დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად

„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ კამპანიის ფარგლებში, 18 მაისიდან „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მისული პირველი 100 მომხმარებელი სავალი ნაწილის უფასოდ შეამოწმებას შეძლებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული და უსაფრთხოა. ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში კი ავტომობილის შეკეთებაში მათ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები დაეხმარებიან.

 

რის შემოწმებას მოიცავს სერვისი:

 

აქციის ფარგლებში, მომხმარებლები შეძლებენ შეამოწმონ:

  1. სამუხრუჭე სისტემა
    a. სამუხრუჭე ხუნდები
    b. სამუხრუჭე დისკები
    c. სამუხრუჭე მილები
    d. სამუხრუჭე სითხის დონე/მდგომარეობა
    e. ხელის მუხრუჭის მდგომარეობა
  2. საბურავების პროტექტორის მდგომარეობა
  3. საბურავების სეზონურობის შესაბამისობა
  4. ნათურების ვიზუალური დათვალიერება
  5. საჭის ჰიდრავლიკური სითხის დონე
  6. ძრავის ზეთის დონე
  7. ძრავის გაგრილების სითხის დონე
  8. მინის საწმენდი სითხის დონე
  9. დაფაზე არსებული გამაფრთხილებელი ინდიკატორები
  10. სავალი ნაწილის შემოწმება

 

ფილიალები, სადაც სავალი ნაწილის უფასოდ შემოწმებაა შესაძლებელი:

  • ცენტრალური ოფისი (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №129)
  • პეპელა 2 (ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი №15)
  • ვარკეთილი (ქ.თბილისი, ვარკეთილი, ხვედელიძის ქ. №7 (ყოფ. მიტროფანე ლაღიძის ქუჩა)
  • ვაკე (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №6)
  • გორი (ქ. გორი, პუშკინის №2)
  • ფოთი (ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. №2)
  • ბათუმი (ქ. ბათუმი, იური გაგარინის ქ.№1)
  • ქუთაისი (ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. მე-9 ჩიხი №2ა)
  • ახალციხე (ქ. ახალციხე, თამარაშვილის ქ. №69)
  • თელავი (თელავის რაიონი, სოფელი ვარდისუბანი)
  • რუხი (ქ. ზუგდიდი, სოფელი რუხი (რუხი მოლი)

 

უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ - გაიარე მეტი უსაფრთხოდ.

 

კამპანიის შესახებ

„გადავასწრებ“, „გავძვრები“, „დამინახავს“, „დამითმობს“, „გამიძლებს“ - ხშირად ამ სიტყვებით იწყება გადაწყვეტილებები, რომლებიც გზაზე მძიმე შედეგებით სრულდება. სწორედ ამ იდეაზე ააგო „თეგეტა ჰოლდინგმა“ საგზაო უსაფრთხოების ახალი კამპანია - „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ - გაიარე მეტი უსაფრთხოდ“, რომელიც მაისის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატით განხორციელდება და საზოგადოების ყურადღებას გზებზე პასუხისმგებლიანი ქცევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს.

 

წელს გადავწყვიტეთ, განსხვავებული და კრეატიული ფორმით შეგვეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ.

 

კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სიტყვა სპეციალურად ავტომობილის ტექნიკურ გაუმართაობას ეძღვნება და ეფუძნება სიტყვას „გამიძლებს“, რომელიც ავტომფლობელებს ისეთ რისკებზე მიუთითებს, როდესაც ავტომობილს გარეგნულად არაფერი ეტყობა, მფლობელები კი თვლიან, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ როდესაც ყველაზე დიდ პრობლემებს მანქანის „შინაგანი“ გაუმართაობა ქმნის. ამ დროს კი ყოველი მეათე ავარიის მიზეზი მანქანის ტექნიკური გაუმართაობაა.

 

შეამოწმე სავალი ნაწილი თეგეტა მოტორსში, დარწმუნდი შენი ავტომობილის ''უსაფრთხოებაში".


„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით