დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
თეგეტა მოტორსის 2018 წლის შეჯამება

თეგეტა მოტორსმა 2018 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა. ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს თეგეტა თრაქ ენდ ბასს, შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს, შპს ტოიოტა ცენტრი თეგეტას, შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს და შპს თეგეტა აკადემიას. მიმდინარე წელს თეგეტა მოტორსმა წარმატებით გაიარა C ტიპის ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, კომპანიამ დანერგა შრომის უსაფრთხოების და  ჯანმრთელობის მართვის (ISO 18001:2007) და გარემოს დაცვის მენეჯმენტის (ISO 14001:2015) სისტემები, ასევე დაიწყო მუშაობა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის კუთხით გარე საკონტროლო აუდიტზე.

 

თეგეტა მოტორსი გახდა პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო Fitch-ის რეიტინგის მოპოვება. კორპორაციული მმართველობის სრულყოფის მიზნით, თეგეტა მოტორსი თანამშრომლობს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC). პროექტის მიზანია მოხდეს არსებული კორპორაციული მართვის გაუმჯობესება მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით.

 

კომპანიამ გააფორმა მნიშვნელოვანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მსხვილ მწარმოებლებთან და მათი ოფიციალური რითეილ პარტნიორი გახდა საქართველოში. თეგეტა მოტორსის პორტფელს დაემატა 40-მდე წამყვანი ბრენდი მსუბუქი და სატვირთო ავტოსათადარიგო ნაწილების, აკუმულატორების, საბურავების, ზეთების და სპეც. ტექნიკის მიმართულებით.

 

თეგეტა მოტორსმა ქ. ბაქოში გახსნა მესამე ფილიალი. 2018 წელს კომპანია მოემსახურა 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს. თეგეტა მოტორსი დღეისათვის 23 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.

 

კომპანიაში 1 500-ზე მეტი კადრია დასაქმებული, აქედან 2018 წლის პერიოდში 450 ახალი თანამშრომელი დაემატა, მათ უმრავლესობას „თეგეტა აკადემიის“ კურსდამთავრებულები წარმოადგენენ. „თეგეტა აკადემია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრ „თეგეტა აკადემიის“ მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემია მიმდინარე წელს გეგმავს პროფესიული კოლეჯის ავტორიზაციის მიღებას, რომლის ფარგლებშიც შემუშავებული იქნა სასწავლო პროგრამა - ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება, კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელიწადს და 8 თვეს. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). ამავდროულად აკადემია გააგრძელებს მოკლე სასერთიფიკატო კურსებს.

 

თეგეტა მოტორსი დღეისათვის ქ. ბათუმში ფლობს 2 ფილიალს, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე ფილიალების მასშტაბი ვეღარ უზრუნველყოფს სათანადო გამტარობას და მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2019 წელს კიდევ ერთი მულტიბრენდული მეხუთე კატეგორიის ფილიალის გახსნის შესახებ, რომელიც მოემსახურება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს და სპეც. ტექნიკას. პროექტის ფარგლებში ბათუმში პირველად გაიხსნება ტექნიკური მომზადების ცენტრი „თეგეტა აკადემია“, რომელიც დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას საავტომობილო სფეროში მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

 

თეგეტა მოტორსი წარმოადგენს Porsche-ს, Mazda-ს, Toyota-ს, MAN-ს და JCB-ის ბრენდებს საქართველოში, აღნიშნული ბრენდები არ არის წარმოდგენილი აჭარის რეგიონში, ბათუმის პროექტი კი კომპანიას საშუალებას მისცემს აღნიშნული ბრენდები წარმოადგინოს თბილისის შემდეგ უკვე ბათუმშიც, პროექტში გათვალისწინებულია საგამოფენო სივრცეები როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილების და სპეც. ტექნიკისთვის.

 

თეგეტა მოტორსი აგრძელებს მუშაობას დამატებითი სერვისების მიმართულებით. მობილური აპლიკაცია გარკვეულწილად თანამედროვეობის მოთხოვნაა, თეგეტას აპლიკაცია შეიქმნა ყველა უახლესი სტანდარტის გათვალისწინებით. ის უზრუნველყოფს ცენტრალიზებული პლატფორმის შექმნას, სადაც თეგეტას ყველა ციფრული სერვისი და ინფორმაციაა თავმოყრილი, მომხმარებელი მარტივი რეგისტრაციით იღებს წვდომას თეგეტას ყველა სერვისზე. თეგეტას მობილური აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თეგეტას სერვის ცენტრში წინასწარი რეზერვაციის გავლა, აქციების და ფასდაკლებების მონიტორინგი, სასურველი ფილიალის მოძებნა და მიმართულების მიღება, ავტომობილების დამატება და მიღებული სერვისების ისტორიის შენახვა. მნიშვნელოვანია აპლიკაციაში მომხმარებლის პირადი გვერდი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი დარეგისტრირებული ვიზიტორი მის მიერ თეგეტაში განხორციელებული ყველა ტრანზაქციის, მიღებული ფასდაკლების და თეგეტა ქარდზე დაგროვილი ქულების შესახებ მიიღებს დეტალურ ინფორმაციას. სამომავლო გეგმები ითვალისწინებს აპლიკაციაში ინოვაციური პროდუქტების დამატებას, როგორიცაა მაგალითად ონლაინ მაღაზიის და თეგეტა კომფორტის ინტეგრაცია.

 

თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. თეგეტას ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.


თეგეტა მოტორსის 2018 წლის შეჯამება


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით