დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
მოვემზადოთ ზამთრისთვის: მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები საბურავებისთვის

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არის კონკრეტული გზის მონაკვეთები, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით არის დაშვებული (გაეცანით ამ ადგილების ჩამონათვალს). თუ ამ რეგიონებში გადაადგილება ხშირად გიწევთ, გირჩევთ, ახლავე დაათვალიეროთ თეგეტა მოტორსის საბურავების ჯაჭვების კოლექცია და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. 

 

აქამდე არასდროს გიყიდიათ საბურავების ჯაჭვები და არ იცით, რა კრიტერიუმებით შეარჩიოთ? ამ ბლოგში დაწვრილებით აგიხსნით, რა დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და მათი გამოყენების წესებსაც გასწავლით.

როგორ შევარჩიოთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, მათი ზომაა. ჯაჭვები საბურავებთან თანხვედრაში უნდა იყოს, რათა მარტივად მოარგოთ. გაითვალისწინეთ, არსებობს დროებითი და მუდმივი ჯაჭვები. დროებით ჯაჭვებს თავად მოარგებთ ავტომობილს, ყოველ ჯერზე, როცა დიდთოვლობაში, მოყინულ გზაზე გიწევთ მოძრაობა. მუდმივი ჯაჭვები საბურავებზე მონტაჟდება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოუხსნელად შეგიძლიათ ატაროთ. ყურადღება მიაქციეთ ხარისხსა და გამძლეობასაც, რათა უსაფრთხოდ, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე შეძლოთ რთულ გზებზე გადაადგილება. 

როგორ გავუკეთოთ ჯაჭვები საბურავს

თუ აქამდე არასდროს გამოგიყენებიათ, მიჰყევით რეკომენდაციებს, როგორ უნდა გაუკეთოთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები საბურავებს.

 

რომელ საბურავებზე დავამაგროთ ჯაჭვები?

აუცილებელი არაა, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები ოთხივე საბურავს გაუკეთოთ. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, როგორი ტიპის არის თქვენი ავტომობილი. თუ front-wheel drive - ე.ი წინა წამყვანი თვლების ამძრავი აქვს, ჯაჭვები წინა ორ საბურავზე უნდა დაამაგროთ. უკანა თვლების ამძრავის შემთხვევაში (Rear Wheel Drive), უკანა საბურავებს გაუკეთებთ. თუ ავტომობილის ყველა თვალი წამყვანია (All Wheel Drive), ჯაჭვების დამაგრებამდე ინსტრუქციას გაეცანით ან თეგეტა მოტორსის სპეციალისტებს სთხოვეთ დახმარება. 

 

როგორ დავამაგროთ ჯაჭვები?

მას შემდეგ, რაც შეფუთვას გახსნით, დაინახავთ, რომ ჯაჭვს სხვადასხვა ფერის დაბოლოება (მაგ. ლურჯი და ყვითელი) აქვს. დაიჭირეთ ერთი დაბოლოება ერთ ხელში, მეორე - მეორეში. ყურადღება მიაქციეთ, რომ კაუჭები დაბოლოებებიდან დაშორებული იყოს. როცა დარწმუნდებით, რომ ჯაჭვები ერთმანეთთან სათანადოდ არის დაკავშირებული და გადახლართული არაა, გაშლილი ჯაჭვები საბურავებს გარშემო უნდა შემოახვიოთ. თუ ჯაჭვი კარგად არის დამაგრებული, მისი ორივე ბოლო საბურავის თავზე უნდა იყოს მოქცეული. შემდგომ მათ ერთმანეთზე კაბელით გადააბამთ. მოძებნეთ წითელი კაუჭი და მარჯვნივ და მარცხნივ პირველივე ხელმისაწვდომ ოქროსფერ პატარა რგოლს დაუკავშირეთ.

 

როგორ მივხვდეთ რომ ჯაჭვი საბურავზე სწორად დავამაგრეთ?

როცა ჯაჭვს საბურავს შემოახვევთ, საბოლოო ჯამში, რომბის ფორმას უნდა ქმნიდეს. რომბის ცენტრში, დიაგონალურად მოქცეული უნდა იყოს მოკლე ჯაჭვი. გარდა ამისა, ცალკე უნდა დაგრჩეთ გრძელი ჯაჭვიც, რომლის ჩამკეტსაც მარჯვნივ და მარცხნივ პირველივე ხელმისაწვდომ ოქროსფერ და ვერცხლისფერ რგოლებს დაუკავშირებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჯაჭვები მჭიდროდ ეკვროდეს საბურავებს. თუ ინსტრუქციას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებით, ამ საქმეს აუცილებლად წარმატებით გაართმევთ თავს. 

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი საბურავებს აზიანებს?

მძღოლები ზოგჯერ ერიდებიან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებას, რადგან გავრცელებულია სტერეოტიპი, თითქოს ჯაჭვები საბურავებს აზიანებს. სინამდვილეში, ჯაჭვების სწორად დამაგრების შემთხვევაში, საბურავი არათუ ზიანდება, პირიქით, გაცილებით დაცულია.

 

იმისთვის, რომ საბურავები არ დაზიანდეს, ნუ გამოიყენებთ თოვლის ჯაჭვებს ამინდის შეუსაბამოდ. გახსოვდეთ, რომ მათი მოხმარება მხოლოდ მოყინულ, დათოვლილ გზებზეა რეკომენდებული. ასევე თავი შეიკავეთ ჯაჭვებით 40 კმ-ზე მეტ მანძილზე გადაადგილებისგან.

შეჯამება

თოვლის ჯაჭვების გამოყენება მრავალჯერ შეგიძლიათ. მთავარია, მოხსნის შემდეგ სათანადოდ გააშროთ და დარწმუნდეთ, რომ დაზიანებული არაა. დაზიანების შემთხვევაში, აუცილებლად მოგიწევთ ჯაჭვების გამოცვლა. საბურავების ჯაჭვების გამოყენება ზამთარში მძღოლების უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ნუ გარისკავთ საკუთარ ჯანმრთელობას. დროულად მოამზადეთ მანქანა ცივი სეზონისთვის. 


მოვემზადოთ ზამთრისთვის: მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები საბურავებისთვის
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით