დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
თეგეტა მოტორსმა ევროპული სარეიტინგო სააგენტოს SCOPE-ის რეიტინგი მოიპოვა BB-

ევროპული  სარეიტინგო ფირმის შეფასებით, ქართული კომპანიის რეიტინგი (BB-) -ით და სტაბილური ხედვით შეფასდა (Outlook Stable). კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯგუფის ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით, და დაბალი ბიზნეს რისკის პროფილით (BB-), ევროპული სარეიტინგო კომპანია თეგეტა მოტორსს ბაზრის ლიდერად აფასებს რაც გამყარებულია ჯგუფის  ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ ისე რეგიონალურ ბაზარზე, სქოუფის შეფასებით თეგეტა მოტორსის დასახული სტრატეგიის შესაბამისად მომდევნო წლებში მოსალოდნელია ჯგუფის ფინანსური  მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რაც თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს კომპანიის საკრედიტო რეიტინგზე.

 

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა დააღმოსავლეთ ევროპაში,რომელმაც შეძლო გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის  Fitch-ისრეიტინგის მოპოვება 2017 წელს. 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური პოზიცია და 3 საფეხურით გაიუმჯებსა საკრედიტო რეიტინგი, აღსანიშნავია  რომ BB- რეიტინგი საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას გააჩნია და არის უპრეცენდენტო რეგიონალურ საავტომობილო სფეროში.

 

თეგეტა მოტორსი მომხარებელს სრულ საავტომობილო სპექტრს სთავაზობს, რაც მოიცავს საავტომობილო პროდუქტების, მსუბუქი და სატვირთო ავტმობილების, სპეციალური ტექნიკის გაყიდვასა და მომსახურებას, ასევე  ჯგუფი მომხარებელს სთავაზობს ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის გაქირავებას, აღნიშნული განაპირობებს მომხმარებლების დივერსიფიცირებას და შემცირებულ საოპერაციო რისკს. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით  მსგავსი პორტფელი ცალსახად პოზიტიური ფაქტორია ვინაიდან აბალანსებს ერთ სამომხმარებლო ჯგუფთან დაკავშირებულ რისკებს. კომპანია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან როგორიცაა: Porsche, Toyota, Mazda, MAN, JCB, Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Bosch, და სხვა გლობალური საავტმობილო ბრენდები რაც განაპირობებს ბიზნეს პორტფელის დივერსიფიცირებას და დაბალ საოპერაციო რისკს..

 

„თეგეტა მოტორსი ჩამოყალიბდა როგორც რეგიონალური ბაზრის ლიდერი საავტმობილო სფეროში, რაც აისახება ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესის  ზრდის 20% მაჩვენებლით“ წერს სარეიტინგო სააგენტო.

 

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 24 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 30 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს.


თეგეტა მოტორსმა ევროპული სარეიტინგო სააგენტოს SCOPE-ის რეიტინგი მოიპოვა BB-


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით