დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მსუბუქი ავტომობილის სათადარიგო ნაწილებისა და ძრავის სტანდარტული საგარანტიო პირობები

1.  საერთო პირობები

    1. შპს „თეგეტა მოტორსი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში „კომპანიაში“ შეძენილი/შეცვლილი მსუბუქი ავტომობილის სათადარიგო ნაწილები და ძრავი (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.
    2. 1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.
    3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.
    4. . გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ და დამონტაჟებულ „პროდუქციაზე“.
  1. საგარანტიო ვადა
    1. „პროდუქციის“ საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად,

„პროდუქციის“ მწარმოებლის რეკომენდაციის საფუძველზე, „პროდუქციის“ მწარმოებელი ბრენდისა და იმ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რომლისთვისაც ხორციელდება „პროდუქციის“ შეძენა, შემდეგი პირობებით, რომელიც უფრო ადრე დადგება:

      • 1 თვე ან გარბენი 2000 კმ;
      • 2 თვე ან გარბენი 4000 კმ;
      • 3 თვე ან გარბენი 6000 კმ;
      • 6 თვე ან გარბენი 10000 კმ;
      • 12 თვე ან გარბენი 40000 კმ.

აღნიშნული გარანტია ვრცელდება ძრავის ღვედის სარემონტო კომპლექტის სრულად, ყველა გორგოლაჭთან და წყლის ტუმბოსთან, შეცვლის შემთხვევაში. წყლის ტუმბოს დაზიანებით გამოწვეული ღვედის დაზიანებაზე კი საგარანტიო პირობები არ ვრცელდება.

    1. მსუბუქი ავტომობილის ძრავის კაპიტალური რემონტის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება

12 თვის ვადით ან 20000 კმ. გარბენით.

    1. საგარანტიო ვადის შესახებ „მყიდველს“ ეცნობება საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის( ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.
    2. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან

„მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული

„პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.

  1. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები

3.1. „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე „მყიდველი“ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მისი აღმოფხვრის მიზნით.

    1. საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის პირობებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
    2. ძრავის რემონტის შემდგომი პირველი ზეთის შეცვლა უნდა განხორციელდეს 2000 კმ გარბენის ფარგლებში.ამასთანავე, ძრავში ზეთი შეცვლის ინტერვალი უნდა იყოს დაცული და არ უნდა აღემატებოდეს 10000კმ-ს სინთეთიკური კლასის ზეთებისათვის. ყოველი ზეთის შეცვლის დროს უნდა მოხდეს საწვავის ფილტრისა და ჰაერის ფილტრის შეცვლა; ძრავის ზეთისა და ფილტრების შეცვლა უნდა განხორციელდეს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში „გამყიდველის“ მიერ რეკომენდირებული ზეთით და ფილტრებით.
    3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას, შეცვლას/ ჩანაცვლებას

 

(შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში) და მის მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკავშ ირებულ უფასო მომსახურებას, ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურ ებას (იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის“ შეკეთებას ან შე ცვლას/ჩანაცვლებას).

    1. იმ შემთხვევაში, თუ „პროდუქცია“ საგარანტიო პერიოდში შეიცვლება ახლით, „პროდუქციის“ საგარანტიო ვადა დარჩება უცვლელი.
    2. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდა პირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.
    3. თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნი შნულის თაობაზე

„გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის             აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს                                              პროცესების მართვის ელექტრონულ                                                            სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული                                 უნდა                                                  იყოს                     დაზიანებული

„პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, აუცილებელია მისი შე ცვლა/ჩანაცვლება სხვა „პროდუქციით“ თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღ ირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული

„პროდუქციის“ შეკეთების, შეცვლის/ჩანაცვლების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვ ევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.

    1. იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ დაადგენს, რომ დაზიანებული „პროდუქცია“ არ ექვემ დებარება აღდგენას და საჭიროა მისი შეცვლა/ჩანაცვლება, „გამყიდველის“ მიერ „პროდუქცია“ შეიცვლება/ჩანაცვლებულ იქნება იმავე მწარმოებლის „პროდუქციით“ ან იმავე კლასის (მონაცემ ების/მახასიათებლების) მქონე სხვა მწარმოებლის პროდუქციით. თუ ახალი „პროდუქციის“ ღირებულება აღემატება „მყიდველის“ მიერ გადახდილ თანხას, მაშინ

„მყიდველი“ ვალდებულია „გამყიდველს“ გადაუხადოს სხვაობა შესაბამისი ინვოისის/ინვოისების საფუძველზე.

    1. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის “ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევ ან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა

„პროდუქციის“ ქა რხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება ექსპერტიზის ხარჯის „მყიდველისთვის“ გადახდის ვალდებულება წინამდებარე საგარანტიო პირობების შესაბამისად.

    1. საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი/ჩანაცვლებული დაზიანებული „პროდუქცია“ წარმოადგენს

„გამყიდველის“ საკუთრებას.

  1. საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა

4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:

      1. თუ „მყიდველს“ აღნიშნულ „პროდუქციასთან“ დაკავშირებული მომსახურება მიღებული აქვს სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;
      2. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია გადაჭარბებული დატვირთვით, „გამყიდველის“ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე „ტუნინგის“ ხასიათის ცვლილებების განხორციელება, საექსპლუატაციო წესებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მომსახურების წესების დარღვევა;
      3. თუ „პროდუქციის“ დაზიანება გამოწვეულია „მყიდველის“ გაუფრთხილებელი მოპყრობით, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლუატაციისას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოო დეფექტად.
      4. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს გარეგანი მექანიკური ზემოქმედება;
      5. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის- ცენტრში;
      6. თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს;
      7. თუ სათადარიგო ნაწილის შეკეთების/რემონტის პროცესში, „მყიდველის“ მიერ არ იქნა გათვალისწინებული

„გამყიდველის“ რეკომენდაციები.

    1. ამორტიზატორზე საგარანტიო პირობები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს აღენიშნება არაჰერმეტულობა (ზეთის მკვეთრი ჩამონადენი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული გამოწვეული იქნება წარხნული წუნის შედეგად.
  1. საგარანტიო პირობების გავრცელების თავისებულებები
    1. საგარანტიო პირობები გარკვეულ დეტალებზე გავრცელდება მხოლოდ მასთან ერთად თანმდევი დეტალების შეცვლის შემთხვევაში:
  • ჰაერის სენსორი - იცვლება ჰაერის ფილტრი;
  • ანთების კოჭა - იცვლება ანთების სანთელი;
  • ამორტიზატორი - იცვლება ერთ ხიდზე წყვილად, ამორტიზატორის შემზღუდველი (კაკუნის შემთხვევაში

 

პირველ რიგში ამორტიზატორის საყრდენი);

  • ტურბოკომპრესორი - იცვლება ჰაერის ფილტრი, ძრავის ზეთი, ჰაერმშრობის ფილტრი (არსებობის შემთხვევაში), გამოსარეცხია ინტერქულერი;
  • საჭის ჰიდროგამაძლიერებელი ტუმბო - იცვლება ჰიდრავლიკური ზეთის რეზერვუარი (არ ირეცხება);
  • გადაბმულობის კომპლექტი - იცვლება გადაბმულობის დისკი, გადაბმულობის ქურო და გადაბმულობის საკისარი (საჭიროების შემთხვევაში მქნევარა);

· კონდენციონერის კომპრესორი - იცვლება შემამჭიდროებელი რგოლები, ფილტრი

  • (ჰაერმშრობი), ჰაერმშრობის რესივერი;
  • წყლის ტუმბო - იცვლება გაგრილების სითხე (ანტიფრიზი);
  • მორგვი და მორგვის საკისარი - მორგვის ჩობლები (არსებობის შემთხვევაში), ყუმბარა (იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული აქვს ჩობალზე მუშაობის არე), შემამჭიდროვებელი (არსებობის შემთხვევაში);
  • საწვავის ტუმბო - იცვლება საწვავის ფილტრი, (საჭიროების შემთხვევაში ირეცხება საწვავის ავზი);

· მუხრუჭის მთავარი ავზი - იცვლება სამუხრუჭე სითხე;

თანმდევი დეტალების შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს „მყიდველი“.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით