დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
თეგეტა ჰოლდინგი

„თეგეტა ჰოლდინგი“ 28 წლიანი გამოცდილებით, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სფეროში. ასეთივე წარმატებით კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე.


თეგეტა ჰოლდინგი

 

თეგეტა 1995 წელს დაფუძნდა. ეს იყო სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე პატარა მაღაზია. მოგვიანებით კომპანია საბურავების იმპორტს იწყებს და 1998 წელს ისტორიულ ხელშეკრულებას აფორმებს იაპონურ ბრენდთან Bridgestone-თან. ეს თანამშრომლობა გარდამტეხი იყო როგორც კომპანიისთვის, ასევე ქართული ბაზრისათვისაც. თეგეტა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში რუსული პროდუქციის მსოფლიოს წამყვანი ბრენდით ჩანაცვლების პროცესს შეუწყო ხელი.

 

 

 

 

დღეს, ჰოლდინგი საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს აერთიანებს, მათ შორის, მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely.

 

 

სატვირთო და სპეც.ტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები.

„თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ჰოლდინგი 3000-მდე თანამშრომლით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია.

 

 

თეგეტა 1995 წელს დაფუძნდა. ეს იყო სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე პატარა მაღაზია. მოგვიანებით კომპანია საბურავების იმპორტს იწყებს და 1998 წელს ისტორიულ ხელშეკრულებას აფორმებს იაპონურ ბრენდთან Bridgestone-თან. ეს თანამშრომლობა გარდამტეხი იყო როგორც კომპანიისთვის, ასევე ქართული ბაზრისათვისაც. თეგეტა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში რუსული პროდუქციის მსოფლიოს წამყვანი ბრენდით ჩანაცვლების პროცესს შეუწყო ხელი.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით