დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

KUMHO-ს საბურავები

KUMHO-ს საბურავები მსოფლიოში ცნობილი კორეული ბრენდის ნაწარმია, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თეგეტა მოტორსი ამიერკავკასიის ბაზარზე საბურავების უმსხვილესი მომწოდებელია. თეგეტა მოტორსის ფილიალებში პროფესიონალი ტექნიკოსები თქვენი ავტომობილისთვის ოპტიმალურ პროდუქციას შეგირჩევენ.

 

 

KUMHO-ს საბურავების უპირატესობები

 

KUMHO-ს საბურავები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, რადგან პროდუქციის დამზადებისას ძირითადი ყურადღება უსაფრთხოებასა და საიმედოობას ეთმობა. KUMHO-ს საბურავების უპირატესობებია:

  • უსაფრთხოების კონკურენტული მაჩვენებლები;
  • სტაბილურობა გზის ნებისმიერ ზედაპირზე;
  • შემცირებული ცვეთადობა;
  • დამუხრუჭებისას ზედაპირთან მოჭიდების ძლიერი მაჩვენებლები;
  • გამძლეობა;

KUMHO-ს საბურავები სტაბილური  და უსაფრთხო მართვისთვის იქმნება. ხანგრძლივი კვლევებისა და დაკვირვების შედეგად კომპანია ცდილობს სამომხმარებლო ბაზარს გაუმჯობესებული და საიმედო პროდუქცია მიაწოდოს, რის გამოც მსოფლიოში ბრენდი ლიდერ პოზიციებს იკავებს. KUMHO-ს საბურავები ფართოდ გამოიყენება სპორტული ავტომობილებისთვისაც, რაც უმაღლეს ხარისხსა და გამძლეობაზე მეტყველებს.

 

KUMHO-ს ისტორია

 

KUMHO Tire Co, Ltd. სამხრეთ კორეული კომპანიაა, რომელიც 1960 წელს დაარსდა. Kumho Corporation სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ჩინეთში კვლევით ცენტრებს ფლობს, სადაც პროფესიონალი ინჟინრები პროდუქტის სრულყოფის გზებზე მუშაობენ. Kumho Tires საბურავების ინდუსტრიის ლიდერია, რომელიც ბაზარს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო საბურავებს გონივრულ ფასად აწვდის. კომპანია საბურავებს მინივენის, სედანის ტიპის და სპორტული ავტომობილებისთვის აწარმოებს. Kumho-ს საბურავები მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთა რიგებშია. 2000 წლიდან Kumho Tires ფორმულა 3-ის საბურავების ოფიციალური მიმწოდებელია.

თეგეტა მოტორსი ინოვაციური დიზაინისა და ფართო გამოყენების Kumho-ს საბურავების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. სასურველი პროდუქტის შესაძენად კომპანიის ფილიალებს უნდა ეწვიოთ.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით