დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
თეგეტა მოტორსის საგარანტიო პირობები

ჩვენი მიზანია, რომ შენ ყოველთვის იცოდე, რა პირობებით ვრცელდება გარანტია შენს მიერ შეძენილ პროდუქტზე.

 

რას აკეთებს თეგეტა გარანტიის ფარგლებში?

თუ პროდუქტი საგარანტიო ვადაში გაფუჭდა და პრობლემა წარმოიშვა ქარხნული წუნის გამო:

 

რას ნიშნავს ქარხნული წუნი?

ეს არის პროდუქტის წარმოებისას დაშვებული დეფექტი, რომელიც ოფიციალურად დასტურდება მწარმოებლის მიერ.
 

რას არ ფარავს გარანტია?

საგარანტიო პირობები არ ფარავს პირდაპირ ან ირიბ ფინანსურ დანახარჯებს, რომლებიც შეიძლება მომხმარებელს მიადგეს პროდუქტის გაუმართაობის შედეგად. გარანტია არ ანაზღაურებს შემდეგი ტიპის ხარჯებს:

  • მომსახურების საფასური, თუ ის არ შესრულდა თეგეტას სერვისცენტრში *

  • ტრანსპორტირების ხარჯი

  • დროის ან სხვა სახის ფინანსური ზარალი, რომელიც დაკავშირებულია გაუმართავ პროდუქტთან

*ეს შეზღუდვა მხოლოდ ავტონაწილებს ეხება. სხვა პროდუქტებზე (საბურავებზე, აკუმულატორებზე, ზეთის ფილტრებსა და დანადგარებზე), დეფექტის დადასტურების შემთხვევაში, მომსახურების ღირებულებაც ანაზღაურდება.

 

გარანტია არ ვრცელდება, თუ:

  • პროდუქტი გაფუჭდა არასწორი გამოყენების შედეგად

  • არსებობს მექანიკური დაზიანება (მაგ. დაცემა, დარტყმა)

  • გამოვლინდა ბუნებრივი ცვეთა

 

გარანტია პროდუქტის შეცვლის შემდეგ — რა უნდა იცოდე

თუ პროდუქტი გადაგეცვალა ახლით გარანტიის ფარგლებში — ახალზე გარანტია თავიდან არ იწყება. მოქმედებს პირვანდელი ვადა, რომელიც შენს პირველ შენაძენზე გავრცელდა.

 

რაზე ვრცელდება ეს პირობები?

გარანტია მოქმედებს იმ პროდუქტებზე:

  • რომლებიც შეძენილია თეგეტას ფილიალებში ან tegetashop.ge-ზე

  • დამონტაჟებულა თეგეტას სერვისცენტრში*

 

* მსუბუქი ავტომობილების ნაწილების შემთხვევაში, გარანტია ვრცელდება ქარხნული წუნის გამოვლენისას, მიუხედავად იმისა, დამონტაჟდა თუ არა თეგეტას სერვისცენტრში.
 

რამდენ ხანს მოქმედებს გარანტია?

საგარანტიო ვადები განსხვავდება პროდუქტისა და ბრენდის მიხედვით:

  • ზუსტი ინფორმაციის ცოდნა გეხმარება, რომ სწორად გამოიყენო გარანტია და თავიდან აიცილო გაუგებრობა.

  • მოიძიე ინფორმაცია საგარანტიო ვადებზე პროდუქტის შეძენამდე – ჰკითხე კონსულტანტს ან გაეცანი დეტალებს ონლაინ.

 

გირჩევთ: იმისთვის, რომ გარანტია სრულად გავრცელდეს, პროდუქტი შეიძინე თეგეტაში და დააყენე ჩვენს სერვისცენტრში.
 

ასევე შეგიძლია გაეცნო სრულ საგარანტიო პირობებს შემდეგ ბმულზე


თეგეტა მოტორსის საგარანტიო პირობები
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით