია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მომხმარებლის ნდობას და პატივისცემას იმსახურებს.
თეგეტა მოტორსის ფილიალებში, Haida-ს უმაღლესი ხარისხის საბურავების ფართო ასორტიმენტიდან, სასურველი მოდელი შეგიძლიათ შეიძინოთ.