დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
აუცილებელია თუ არა სეზონზე ზამთრის საბურავების გამოყენება

 

ზამთრის საბურავები უამინდობის პირობებში მსგავსი შემთხვევებისგან გვიცავს, ამიტომაც არის რეკომენდებული სეზონზე საბურავების გამოცვლა, მაგრამ არის, თუ არა ეს აუცილებელი - ამას დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ. 

რატომ უნდა შევცვალოთ ზამთარში საბურავები

სეზონის მიხედვით სხვადასხვა ტიპის საბურავებს ვხვდებით: 

  • ზამთრის საბურავები

  • ზაფხულის საბურავები

  • ყველა სეზონის საბურავები

ზამთრის საბურავებს თოვლსა და ყინვაში უკეთესი მოჭიდება აქვთ, რაც თავისუფლად მანევრირების საშუალებას იძლევა და რისკებისგან გვაზღვევს. ავტომობილის დამუხრუჭებისას, დაძვრისას თუ მოხვევისას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა სწორედ საბურავზე მოდის. უამინდობაში ხშირად გვიწევს მოკლე მანძილზე უცბად დამუხრუჭება და ჩვენივე უსაფრთხოებისთვის სეზონის საბურავებია საჭირო.

ზამთრის საბურავები მოცურების მინიმალურ შანსს ტოვებს, რადგან თოვლიან და მოყინულ ზედაპირზე უკეთესი მოჭიდება აქვთ, ასევე უკეთესი სამუხრუჭე შესაძლებლობა და დაბალი ტემპერატურის შესაბამისი ქიმიური შემადგენლობა.

როგორ მივხვდეთ რომ საბურავი შესაცვლელია

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ, როგორც კი ტემპერატურა 7º-ს ჩამოცდება, ზამთრის საბურავები დავაყენოთ. ამ ტიპის საბურავების ვადა ხუთ წლამდე მერყეობს. გაითვალისწინეთ, რომ მათი გამოყენება მხოლოდ ზამთრის სეზონზეა რეკომენდებული. ზაფხულში მათი ზედაპირი ადვილად ცვდება. მაღალი ტემპერატურა მათ დარბილებას იწვევს და იზრდება სამუხრუჭე მანძილიც. 

საქართველოში ზამთრის კლიმატი ზომიერია. ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა, თუმცა ექსტრემალურად დაბალი არასდროს არის, თუ არ ჩავთვლით, მაღალმთიან რეგიონებს. გარემო პირობების გათვალისწინებით, ზოგიერთი მძღოლი ზამთარში ყველა სეზონის საბურავებს იყენებს. გავრცელებული მოსაზრებით ეს ნაკლები ხარჯია და შესაბამისად, ეკონომიური გადაწყვეტილებაც არის, თუმცა რამდენად უსაფრთხო არჩევანია? მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის სპეციალისტების რჩევაა, საბურავები სეზონის შესაბამისად ვცვალოთ. 

როდესაც ტემპერატურა 7-10º-ზე დაბლაა, ნებისმიერი ტიპის საფარზე სამოძრაოდ ზამთრის საბურავებია საჭირო. ყველა სეზონის საბურავები ვერც ზაფხულის საბურავებს შეედრება გამძლეობით და არც ზამთრის სეზონზეა ისე მორგებული, როგორც სპეციალური ზამთრის საბურავები. ამიტომ, სპეციალისტები ამ უკანასკნელს არც ეკონომიურობის თვალსაზრისით უწევენ რეკომენდაციას და არც უსაფრთხოების.

როგორ შევარჩიოთ ზამთრის საბურავი

ზამთრის საბურავის შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.

  • ყველა ავტომწარმოებელი იძლევა ინფორმაციას, თუ რა ზომის საბურავები შეიძლება მიდიოდეს ამა თუ იმ ავტომობილზე

  • შეამოწმეთ მაქსიმუმი დატვირთვის მაჩვენებელი

  • გაითვალისწინეთ მაქსიმუმ რა სიჩქარის განვითარებაა რეკომენდებული

  • როგორია რეკომენდებული შიდა წნევა

  • ყურადღება მიაქციეთ საბურავების გამოშვების თარიღს

 

გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე სავალდებულოა ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელსაც უნდა ჰქონდეს სპეციალური მარკირება.

თეგეტა მოტორსის ზამთრის საბურავები

თეგეტა მოტორსი ზამთრის საბურავების ფართო არჩევანს გთავაზობთ. აქ 60-მდე სხვადასხვა ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. შეგიძლიათ, შეიძინოთ Bridgestone, Continental, Petlas, Pirelli, Yokohama-ს ზამთრის საბურავები, რომლებიც ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა და სეზონზე თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

როგორც იცით, თეგეტა მოტორსში გვაქვს სპეციალური ლოიალობის ბარათები. მათი გამოყენებისას გერიცხებათ ქულები, რომლებიც სამომავლო შენაძენზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე თვალი ადევნეთ თეგეტა შოპზე შეთავაზებებს, რომლებიც პერიოდულად ახლდება. ეს პრიობები პროდუქტს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. 

შეჯამება

ზამთარში ტემპერატურის კლებასთან ერთად თქვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საბურავები შეცვალოთ. ზამთრის საბურავებს თოვლიან და მოყინულ ზედაპირზე უკეთესი მოჭიდება აქვთ, ზაფხულის საბურავთან შედარებით მკვეთრად ამცირებს სამუხრუჭე მანძილს და მოცურების რისკს. ამიტომ, ექსპერტები გვირჩევენ, თუ ტემპერატურა 7º-ს ჩამოცდება, ავტომობილს ზამთრის საბურავები დავუყენოთ. 


აუცილებელია თუ არა სეზონზე ზამთრის საბურავების გამოყენება
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით