დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
"თეგეტა მოტორსი" 25 წლისაა

თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც დღეს 25 კომპანიას აერთიანებს, 25 წლის გახდა. 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი დღეს საერთაშორისო კომპანიაა.

რას ნიშნავს თეგეტასთვის 25 წელი?

 

თეგეტას აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს.

2012 წლიდან „თეგეტა მოტორსი“ Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.

 

ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ „პორშეს“, შვედურ საავტომობილო გიგანტ „ვოლვოს“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები.

 

„თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.

 

„თეგეტა მოტორსის“ ბიზნესმოდელი უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.


"თეგეტა მოტორსი" 25 წლისაა
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით