Hankook-ს საბურავები
ამიერკავკასიის საავტომობილო მომსახურების უმსხვილესი მომწოდებელი კომპანია, თეგეტა მოტორსი, ყველა სეზონის საბურავების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. წარმოდგენილ პროდუქციაში ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია Hankook, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად ითვლება.
Hankook-ს საბურავების უპირატესობები
Hankook უმსხვილეს კორეულ ბრენდს წარმოადგენს რადიალური საბურავების გაყიდვების და წარმოების მიმართულებით. პროდუქცია იქმნება მსუბუქი ავტომობილებისთვის, ავტობუსებისთვის, ჯიპებისა და სხვადასხვა ტიპის სატვირთო მანქანებისთვის. Hankook-ის პროდუქციის უპირატესობებია:
- მაღალი ხარისხის და დაბალი ფასის თანაფარდობა;
- გამძლეობა ნებისმიერ გარემო პირობებში;
- ვიზუალური დახვეწილობა;
- სტაბილურობა ტემპერატურული ცვლილებების მიუხედავად;
- მაღალტექნოლოგიური მიდგომები;
- ხანგრძლივი გამოყენება;
Hankook-ის საბურავები მუდმივი ინოვაციური კვლევებისა და მიდგომების საშუალებით ვითარდება. ბრენდის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული ხარისხის პროდუქციის მიწოდებაა, რისთვისაც ყოველწლიურად კომპანიის შემოსავლის 5% იხარჯება.
Hankook-ს ისტორია
Hankook-ს საბურავები განვითარების ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე საავტომობილო ბაზრის ლიდერ პოზიციებს იკავებს. Hankook ბრენდი 1941 წლიდან რეგისტრირებულია. კომპანიამ 2011 წლიდან, ბრუნვის მიხედვით, მე-7 ადგილი დაიკავა. Hankook Tire Company-ის ბრენდის პროდუქცია წარმოდგენილია 185 ქვეყანაში. ის ფლობს კვლევით ცენტრებს გერმანიაში, კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში, აშშ-ში და ქმნის საბურავებს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში გამოსაყენებლად. კომპანიის მიზანია საბოლოო მომხმარებლის დაკმაყოფილება, ამიტომ მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით კეთილსინდისიერი მწარმოებლის სახელით არის ცნობილი.
საქართველოს ბაზარზე Hankook-ის საბურავები ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია, რომლის შეძენაც თეგეტა მოტორსის ფილიალებში შეგიძლიათ.