დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

MONBAT  აკუმულატორები

 

საავტომობილო ინდუსტრიის წამყვანი ბრენდი, თეგეტა მოტორსი, ამიერკავკასიის ბაზარს უმაღლესი ხარისხის აკუმულატორების ფართო არჩევანს სთავაზობს. მთელ მსოფლიოში ტექნოლოგიური მიღწევებით  ცნობილი ბულგალური ბრენდის, Monbat აკუმულატორები, კომპანიის ასორტიმენტში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ნებისმიერი ავტომობილის გამართული მუშაობა შერჩეული აკუმულატორის ხარისხსა და გამძლეობაზეა დამოკიდებული, ამიტომ თეგეტა მოტორსს ბაზარზე კიდევ ერთი აღიარებული და გამოცდილი ბრენდის ნაწარმი შემოაქვს.

 

 

 

Monbat აკუმულატორების უპირატესობები

 

Monbat კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე, პროდუქციის გაუმჯობესებაზე უწყვეტად ზრუნავს. კომპანია ფლობს საკუთარ ლაბორატორიას, შესაბამისად, აკუმულატორი რეალიზაციამდე არაერთ ტესტირებას და ხარისხის კონტროლს გადის. Monbat-ის აკუმულატორები მოწინავე ტექნოლოგიებით იწარმოება.

 

Monbat აკუმულატორების უპირატესობები:

 

  • ორიგინალი პროდუქტის (OE) შესაბამისი ხარისხი და სპეციფიკაცია;
  • სტანდარტულ აკუმულატორთან შედარებით 3-ჯერ მეტი სამუშაო რესურსი და სასიცოცხლო ციკლი;
  •  გრაფიტის ტექნოლოგიის გამოყენებით ფირფიტის ცხაურის დამზადებისას გაუმჯობესებულია აკუმულატორის დინამიური დამუხტვის სიჩქარე;
  • ფირფიტის დამზადების თანამედროვე დაბეჭვდის მეთოდის დამსახურებით აკუმულატორი იდეალურია ექსტრემალური კლიმატურ პირობებისთვის;
  •  ჩაშენებული ჰიდრომეტრით - დამუხტვის დონის ინდიკატორით;
  • ეკოლოგიურად-მეგობრული პროდუქტი - ექვემდებარება 99%-ით მეორეულ გადამუშავებას;

 

რეკომენდებულია:

 

  • შემუშავებულია მაღალი კომპლექტაციის ავტომობილებისთვის ბევრი ელექტრომომხმარებლით;
  • იდეალურია სტანდარტული ელექტრო მომხმარებლებით აღჭურვილი ავტოპარკისთვის ქალაქში მოკლე დისტანციაზე სამოძრაოდ;
  • აკუმულატორების ასორტიმენტი სრულად ფარავს ევროპული და იაპონური სტანდარტის სამოდელო რიგს;

 

 

Monbat ისტორია

 

Monbat-ის ისტორია 1959 წლიდან მონტანაში (ბულგარეთში) დაიწყო. 1983-დან 1986 წლამდე, საწარმომ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა დანერგა და ორი წლის შემდეგ კერძო საინვესტიციო კომპანიის სტატუსი მიიღო. 1989 წელს ბრენდმა გაიარა სერტიფიცირება ISO 9001 სტანდარტების შესაბამისად და აღმოსავლეთ ევროპაში აკუმულატორების უმსხვილესი მწარმოებელი გახდა. Monbat ყოველწლიურად უამრავ რესურსს დებს წარმოების გასაუმჯობესებლად, შესაბამისად, კომპანიის საწარმოო სიმძლავრე ყოველწლიურად 20%-ით იზრდება.

თეგეტა მოტორსის ონლაინ მაღაზიაში Monbat-ის აკუმულატორები კონკურენტული პირობებით, სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ. საერთაშორისო ბრენდის მრავალწლიანი წარმატება მეტყველებს, რომ ხარისხი და გამძლეობა გარანტირებულია.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით