დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

KAMA-ს საბურავები

საბურავები პირველად ასზე მეტი წლის წინ გამოჩნდა და დღეს ის ავტომობილის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც უსაფრთხო მგზავრობას განაპირობებს. თეგეტა მოტორსი სამომხმარებლო ბაზარს KAMA-ს, უმაღლესი ხარისხის, საბურავებს სთავაზობს, რომელთა შესაძენად კომპანიის ფილიალებს უნდა ეწვიოთ.

 

 

KAMA -ს საბურავების უპირატესობები

 

KAMA-ს საბურავები ევროპაში პოპულარობას სწრაფად იხვეჭს და აზიის სეგმენტის მყიდველებს შორისაც მოთხოვნადია. KAMA-ს საბურავები სამგზავრო ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. კომპანიის მიზანი, ინოვაციების გამოყენებით, სრულყოფილი პროდუქტის შექმნისკენ სწრაფვაა. KAMA-ს საბურავების უპირატესობებია:

  • მაღალტექნოლოგიური მიდგომები;
  • უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები;
  • ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი პროდუქცია;
  • საწვავის ეკონომია;
  • დახვეწილი დიზაინი;

KAMA-ს საბურავები კონკურენტული ფასისა და მაღალი ხარისხის პროდუქციას წარმოადგენს, რომელიც მოკლე მოგზაურობებისთვის, ან საოჯახო გამოყენებისთვის იდეალურია. კომპანია მკაცრად იცავს უსაფრთხოების სტანდარტებს და პროდუქციის ხაზის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

 

KAMA-ს ისტორია

 

KAMA-ს საბურავები ერთადერთ ქარხანაში, ქალაქ ნიჟნეკამსკში, რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში მზადდება. საწარმოს შთამბეჭდავი ტერიტორია უჭირავს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების, გერმანიის და იაპონიის, აღჭურვილობას იყენებს. საწარმოს სივრცეში მკვლევართა და დეველოპერთა ჯგუფია მობილიზებული, რომელიც წარმოების მთელ პროცესს ზედამხედველობს. საბურავების თითოეული ეგზემპლარი მანქანურ ტესტებს გადის, რომლის დროსაც სტრუქტურული ერთგვაროვნება და გამძლეობა მოწმდება. საბურავები მძღოლისა და მგზავრთა უსაფრთხოების მთავარი ელემენტია, ამიტომ KAMA პირველ რიგში სამგზავრო ავტომობილებზე ორიენტირდება. ბრენდის ასორტიმენტი, მსუბუქთან ერთად, სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსებისთვის განკუთვნილ პროდუქციასაც აერთიანებს, რომლის შეძენაც თეგეტა მოტორსის ფილიალებში შეგიძლიათ.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით