დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
განახლებული საგარანტიო პირობები ავტონაწილებზე

შეიძინე ნაწილები თეგეტა მოტორსში, დაამონტაჟე შენთვის სასურველ სერვისცენტრში და შეინარჩუნე გარანტია პროდუქტზე.

თეგეტა ცვლის მიდგომას მსუბუქი ავტონაწილების საგარანტიო პირობებზე და მომხმარებელს მეტ თავისუფლებას აძლევს.
 

რა შეიცვალა?

ახლა უკვე თეგეტაში შეძენილ ავტონაწილებზე გარე გარანტია მოქმედებს. მიუხედავად იმისა, ნაწილს ჩვენს სერვისცენტრში დაამონტაჟებ თუ არა, გარანტია პროდუქტზე მაინც გინარჩუნდება.

📌 ადრე: საგარანტიო პირობები ნაწილებზე ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონტაჟი თეგეტას სერვისში ხდებოდა.
📌 ახლა: გარანტია ვრცელდება ყველა ბრენდის ნაწილზე, სერვისის მომწოდებლის მიუხედავად.
 

რა უპირატესობას იღებ განახლებული გარანტიით?

  • თავისუფლება არჩევანში — შენ ირჩევ, სად დაამონტაჟო ნაწილი 

  • დამატებითი კომფორტი — სერვისის ლოკაციის მიუხედავად გარანტია ვრცელდება ნებისმიერ ავტონაწილზე

  • უპირობო გარანტია — ქარხნული წუნის რისკებს თეგეტა აზღვევს

როგორია გარანტიის ვადები?

გარე გარანტიის ვადა განსხვავდება ნაწილის კატეგორიისა და მონტაჟის ადგილის მიხედვით:

  • პრემიუმ ბრენდები — 3 თვე

  • არაპრემიუმი ბრენდები — 1 თვე

რა უნდა იცოდე გარე გარანტიის პირობებზე?

  • თეგეტა აანაზღაურებს დაზიანებული ნაწილის ღირებულებას

  • მომხმარებელი იხდის მხოლოდ შეცვლის ან შემოწმების მომსახურების ღირებულებას

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი ნომერზე 0322 26 44 44 ან ეწვიე შენთან ახლოს მდებარე თეგეტა მოტორსის ფილიალს.

თეგეტა — ავტონაწილების ყველაზე ფართო არჩევანი.


განახლებული საგარანტიო პირობები ავტონაწილებზე
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით