დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

LAKESEA-ს საბურავები

ამიერკავკასიის საავტომობილო ბაზარზე, ავტოტექმომსახურების უმსხვილესი მომწოდებელი, თეგეტა მოტორსი, ჩინეთის წამყვანი ბრენდის, LAKESEA-ს საბურავების ოფიციალური წარმომადგენელია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პროდუქცია მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს.

 

 

LAKESEA -ს საბურავების უპირატესობები

 

LAKESEA-ს საბურავები მაღალი გამავლობით ხასიათდება და წარმოების პროცესში ძირითადი აქცენტი პროდუქციის ხარისხზე კეთდება. ბრენდი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა მათ შორისაა:

  • უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები;
  • მაღალი გამავლობა;
  • ხანგრძლივი გამოყენება;
  • ფართო აუდიტორიისთვის მობილური პროდუქცია;
  • დახვეწილი დიზაინი;

LAKESEA-ს საბურავები ამერიკაში, ავსტრალიასა და იაპონიაში აღიარებული ნაწარმია. მწარმოებელი ქარხანა ევროპული და ამერიკული ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და პროდუქტის კვლევის პროცესში საკუთარ ლაბორატორიას იყენებს. LAKESEA-ს საბურავები საავტომობილო ბაზარზე მაღალი ხარისხის და დაბალი ფასის საუკეთესო კომბინაციას წარმოადგენს.

 

 

LAKESEA-ს ისტორია

 

LAKESEA-ს საბურავები ბაზარზე ათეულობით წელია არსებობს. Qingdao Lakesea Tire Co., Ltd 1994 წელს დაარსდა. 2005 წელს ბრენდი დიფერენცირებული საბურავების განვითარებასა და გაყიდვაზე იყო ორიენტირებული. წარმოებული პროდუქცია შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გადის. Lakesea სპორტული ავტომობილებისთვის შეუცვლელი ბრენდია და მსოფლიოს ცნობილ ავტოკლუბებთან, ასევე რბოლის ვარსკვლავებთან თანამშრომლობს. დღესდღეობით Lakesea ორ ბრენდს ,,LAKESEA” და ,,ZESTINO’’-ს მოიცავს, რომელთა სახელის ქვეშ ფართო გამოყენების საბურავები იწარმოება. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საბურავების მწარმოებლის პროდუქციის შეძენა თეგეტა მოტორსის ფილიალებში შეგიძლიათ.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით