დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

MILWAUKEE -ლიდერი ბრენდი ელექტრული ხელსაწყოების და აქსესუარების წარმოებაში

MILWAUKEE მსოფლიოს პრემიუმ ბრენდია, რომელიც 1924 წელს ამერიკაში, ქალაქ მილვოუქში, დაარსდა. კომპანია მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, ელექტრო ხელსაწყოებისა და აქსესუარების წარმოებაში ნომერ პირველი ბრენდია, რომელიც ბაზრის სპეციალიზებულ კვლევებზე დაყრდნობით, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ევროპის, ამერიკისა და ავსტრალიის ბაზრებს აწვდის. MILWAUKEE არა მარტო აკმაყოფილებს საბაზრო მოთხოვნებს, არამედ მათ აჭარბებს კიდეც, რაც მომხმარებელთა ცნობიერებაში ხარისხის, საიმედოობისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის სინონიმია.

 

 

კომპანიის ისტორია

 

MILWAUKEE-ის დაარსების შემდგომ კომპანიის ასორტიმენტმა არაერთი ცვლილება განიცადა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, 2005 წელს, აკუმულატორიანი ინსტრუმენტების წარმოების დაწყება იყო. 2007 წელს ბრენდის სახელით შეიქმნა 12 ვოლტიანი აკუმულატორების ბაზა, 2011 წელს- 18 ვოლტიანის, ხოლო 2014 წელს კომპანიამ  ჰიდრავლიკური ინსტრუმენტების და განათების სისტემების წარმოება ლითიუმ იონის აკუმულატორებზე დაიწყო. ბრენდის განვითარება უწყვეტად მიმდინარეობდა, შესაბამისად, შემდგომ წლებში ბაზარზე ხელის მექანიკური ხელსაწყოები გამოჩნდა (2015), ხოლო 2016 წელს, ლოიალური მომხმარებლებისთვის, სპეციალური შეფუთვები შემუშავდა, რაც განსხვავებული ზომის, ფორმისა და მოცულობის პროდუქციის სწრაფ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას უწყობდა ხელს.

 

კომპანიის პროდუქცია

 

MILWAUKEE ლიდერი ბრენდია ელექტროობის, სანტექნიკის, სამშენებლო, უსაფრთხოების ეკიპირების და საავტომობილო მიმართულებით. პროდუქციის  ასორტიმენტი მოიცავს ელექტრო აპარატებს (220 ვოლტი), აკუმულატორიან მოდელებს (12, 18, 72 ვოლტი) და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს MX FUEL-ის აკუმულატორები შეიქმნა, რომელიც სიმძლავრის თვალსაზრისით ბენზო ტექნიკას შეიძლება შევადაროთ და გამომუშავებული ენერგიით მას აჭარბებს კიდეც. 2021 წელს კომპანიამ უსაფრთხოების ეკიპირების წარმოებაც დაიწყო და საბოლოოდ მომხმარებლებისთვის ყველა მიმართულებით სრულყოფილი ასორტიმენტის შეთავაზება შეძლო.

 

MILWAUKEE-ის პროდუქციის უპირატესობები

 

MILWAUKEE თავის სფეროში უკონკურენტო პოზიციებს იკავებს, რადგან ბრენდი ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებს იყენებს (საუკეთესო ტექნოლოგიები უნახშირო ძრავებზე, მაღალ ამპერ საათით გამორჩეული უძლიერესი ელემენტები და პლატები). ბრენდის ძირითად უპირატესობებს მრავალფეროვანი ასორტიმენტი, კონკურენტებთან შედარებით ხანგრძლივი გარანტია (3 წელი) და მძლავრი ხელსაწყოების წარმოებაა, რომელიც კომპაქტურობით ხასიათდება და რთულ სამუშაოს მარტივად უმკლავდება. კომპანიის ძირითადი მიზანი ბენზინის და ქსელური აპარატების ელემენტიანი ტექნიკით ჩანაცვლებაა, რომელიც გამოუვალ სამუშაო პირობებში ლავირებას გაამარტივებს.

ინდუსტრიის უმსხვილესი მწარმოებლის, MILWAUKEE-ის, პროდუქციის შეძენა თეგეტაში უკვე შესაძლებელია. ამიერკავკასიის ლიდერი კომპანია არაერთი წამყვანი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, რომლის ქსელშიც MILWAUKEE-ის პროდუქციის 200-მდე სახეობა - აქსესუარები, უსაფრთხოების ეკიპირება, ელექტრო და აკუმულატორიანი ტექნიკა შეგიძლიათ შეიძინოთ. 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით