დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
დედამიწის კვირეული - არ გადაყარო, ჩააბარე!

მოემზადე დედამიწის კვირეულისთვის!

 

22 აპრილი - დედამიწის დღეა, რომელიც მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი პროექტია.


22-დან 25 აპრილის ჩათვლით - თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით თეგეტა გრინ პლანეტის სატვირთო ავტომობილი თბილისის სხვადასხვა ლოკაციას მოივლის და შეაგროვებს მეორად საავტომობილო ნარჩენებს: ზეთებს, საბურავებსა და აკუმულატორებს.

 

როდის და რა ლოკაციებზე დაგხვდება ჩვენი სატვირთო ავტომობილი ნარჩენების ჩასაბარებლად?

 

22 აპრილი:

11:00 – 14:00 - დიდი დიღმის პარკის მიმდებარე ტერიტორია 

15:00 – 18:00 - გლდანი VI მკ.რ., გლდანის სკეიტ პარკის მიმდებარედ 

 

23 აპრილი:

11:00 – 14:00 - მეტროსადგური ავლაბრის მიმდებარე ტერიტორია 

15:00 – 18:00 - ვარკეთილის ცენტრალური პარკის მიმდებარედ

 

24 აპრილი:

11:00 – 14:00 - დავით ნიშნიანიძის ქუჩა (ნიუ ნორჩი დინამოს სტადიონის მიმდებარედ) 

15:00 – 18:00 - ცოტნე დადიანის ქუჩა (ვეტერანთა პარკის მიმდებარედ)

 

25 აპრილი:

11:00 – 14:00 - ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორია 

15:00 – 18:00 - რ. აგლაძის ქ. (მეგალაინის მიმდებარედ)

 

მათ, ვინც აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო ნარჩენებს ჩაგვაბარებენ, სპეციალური საჩუქრები - Varta-სა და Mobil-ის ბრენდირებული ნივთები გადაეცემათ. ასევე, თითოეული მათგანი დასაჩუქრდება თეგეტა მოტორსის ვაუჩერით, რომლითაც 25%-იან ქეშბექს მიიღებს - Petronas-ისა და Mobil-ის ზეთებზე, Bridgestone-ის საბურავებსა და Varta-ს აკუმულატორებზე.


დედამიწის კვირეული - არ გადაყარო, ჩააბარე!

 

*თუ მეორადი საავტომობილო ნარჩენების დიდ რაოდენობას ფლობ, შეავსე ფორმა და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტირებასა და რეგლამენტის მიხედვით გადამუშავებას

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით